წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მეფეები 18:1—46

18  გავიდა ხანი+ და მესამე წელს იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა ელიას: „წადი, ეჩვენე ახაბს, რადგან უნდა ვაწვიმო მიწას“.+  ელიაც წავიდა, რომ სჩვენებოდა ახაბს; მაშინ დიდი შიმშილობა+ იყო სამარიაში.  მოუხმო ახაბმა ობადიას, სასახლის გამგებელს+ (ობადია იეჰოვას მოშიში+ კაცი იყო.  როცა იზებელმა+ იეჰოვას წინასწარმეტყველები ამოწყვიტა,+ ობადიამ ასი წინასწარმეტყველი ორმოცდაათ-ორმოცდაათად გადამალა გამოქვაბულში და პურითა და წყლით ამარაგებდა).+  ახაბმა ობადიას უთხრა: „მოიარე მთელი ქვეყანა, წყაროები და ხევები, იქნებ ნახო სადმე ბალახი,+ რომ გადამირჩეს ცხენები და ჯორები და აღარ ამომიწყდეს პირუტყვი“.+  გაინაწილეს მიწა, ვინ საით წასულიყო. ახაბი ერთი გზით წავიდა, ობადია — მეორეთი.+  გზაში ობადიას ელია შეხვდა.+ მან მაშინვე იცნო, პირქვე დაემხო+ და უთხრა: „ელია, შენა ხარ, ჩემო ბატონო?“+  მან მიუგო: „მე ვარ. წადი, უთხარი შენს ბატონს,+ აქ არის-თქო ელია“.  მან უთხრა: „ისეთი რა შევცოდე,+ რომ შენს მსახურს ახაბის ხელში აგდებ მოსაკლავად? 10  ცოცხალია იეჰოვა, შენი ღმერთი,+ არ დარჩენილა არც ხალხი და არც სამეფო, სადაც შენ საძებნელად არ გაეგზავნოს ჩემს ბატონს ხალხი. როცა იტყოდნენ, აქ არ არისო, სამეფოსა და ხალხს აფიცებდა, რომ მართლა ვერ გიპოვეს.+ 11  შენ კი მეუბნები, წადი და უთხარი შენს ბატონს, ელია აქ არისო! 12  შენგან წავალ და არ მეცოდინება, სად წაგიყვანს იეჰოვას სული.+ მივალ, ვეტყვი ახაბს, ის კი ვერ გიპოვის და მომკლავს.+ ბავშვობიდან იეჰოვას მოშიშია შენი მსახური.+ 13  განა არ უთქვამთ ჩემი ბატონისთვის, რა გავაკეთე, როცა იზებელმა იეჰოვას წინასწარმეტყველები დახოცა, როგორ გადავმალე იეჰოვას წინასწარმეტყველები გამოქვაბულში,+ ასი კაცი ორმოცდაათ-ორმოცდაათად, და როგორ ვამარაგებდი პურითა და წყლით?+ 14  შენ კი მეუბნები, წადი და უთხარი შენს ბატონს, ელია აქ არისო. მომკლავს!“+ 15  ელიამ მიუგო: „ცოცხალია+ ლაშქართა* ღმერთი იეჰოვა,+ რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ დღეს ვეჩვენები მას“. 16  წავიდა ობადია და მოახსენა ახაბს ეს ამბავი; ახაბიც წავიდა ელიასთან შესახვედრად. 17  როგორც კი დაინახა ახაბმა ელია, უთხრა: „ეს შენა ხარ, ისრაელის დამაქცეველო?“+ 18  მან მიუგო: „მე კი არ დავაქციე+ ისრაელი, შენ და მამაშენმა დააქციეთ,+ რადგან მიატოვეთ იეჰოვას მცნებები+ და ბაალებს გაჰყევით.+ 19  გაგზავნე ხალხი და ქარმელის+ მთასთან შემიკრიბე მთელი ისრაელი, ბაალის ოთხას ორმოცდაათი წინასწარმეტყველი+ და ოთხასიც — წმინდა ბოძის+ წინასწარმეტყველი, რომლებიც იზებელის+ სუფრიდან ჭამენ“. 20  დაგზავნა ახაბმა ხალხი ისრაელის ძეებში და ქარმელის მთასთან შეკრიბა წინასწარმეტყველები.+ 21  მივიდა ელია ხალხთან და მიმართა: „როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით?+ თუ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, მას გაჰყევით,+ და თუ ბაალია, მას გაჰყევით“. ხალხს სიტყვა არ დაუძრავს. 22  მიმართა ხალხს ელიამ: „მარტო მე დავრჩი იეჰოვას წინასწარმეტყველი,+ ბაალის წინასწარმეტყველები კი ოთხას ორმოცდაათნი არიან. 23  მოგვცენ ორი მოზვერი. ერთი მათ ამოირჩიონ, დაჭრან, დააწყონ შეშაზე, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთონ; მეორე მოზვერს კი მე გავამზადებ, დავაწყობ შეშაზე და ცეცხლს არ შევუნთებ. 24  მოუხმეთ თქვენს ღმერთს+ და მეც ვახსენებ იეჰოვას სახელს; ის იქნება ჭეშმარიტი ღმერთი,+ რომელიც ცეცხლით+ უპასუხებს“. ხალხმა მიუგო: „კარგი“. 25  ელიამ ბაალის წინასწარმეტყველებს უთხრა: „ამოირჩიეთ ერთი მოზვერი და პირველად თქვენ დაკალით, რადგან ბევრნი ხართ; ახსენეთ თქვენი ღვთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ“. 26  მისცა მათ ის მოზვერი, რომელიც ამოირჩიეს, მოამზადეს და დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს: „ბაალ, გვიპასუხე!“ მაგრამ არც ხმა ისმოდა+ და არც პასუხი;+ დახტოდნენ ისინი თავიანთი გაკეთებული სამსხვერპლოს ირგვლივ. 27  შუადღისას ელიამ დაცინვა+ დაუწყო: „მთელი ხმით დაუძახეთ, რადგან ღმერთია იგი;+ იქნებ საქმე აქვს, იქნებ კუჭში გასვლა+ მოუნდა და საპირფარეშოში+ მიდის; იქნებ ჩაეძინა და გასაღვიძებელია!“+ 28  ისინიც მთელი ხმით ეძახდნენ და, ჩვეულებისამებრ, სისხლის დენამდე ისერავდნენ+ სხეულს ხანჯლებითა და შუბებით. 29  შუადღემ გადაიარა, ისინი კი წინასწარმეტყველებდნენ*+ მარცვლეული შესაწირავის შეწირვამდე, მაგრამ არც ხმა იყო, არც პასუხი და არც არანაირი გამოხმაურება.+ 30  ბოლოს ელიამ ხალხს უთხრა: „ახლოს მოდით!“ მთელი ხალხი მასთან მივიდა. მან იეჰოვას სამსხვერპლოს აღდგენა დაიწყო, რომელიც დანგრეული იყო.+ 31  აიღო ელიამ თორმეტი ქვა, იაკობის ძეთა ტომების რიცხვის მიხედვით. ძველად იაკობს იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა,+ ისრაელი იქნებაო შენი სახელი.+ 32  ქვებით სამსხვერპლო+ ააშენა იეჰოვას სახელზე+ და იმხელა თხრილი შემოავლო, რომ ორი სეა მარცვალი დაითესებოდა. 33  დაალაგა შეშა,+ დაჭრა მოზვერი, შეშაზე დააწყო და თქვა: „აავსეთ წყლით ოთხი დიდი ქილა და დაასხით დასაწვავ შესაწირავსა და შეშას“. 34  თქვა: „კიდევ ერთხელ!“ ასეც მოიქცნენ. კიდევ თქვა: „მესამედაც გააკეთეთ!“ მესამედაც ასე მოიქცნენ. 35  იღვრებოდა წყალი სამსხვერპლოს ირგვლივ; მან თხრილიც წყლით აავსო. 36  იმ დროს,+ როცა მარცვლეული შესაწირავი აღევლინებოდა, წინასწარმეტყველი ელია მივიდა სამსხვერპლოსთან და თქვა: „იეჰოვა, აბრაამის,+ ისაკისა+ და ისრაელის ღმერთო,+ გაიგონ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში,+ მე შენი მსახური ვარ და ყველაფერი შენი სიტყვისამებრ+ გავაკეთე. 37  მიპასუხე, იეჰოვა, მიპასუხე, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა,+ და მოაქციე მათი გული“.+ 38  ჩამოვარდა იეჰოვას ცეცხლი+ და შთანთქა დასაწვავი+ შესაწირავი, შეშა, ქვები, მტვერი და თხრილიდან წყალი ამოაშრო.+ 39  დაინახა ეს ხალხმა, პირქვე დაემხვნენ+ და თქვეს: „იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი! იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი!“ 40  უთხრა მათ ელიამ: „შეიპყარით ბაალის წინასწარმეტყველები! არც ერთი არ გაუშვათ!“ მათაც მაშინვე შეიპყრეს. ჩაიყვანა ელიამ ისინი კიშონის ხევში+ და იქ დახოცა.+ 41  უთხრა ელიამ ახაბს: „წადი, ჭამე და დალიე,+ რადგან წვიმის ხმაური ისმის“.+ 42  წავიდა ახაბი, ჭამა და დალია. ელია კი ქარმელის მთის წვერზე ავიდა, მიწაზე დაჯდა+ და თავი მუხლებში ჩარგო.+ 43  შემდეგ თავის მსახურს უთხრა: „წადი, ზღვისკენ გაიხედე“. ისიც წავიდა, გაიხედა და თქვა: „არაფერი მოჩანს“. მან შვიდჯერ უთხრა: „კიდევ წადი“.+ 44  მეშვიდეჯერ რომ მივიდა, უთხრა: „ზღვიდან ამომავალი პატარა ღრუბელი ჩანს, ხელისგულისოდენა“.+ მან უთხრა: „წადი და ახაბს უთხარი, მოამზადე ეტლი და წადი,+ რომ წვიმამ არ მოგისწროს-თქო!“ 45  ამასობაში ცა მოიქუფრა, ქარი ამოვარდა+ და კოკისპირულმა წვიმამ დასცხო.+ ახაბი იზრეელში+ მიდიოდა. 46  იეჰოვას ხელი იყო ელიასთან;+ მან კალთები აიკეცა,+ გაიქცა და ახაბზე ადრე ჩავიდა იზრეელში.+

სქოლიოები

იგივე ცაბაოთი.
ან წინასწარმეტყველებივით იქცეოდნენ, რაც შეიძლება მიუთითებდეს წინასწარმეტყველთა უჩვეულო მოქმედებაზე. ზოგჯერ ისინი უცნაური და შეშლილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.