წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მატიანე 6:1—81

6  ლევის+ ვაჟები იყვნენ: გერშონი,+ კეჰათი+ და მერარი.+  კეჰათის ვაჟები იყვნენ: ამრამი,+ იცჰარი,+ ხებრონი+ და უზიელი.+  ამრამის+ ვაჟები იყვნენ აარონი+ და მოსე.+ მას მირიამიც+ ჰყავდა. აარონის ვაჟები იყვნენ: ნადაბი,+ აბიჰუ,+ ელეაზარი+ და ითამარი.+  ელეაზარს+ შეეძინა ფინხასი,+ ფინხასს შეეძინა აბიშუა,+  აბიშუას — ბუკი, ბუკს — უზი,+  უზს — ზერახია, ზერახიას — მერაიოთი,+  მერაიოთს — ამარია, ამარიას — ახიტუბი,+  ახიტუბს — ცადოკი,+ ცადოკს — ახიმააცი,+  ახიმააცს — აზარია, აზარიას — იოხანანი, 10  იოხანანს — აზარია.+ ის იყო მღვდელი იმ ტაძარში, რომელიც სოლომონმა ააშენა იერუსალიმში. 11  აზარიას შეეძინა ამარია,+ ამარიას — ახიტუბი,+ 12  ახიტუბს — ცადოკი,+ ცადოკს — შალუმი, 13  შალუმს — ხილკია, ხილკიას+ — აზარია, 14  აზარიას — სერაია,+ სერაიას — იეჰოცადაკი.+ 15  იეჰოცადაკი გადაასახლეს, როცა იეჰოვამ იუდა და იერუსალიმი გადაასახლა ნაბუქოდონოსორის ხელით. 16  ლევის+ ვაჟები იყვნენ: გერშომი, კეჰათი და მერარი. 17  გერშომის ვაჟებს ერქვათ ლიბნი+ და შიმეი.+ 18  კეჰათის+ ვაჟები იყვნენ: ამრამი,+ იცჰარი, ხებრონი და უზიელი.+ 19  მერარის ვაჟები იყვნენ მახლი და მუში.+ აი ლევიანთა საგვარეულოები მათი მამა-პაპის სახელების მიხედვით:+ 20  გერშომისგან მისი ძე ლიბნი,+ მისი ძე იახათი, მისი ძე ზიმა, 21  მისი ძე იოახი,+ მისი ძე იდო, მისი ძე ზერახი, მისი ძე იეათრაი. 22  კეჰათის ვაჟები იყვნენ: მისი ძე ამინადაბი, მისი ძე კორახი,+ მისი ძე ასირი, 23  მისი ძე ელკანა, მისი ძე ებიასაფი,+ მისი ძე ასირი, 24  მისი ძე თახათი, მისი ძე ურიელი, მისი ძე უზია, მისი ძე შაული. 25  ელკანას+ ვაჟები იყვნენ ამასაი და ახიმოთი. 26  ელკანას ვაჟები იყვნენ: მისი ძე ცოფაი,+ მისი ძე ნახათი, 27  მისი ძე ელიაბი,+ მისი ძე იეროხამი და მისი ძე ელკანა.+ 28  სამუელის+ ვაჟები იყვნენ პირმშო იოელი და მეორე — აბია.+ 29  მერარის ვაჟები იყვნენ: მახლი,+ მისი ძე ლიბნი, მისი ძე შიმეი, მისი ძე უზა, 30  მისი ძე შიმეა, მისი ძე ხაგია და მისი ძე ასაია. 31  აი ისინი, ვინც დავითმა+ დააყენა მგალობელთა ხელმძღვანელებად იეჰოვას სახლში მას შემდეგ, რაც იქ კიდობანი დაასვენეს.+ 32  ისინი მსახურობდნენ+ მგალობლებად+ შეხვედრის კარვის წინ, სანამ იერუსალიმში სოლომონი იეჰოვას სახლს ააშენებდა.+ ისინი თავიანთი დანიშნულებისამებრ მსახურობდნენ.+ 33  აი ისინი, ვინც მსახურობდნენ, და მათი ვაჟები: კეჰათელთა ძეთაგან მგალობელი ჰემანი,+ იოელის+ ძე, სამუელის+ ძე, 34  ელკანას+ ძე, იეროხამის ძე, ელიელის+ ძე, თოახის ძე, 35  ცუფის+ ძე, ელკანას ძე, მახათის ძე, ამასაის ძე, 36  ელკანას ძე, იოელის ძე, აზარიას ძე, ცეფანიას ძე, 37  თახათის ძე, ასირის ძე, ებიასაფის+ ძე, კორახის+ ძე, 38  იცჰარის+ ძე, კეჰათის ძე, ლევის ძე, ისრაელის ძე. 39  მისი ძმა ასაფი,+ რომელიც მსახურების დროს მის მარჯვნივ იდგა, იყო ბერექიას+ ძე, შიმეას ძე, 40  მიქაელის ძე, ბაასეას ძე, მალქიას ძე, 41  ეთნის ძე, ზერახის ძე, ადაიას ძე, 42  ეთანის ძე, ზიმას ძე, შიმეის ძე, 43  იახათის+ ძე, გერშომის+ ძე, ლევის ძე. 44  მერარის+ ძეთაგან, მათ ძმათაგან, მათ მარცხნივ რომ იდგნენ: ეთანი,+ კიშის+ ძე, აბდის ძე, მალუქის ძე, 45  ხაშაბიას ძე, ამაციას ძე, ხილკიას ძე, 46  ამცის ძე, ბანის ძე, შემერის ძე, 47  მახლის ძე, მუშის+ ძე, მერარის+ ძე, ლევის ძე. 48  მათი ძმები, ლევიანები+ დაყენებულნი იყვნენ ჭეშმარიტი ღვთის სახლის ანუ კარვის მთელი სამსახურის+ შესასრულებლად. 49  აარონი+ და მისი ძეები დასაწვავი შესაწირავის+ სამსხვერპლოსა და საკმევლის სამსხვერპლოზე+ შესაწირავს აბოლებდნენ+ ყოველგვარი უწმინდესი მსახურებისა და ისრაელისთვის+ გამოსყიდვის+ წესის შესასრულებლად ჭეშმარიტი ღვთის მსახურის, მოსეს ბრძანებისამებრ. 50  აარონის+ ვაჟები იყვნენ: მისი ძე ელეაზარი,+ მისი ძე ფინხასი,+ მისი ძე აბიშუა,+ 51  მისი ძე ბუკი, მისი ძე უზი, მისი ძე ზერახია,+ 52  მისი ძე მერაიოთი,+ მისი ძე ამარია, მისი ძე ახიტუბი,+ 53  მისი ძე ცადოკი,+ მისი ძე ახიმააცი.+ 54  აი მათ სამყოფელში მათი საცხოვრებელი ადგილები გალავნიანი ბანაკების მიხედვით,+ ეს წილი ერგოთ აარონის ძეებს, რომლებიც კეჰათელთა+ საგვარეულოს ეკუთვნოდნენ: 55  მისცეს მათ ხებრონი+ იუდას მიწაზე მის გარშემო მდებარე საძოვრებიანად; 56  ქალაქის მინდორი და მისი დასახლებები+ მისცეს ქალებ+ იეფუნეს+ ძეს. 57  აარონის ძეებს მისცეს ქალაქები: ხებრონი+ — თავშესაფარი ქალაქი+ და ლიბნა+ თავის საძოვრებიანად, იათირი+ და ეშთემოა+ თავის საძოვრებიანად, 58  ხილენი+ თავის საძოვრებიანად, დებირი+ თავის საძოვრებიანად, 59  აშანი+ თავის საძოვრებიანად და ბეთ-შემეში+ თავის საძოვრებიანად. 60  ბენიამინის ტომიდან მისცეს: გება+ თავის საძოვრებიანად, ალემეთი+ თავის საძოვრებიანად და ანათოთი+ თავის საძოვრებიანად. სულ ცამეტი ქალაქი+ გაუნაწილეს მათ საგვარეულოებს. 61  კეჰათის დანარჩენ ძეებს წილისყრით არგუნეს სხვა ტომის საგვარეულოდან და მენაშეს ტომის ნახევრიდან ათი+ ქალაქი. 62  გერშომის+ ძეებს მათი საგვარეულოების მიხედვით წილისყრით არგუნეს ისაქარის ტომიდან,+ აშერის ტომიდან,+ ნაფთალის ტომიდან+ და ბაშანში მცხოვრები მენაშეს ტომიდან+ ცამეტი ქალაქი. 63  მერარის+ ძეებს მათი საგვარეულოების მიხედვით წილისყრით არგუნეს რეუბენის ტომიდან,+ გადის ტომიდან+ და ზებულონის ტომიდან+ თორმეტი ქალაქი. 64  ამგვარად, მისცეს ისრაელის ძეებმა ლევიანებს+ ქალაქები თავის საძოვრებიანად.+ 65  გარდა ამისა, იუდას ძეთა ტომიდან,+ სიმონის ძეთა ტომიდან+ და ბენიამინის ძეთა ტომიდან+ წილისყრით არგუნეს მათ სახელდებული ქალაქები. 66  კეჰათის ძეთა ზოგიერთი საგვარეულოს სამყოფელი მოიცავდა ეფრემის ტომის+ რამდენიმე ქალაქს. 67  მისცეს მათ ქალაქები: შექემი+ — თავშესაფარი ქალაქი თავის საძოვრებიანად ეფრემის მთიან მხარეში, გეზერი+ თავის საძოვრებიანად, 68  იოკმეამი+ თავის საძოვრებიანად, ბეთ-ხორონი+ თავის საძოვრებიანად, 69  აიალონი+ თავის საძოვრებიანად და გათ-რიმონი+ თავის საძოვრებიანად. 70  მენაშეს ტომის ნახევრიდან კეჰათის ძეთა დანარჩენ საგვარეულოს+ მისცეს: ანერი+ თავის საძოვრებიანად და ბილამი+ თავის საძოვრებიანად. 71  გერშომის ძეებს+ მენაშეს ტომის ნახევრის საგვარეულოდან მისცეს: ბაშანის გოლანი+ თავის საძოვრებიანად და აშთაროთი+ თავის საძოვრებიანად. 72  ისაქარის ტომიდან მისცეს: კედეში+ თავის საძოვრებიანად, დაბერათი+ თავის საძოვრებიანად, 73  რამოთი+ თავის საძოვრებიანად და ანემი+ თავის საძოვრებიანად. 74  აშერის ტომიდან მისცეს: მაშალი თავის საძოვრებიანად, აბდონი+ თავის საძოვრებიანად, 75  ხუკოკი+ თავის საძოვრებიანად და რეხობი+ თავის საძოვრებიანად. 76  ნაფთალის ტომიდან+ მისცეს: გალილეის+ კედეში+ თავის საძოვრებიანად, ხამონი თავის საძოვრებიანად და კირიათაიმი+ თავის საძოვრებიანად. 77  მერარის დანარჩენ ძეებს ზებულონის ტომიდან+ მისცეს: რიმონო+ თავის საძოვრებიანად და თაბორი თავის საძოვრებიანად. 78  იორდანის მხარეში იერიხონთან, იორდანის აღმოსავლეთით, რეუბენის ტომიდან+ მისცეს: უდაბნოს ბეცერი+ თავის საძოვრებიანად, იაჰაცი+ თავის საძოვრებიანად, 79  კედემოთი+ თავის საძოვრებიანად და მეფაათი+ თავის საძოვრებიანად. 80  გადის ტომიდან+ მისცეს: გალაადის რამოთი+ თავის საძოვრებიანად, მახანაიმი+ თავის საძოვრებიანად, 81  ხეშბონი+ თავის საძოვრებიანად და იაზერი+ თავის საძოვრებიანად.

სქოლიოები