წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მეფეები 12:1—33

12  წავიდა რობოამი+ შექემში, რადგან ისრაელები შექემში+ იყვნენ მისულები მის გასამეფებლად.  იერობოამმა,+ ნებატის ძემ, ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნისას გაიგო ამის შესახებ (სოლომონ მეფის გამო გაიქცა ის ეგვიპტეში და იქ ცხოვრობდა).+  მოუხმეს იერობოამს და ისიც მივიდა მთელი ისრაელის კრებულთან ერთად და უთხრა რობოამს:+  „მამაშენმა უღელი დაგვიმძიმა; შეგვიმსუბუქე მამაშენისგან დაკისრებული მძიმე სამუშაო და მძიმე უღელი,+ რომელიც დაგვადგა,+ და გემსახურებით“.+  მან კი მიუგო: „წადით და სამი დღის შემდეგ დაბრუნდით“.+ ხალხიც წავიდა.  მეფე რობოამმა რჩევა ჰკითხა უხუცესებს,+ რომლებიც მუდამ, მთელი სიცოცხლე, გვერდით ჰყავდნენ მამამის სოლომონს: „რას მირჩევთ, რა ვუპასუხო ამ ხალხს?“+  მათ მიუგეს: „თუ ამ ხალხის მსახური იქნები, მათ მოემსახურები,+ პასუხს გასცემ და ტკბილად დაელაპარაკები,+ ისინიც მუდამ შენი მსახურები იქნებიან“.+  მაგრამ მან ყურად არ იღო უხუცესების რჩევა და მასთან ერთად გაზრდილ,+ გვერდით მყოფ ახალგაზრდებს ჰკითხა რჩევა,+  ჰკითხა მათ: „თქვენ რას მირჩევთ,+ რა ვუპასუხოთ ამ ხალხს, რომ მეუბნებიან, შეგვიმსუბუქეო მამაშენისგან დადგმული უღელი?“+ 10  მასთან ერთად გაზრდილმა ახალგაზრდებმა მიუგეს: «აი რა უთხარი+ ხალხს, რომ გეუბნებიან, მამაშენმა დაგვიმძიმა უღელი, შენ შეგვიმსუბუქეო, ასე უთხარი: „ჩემი ნეკი მამაჩემის თეძოზე მსხვილი იქნება;+ 11  მამაჩემმა ხომ მძიმე უღელი დაგადგათ, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ;+ მამაჩემი ხომ მათრახებით გსჯიდათ, მე ეკლიანი შოლტებით დაგსჯით“».+ 12  მესამე დღეს იერობოამი მთელ ხალხთან ერთად მივიდა რობოამთან, როგორც მეფეს ჰქონდა ნათქვამი, მესამე დღეს მოდითო ჩემთან.+ 13  მკაცრად+ უპასუხა მეფემ ხალხს; ყურად არ იღო მეფე რობოამმა უხუცესების რჩევა+ 14  და ახალგაზრდების რჩევისამებრ+ მიუგო მათ: „მამაჩემმა ხომ მძიმე უღელი დაგადგათ, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ. მამაჩემი ხომ მათრახებით გსჯიდათ, მე ეკლიანი შოლტებით დაგსჯით“.+ 15  არ მოუსმინა მეფემ ხალხს,+ რადგან ასე წარმართა საქმე იეჰოვამ,+ რათა შეესრულებინა თავისი სიტყვა,+ რომელიც იეჰოვას შილოელი ახიას+ პირით ჰქონდა ნათქვამი იერობოამისთვის, ნებატის ვაჟისთვის. 16  როცა მთელმა ისრაელმა დაინახა, რომ მეფემ არ მოუსმინა მათ, მიუგო ხალხმა მეფეს: „რა წილი გვაქვს დავითში?+ არა გვაქვს მემკვიდრეობა იესეს ძეში. ყველა თქვენ-თქვენი ღმერთებისკენ,+ ისრაელო! შენ თვითონ მიხედე შენს სახლს, დავით!“+ მთელი ისრაელი თავ-თავიანთი კარვებისკენ გაეშურა. 17  მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელის ძეებზეღა მეფობდა რობოამი.+ 18  გაგზავნა მეფე რობოამმა სავალდებულო სამუშაოს+ შემსრულებელთა ზედამხედველი ადორამი,+ მაგრამ მთელმა ისრაელმა ჩაქოლა+ ის და მოკვდა. მეფე რობოამმა კი მოახერხა თავის ეტლში ასვლა და იერუსალიმში გაიქცა. 19  განუდგნენ+ ისრაელები დავითის სახლს და დღემდე ასეა.+ 20  გაიგო მთელმა ისრაელმა, რომ დაბრუნდა იერობოამი, მაშინვე გაუგზავნეს ხალხი, მოუხმეს მას კრებულში და მთელ ისრაელზე+ გაამეფეს. იუდას ტომის გარდა არავინ გაჰყოლია დავითის სახლს.+ 21  იერუსალიმში მისვლისთანავე შეკრიბა რობოამმა+ იუდას სახლი და ბენიამინის ტომი,+ ას ოთხმოცი ათასი რჩეული ბრძოლისუნარიანი ვაჟკაცი, რომ შებრძოლებოდნენ ისრაელს და მეფობა დაებრუნებინათ რობოამისთვის, სოლომონის ძისთვის. 22  მაშინ გამოეცხადა ჭეშმარიტი ღვთის სიტყვა შემაიას,+ ჭეშმარიტი ღვთის კაცს:+ 23  «უთხარი იუდას მეფე რობოამს, სოლომონის ძეს, იუდას სახლს, ბენიამინსა და დანარჩენ ხალხს, 24  აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „არ გახვიდეთ და არ შეებრძოლოთ თქვენს ძმებს, ისრაელის ძეებს.+ თითოეული თქვენ-თქვენს სახლში დაბრუნდით, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს“».+ ისინიც დაემორჩილნენ იეჰოვას სიტყვას+ და იეჰოვას სიტყვისამებრ თავ-თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ.+ 25  ააშენა იერობოამმა შექემი+ ეფრემის მთიან მხარეში და იქ დასახლდა. წავიდა იქიდან და ფენუელი+ ააშენა. 26  თქვა იერობოამმა თავის გულში:+ „დაუბრუნდება დავითის სახლს სამეფო.+ 27  თუ ივლის ეს ხალხი იერუსალიმში იეჰოვას სახლში+ მსხვერპლის შესაწირავად, თავიანთი ბატონის, რობოამისკენ, იუდას მეფისკენ გაუწევთ გული, მე მომკლავენ+ და იუდას მეფეს, რობოამს დაუბრუნდებიან“. 28  რჩევა იკითხა მეფემ,+ ორი ოქროს ხბო+ გააკეთა და ხალხს უთხრა: „რაღად გინდათ იერუსალიმში სიარული? ისრაელო, აი თქვენი ღმერთი,+ რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანათ“.+ 29  ერთი ბეთელში+ დადგა და მეორე — დანში.+ 30  სცოდავდა ხალხი;+ დანშიც კი ჩადიოდნენ ხბოს თაყვანსაცემად. 31  ააშენა მან მაღლობების სახლები+ და დანიშნა იქ მღვდლებად ჩვეულებრივი ხალხი; ისინი არ იყვნენ ლევის+ შთამომავლები. 32  დღესასწაული გამართა იერობოამმა მერვე თვეს, მეთხუთმეტე დღეს, ისეთივე დღესასწაული, როგორიც იუდაში იყო,+ რომ ბეთელში აშენებულ სამსხვერპლოზე მიეტანა შესაწირავი და თავისი გაკეთებული ხბოებისთვის შეეწირა, და ბეთელში თავის გაკეთებულ მაღლობებს მღვდლები დაუყენა.+ 33  თავისი ნებით ამორჩეულ თვეს, მერვე თვეს, მეთხუთმეტე დღეს შესაწირავი შესწირა სამსხვერპლოზე, რომელიც მან ბეთელში ააშენა.+ გაუმართა ისრაელის ძეებს დღესასწაული და შესაწირავი შესწირა სამსხვერპლოზე, რომ შესაწირავი აებოლებინა.+

სქოლიოები