წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მატიანე 9:1—44

9  ყველა ისრაელი საგვარეულოთა მიხედვით აღირიცხა+ და ისრაელის მეფეთა წიგნში ჩაიწერა. იუდა ბაბილონში იყო გადასახლებული+ თავისი ორგულობის გამო.  თავიანთ სამკვიდროს, თავიანთ ქალაქებს პირველები ისრაელები,+ მღვდლები,+ ლევიანები+ და ნეთინიმები*+ დაუბრუნდნენ.  იუდას,+ ბენიამინის,+ ეფრემისა და მენაშეს ძეთაგან ზოგიერთები იერუსალიმში დასახლდნენ:+  უთაი, ამიჰუდის ძე, ომრის ძე, იმრის ძე, ბანის ძე, იუდას ძის+ ფერეცის ძეთაგან;+  შილოელთაგან*+ — პირმშო ასაია და მისი ვაჟები;  ზერახის+ ძეთაგან — იეუელი და ექვსას ოთხმოცდაათი კაცი მათ ძმათაგან.  ბენიამინის ძეთაგან: სალუ, ჰასენუას ძის, ჰოდავიას ძის მეშულამის ძე,  იბნეია, იეროხამის ძე, ელაჰი, მიქრის ძის უზის ძე, და მეშულამი, იბნიას ძის, რეუელის ძის შეფატიას ძე.  მათი ძმების რიცხვი საგვარეულო ჩანაწერების მიხედვით იყო ცხრაას ორმოცდათექვსმეტი. ისინი თავიანთი მამა-პაპის საგვარეულოთა თავკაცები იყვნენ. 10  მღვდელთაგან იყვნენ: იედაია, იეჰოიარიბი, იაქინი,+ 11  აზარია,+ ჭეშმარიტი ღვთის სახლის წინამძღოლი ახიტუბის ძის, მერაიოთის ძის, ცადოკის ძის, მეშულამის ძის ხილკიას ძე, 12  ადაია, მალქიას ძის, ფაშხურის ძის იეროხამის ძე, და მაასაი, იმერის ძის, მეშილემითის ძის, მეშულამის ძის,+ იახზერას ძის ადიელის ძე, 13  და მათი ძმები, თავიანთი მამა-პაპის საგვარეულოს თავკაცები, ათას შვიდას სამოცი ძლიერი და უნარიანი კაცი,+ ჭეშმარიტი ღვთის სახლში მსახურების შესასრულებლად. 14  ლევიანთაგან იყვნენ: შემაია, ხაშაბიას ძის, აზრიკამის ძის ხაშუბის ძე+ — მერარის ძეთაგან, 15  ბაკბაკარი, ხერეში, გალალი, მათანია,+ ასაფის ძის,+ ზიქრის+ ძის მიქას+ ძე, 16  ობადია, იედუთუნის ძის,+ გალალის ძის შემაიას ძე,+ და ბერექია, ელკანას ძის ასას ძე, რომელიც ნეტოფათელთა+ დასახლებებში ცხოვრობდა. 17  კარიბჭის მცველები+ იყვნენ: შალუმი,+ აკუბი, თალმონი და ახიმანი. მათი ძმა შალუმი თავკაცი იყო. 18  ადრე ის მეფის კარიბჭესთან+ იდგა, აღმოსავლეთით. ისინი იყვნენ კარიბჭის მცველები ლევის ძეთა+ ბანაკებში. 19  შალუმი, კორახის+ ძის,+ ებიასაფის+ ძის კორეს ძე, და მისი ძმები კორახელთა+ საგვარეულოდან იმ საქმეს ზედამხედველობდნენ, რაც დავალებული ჰქონდათ როგორც კარვის მცველებს;+ მათი მამები იეჰოვას ბანაკს ზედამხედველობდნენ როგორც შესასვლელის მცველები. 20  წარსულში მათი წინამძღოლი ელეაზარის+ ვაჟი ფინხასი+ იყო. იეჰოვა იყო მასთან.+ 21  ზაქარია,+ მეშელემიას ძე, შეხვედრის კარვის შესასვლელის მცველი იყო. 22  კარიბჭის ზღურბლთა მცველებად მთლიანობაში ორას თორმეტი კაცი იყო ამორჩეული. ისინი თავიანთ დასახლებებში+ ცხოვრობდნენ საგვარეულო ნუსხის მიხედვით.+ დავითმა+ და წინასწარმხილველმა+ სამუელმა დააყენეს ისინი, რადგან ნდობას იმსახურებდნენ.+ 23  ისინი და მათი ძეები იეჰოვას სახლის ანუ კარვის* კარიბჭეებს დარაჯობდნენ.+ 24  კარიბჭის მცველები ოთხ მხარეს იდგნენ — აღმოსავლეთით,+ დასავლეთით,+ ჩრდილოეთითა+ და სამხრეთით.+ 25  მათი ძმები, რომლებიც თავიანთ დასახლებებში იყვნენ, დროდადრო შვიდი+ დღით უნდა მისულიყვნენ მათ დასახმარებლად. 26  კარიბჭის მცველთაგან ოთხი ძლიერი კაცი იყო ნდობით აღჭურვილი. ისინი ლევიანები იყვნენ და მათ ებარათ ჭეშმარიტი ღვთის სახლის სასადილო ოთახები+ და საგანძური.+ 27  ისინი ჭეშმარიტი ღვთის სახლის გარშემო ათევდნენ ღამეს, რადგან მათ ევალებოდათ დარაჯობა+ და მათ ებარათ გასაღები დილაობით კარების გასაღებად.+ 28  ზოგ მათგანს ჩაბარებული ჰქონდა ნივთები,+ რომლებსაც მსახურებისას იყენებდნენ, რადგან თვლით შეჰქონდათ ისინი და თვლითვე გამოჰქონდათ. 29  ზოგ მათგანს ჩაბარებული ჰქონდა სხვა ნივთები, წმინდა+ ნივთები, წმინდად დაფქული ფქვილი,+ ასევე ღვინო,+ ზეთი,+ გუნდრუკი+ და ბალზამი.+ 30  მღვდლების ძეთაგან ზოგიერთი ნელსაცხებელს ამზადებდა,+ რისთვისაც ბალზამს იყენებდა. 31  ლევიანთაგან კორახელი შალუმის+ პირმშოს, ნდობით აღჭურვილ მათითიას ებარა ყველაფერი, რაც ტაფებზე ცხვებოდა.+ 32  მათ ძმებს, კეჰათელთა ძეთაგან ზოგიერთს, ევალებოდათ შაბათობით+ წარსადგენი პურის+ მომზადება. 33  ისინი იყვნენ მგალობლები,+ ლევიანთა საგვარეულოთა თავკაცები; ისინი სასადილო ოთახებში+ იყვნენ და თავისუფლდებოდნენ სხვა მოვალეობებისგან,+ რადგან თავიანთი პასუხისმგებლობისამებრ დღე და ღამე მსახურობდნენ.+ 34  ისინი საგვარეულო ჩანაწერებში მთავრებად, საგვარეულოთა თავკაცებად იყვნენ მოხსენიებულნი. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.+ 35  გაბაონში+ ცხოვრობდა გაბაონის მამა, იეიელი. მის ცოლს მააქა ერქვა. 36  მისი ვაჟი აბდონი პირმშო იყო, მერე ცური, კიში, ბაალი, ნერი, ნადაბი, 37  გედორი, ახიო, ზაქარია+ და მიკლოთი. 38  მიკლოთს შეეძინა შიმეამი. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ სხვა ძმებთან ერთად, თავიანთი ძმების მოპირდაპირე მხარეს. 39  ნერს+ შეეძინა კიში,+ კიშს — საული,+ საულს — იონათანი,+ მალქი-შუა,+ აბინადაბი+ და ეშბაალი.+ 40  იონათანის ძე იყო მერიბ-ბაალი.+ მერიბ-ბაალს შეეძინა მიქა.+ 41  მიქას ვაჟები იყვნენ: ფითონი, მელექი, თახრეა და ახაზი.+ 42  ახაზს შეეძინა იარა, იარას — ალემეთი, აზმავეთი და ზიმრი. ზიმრის შეეძინა მოცა. 43  მოცას შეეძინა ბინეა და მისი ძე რეფაია,+ მისი ძე ელეასა და მისი ძე აცელი. 44  აცელს ექვსი ვაჟი ჰყავდა, მათ ერქვათ: აზრიკამი, ბოქრუ, ისმაელი, შეარია, ობადია და ხანანი. ისინი აცელის+ ვაჟები იყვნენ.

სქოლიოები

ანუ ტაძარში მომსახურეები, სიტყვასიტყვით — გადაცემულნი.
ესენი არ არიან შილოს მკვიდრნი, არამედ იუდას მესამე ვაჟის, შელას შთამომავლები. იხილეთ დბ. 46:12.
სიტყვასიტყვით — კარვის სახლის.