წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მატიანე 4:1—43

4  იუდას ვაჟები იყვნენ: ფერეცი,+ ხეცრონი,+ ქარმი,+ ხური+ და შობალი.+  შობალის ძეს რეაიას+ შეეძინა იახათი, იახათს — ახუმაი და ლაჰადი. ისინი ქმნიდნენ ცორათელთა+ საგვარეულოებს.  ეტამის+ მამის ვაჟები იყვნენ: იზრეელი,+ იშმა და იდბაში (მათ დას ჰაცლელფონი ერქვა),  ფენუელი, გედორის+ მამა, და ეცერი, ხუშას მამა. ისინი იყვნენ ხურის+ — ეფრათას პირმშოსა და ბეთლემის+ მამის — ვაჟები.  აშხურს,+ თეკოას+ მამას, ორი ცოლი ჰყავდა, ხელა და ნაარა.  ნაარასგან მას ახუზამი, ხეფერი, თემენი და ახაშთარი შეეძინა. ესენი იყვნენ ნაარას ვაჟები.  ხელას ვაჟები იყვნენ: ცერეთი, იცჰარი და ეთნანი.  კოცი იყო ანუბისა და ცობებას მამა და ჰარუმის ვაჟის, ახარხელის საგვარეულოთა მამამთავარი.  იაბეცი+ თავის ძმებზე პატივდებული+ იყო. იაბეცი დაარქვა მას დედამისმა და თქვა, ტკივილით გავაჩინეო.+ 10  ასე მოუხმო ისრაელის ღმერთს+ იაბეცმა: „თუ მაკურთხებ,+ თუ განავრცობ ჩემს მიწას,+ თუ შენი ხელი+ იქნება ჩემთან, თუ დამიფარავ უბედურებისგან,+ რომ მან არაფერი მავნოს...“+ ღმერთმაც შეუსრულა მას სათხოვარი.+ 11  შუხას ძმას, ქელუბს შეეძინა მეხირი, ეშთონის მამა. 12  ეშთონს შეეძინა ბეთ-რაფა, ფასეა და თეხინა — ირ-ნახაშის მამა. ესენი იყვნენ რექას მკვიდრნი. 13  კენაზის+ ვაჟები იყვნენ ოთნიელი+ და სერაია. ოთნიელის ვაჟი* იყო ხათათი. 14  მეონოთაის შეეძინა ოფრა. სერაიას შეეძინა იოაბი, გე-ხარაშიმის* მამა. ისინი ხელოსნები+ იყვნენ. 15  ქალებ+ იეფუნეს+ ძის ვაჟები იყვნენ: ირუ, ელაჰი და ნაამი. ელაჰის ვაჟი* იყო კენაზი. 16  იეჰალელელის ვაჟები იყვნენ: ზიფი, ზიფა, თირია და ასარელი. 17  ეზრაჰის ვაჟები იყვნენ: იეთერი, მერედი, ეფერი და იალონი. მის ცოლს ჩაესახა მირიამი, შამაი და იშბახი, ეშთემოას+ მამა. 18  მის იუდეველ ცოლს შეეძინა იერედი, გედორის მამა, ხებერი, სოქოს მამა, და იეკუთიელი, ზანოახის მამა. ესენი იყვნენ ფარაონის ასულის ვაჟები, ბითიასი, რომელიც მერედმა შეირთო. 19  ჰოდიას ცოლის, ნახამის დის ვაჟები იყვნენ: გარმელთა კეილას+ დამფუძნებელი და მააქათელი ეშთემოა. 20  შიმონის ვაჟები იყვნენ: ამნონი, რინა, ბენ-ხანანი და თილონი. იშის ვაჟები იყვნენ ზოხეთი და ბენ-ზოხეთი. 21  იუდას ძის, შელას+ ვაჟები იყვნენ: ერი, ლექას მამა, ლაადა, მარეშას მამა, და ძვირფასი ქსოვილების დამამზადებელთა+ საგვარეულოები აშბეას სახლიდან, 22  იოკიმი, ქოზებას მკვიდრნი, იოაში და სარაფი, რომლებსაც მოაბელი ცოლები+ ჰყავდათ, და იაშუბი-ლეხემი. ასეა ძველი გადმოცემების მიხედვით.+ 23  ისინი მეთუნეები+ იყვნენ და ნეტაიმსა და გედერაში მკვიდრობდნენ. ისინი იქ ცხოვრობდნენ და მეფისთვის მუშაობდნენ.+ 24  სიმონის ვაჟები იყვნენ: ნემუელი,+ იამინი,+ იარიბი, ზერახი და შაული,+ 25  მისი ვაჟი — შალუმი, მისი ვაჟი — მიბსამი, მისი ვაჟი — მიშმა. 26  მიშმას ვაჟი იყო ხამუელი, მისი ვაჟი — ზაქური, მისი ვაჟი — შიმეი. 27  შიმეის ჰყავდა თექვსმეტი ვაჟი და ექვსი ასული, მის ძმებს კი არ ჰყავდათ ბევრი შვილი. მათი საგვარეულოებიდან არც ერთი არ ყოფილა იუდას ძეებივით მრავალრიცხოვანი.+ 28  ისინი მკვიდრობდნენ ბეერ-შებაში,+ მოლადაში,+ ხაცარ-შუალში,+ 29  ბილჰაში,+ ეცემში,+ თოლადში,+ 30  ბეთუელში,+ ხორმაში,+ ციკლაგში,+ 31  ბეთ-მარქაბოთში, ხაცარ-სუსიმში,+ ბეთ-ბირიში და შაარაიმში.+ აი მათი ქალაქები დავითის მეფობამდე. 32  მათი დასახლებები იყო: ეტამი, აინი, რიმონი, თოქენი და აშანი+ — სულ ხუთი ქალაქი. 33  ყველა დასახლება ამ ქალაქების გარშემო ბაალამდე+ გრძელდებოდა. ეს იყო მათი საცხოვრებელი ადგილები და მათი საგვარეულო ნუსხა. 34  მეშობაბი, იამლექი, იოშა ამაციას ძე, 35  იოელი, იეჰუ, ასიელის ძის, სერაიას ძის იოშიბიას ძე, 36  ელიოენაი, იააკობა, იეშოხაია, ასაია, ადიელი, იესიმიელი, ბენაია 37  და ზიზა, შემაიას ძის, შიმრის ძის, იედაიას ძის, ალონის ძის შიფის ძე. 38  ისინი თავ-თავიანთი საგვარეულოების თავკაცები იყვნენ+ და სახელებით იყვნენ აღნუსხულნი. გამრავლდა მათი მამა-პაპის სახლეულობა. 39  ისინი თავიანთი ფარებისთვის საძოვრების საძებნელად წავიდნენ გედორის შესასვლელისკენ, ველის აღმოსავლეთ მხარეში. 40  ბოლოს ნოყიერ და კარგ საძოვარს მიაგნეს;+ მიწა ვრცელი იყო და უშფოთველი, არავინ იყო შემწუხებელი.+ ადრე იქ ქამის+ შთამომავლები ცხოვრობდნენ. 41  ისინი, ვინც სახელებით იყვნენ აღნუსხულნი, იუდას მეფე ხიზკიას+ დროს მივიდნენ იქ, მოსპეს+ ქამელთა კარვები და დახოცეს იქ მყოფი მეუნიმები. ისე გაანადგურეს+ ისინი, რომ დღემდე არავინ შემორჩენილა მათგან. მათ ადგილას თავად დასახლდნენ, რადგან იქ იყო საძოვრები+ მათი ფარებისთვის. 42  სიმონის ძეთაგან ზოგიერთი, ანუ ხუთასი კაცი, ფელატიას, ნეარიას, რეფაიასა და უზიელის, იშის ვაჟების მეთაურობით, წავიდა სეირის მთისკენ.+ 43  მათ მოსპეს ამალეკის+ დარჩენილი ნაწილი და დღემდე იქ ცხოვრობენ.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ვაჟები.
ნიშნავს ხელოსანთა ველს.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.