წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მატიანე 29:1—30

29  უთხრა დავით მეფემ მთელ კრებულს:+ „ჩემი ვაჟი სოლომონი, რომელიც ღმერთმა აირჩია,+ ახალგაზრდაა+ და გამოუცდელი, საქმე კი დიდია, რადგან დიდებული სახლი იეჰოვა ღმერთისთვისაა და არა კაცისთვის.+  რამდენადაც შევძელი,+ მოვამზადე+ ჩემი ღვთის სახლისთვის ოქრო+ ოქროს ნაკეთობებისთვის, ვერცხლი — ვერცხლის ნაკეთობებისთვის, სპილენძი — სპილენძის ნაკეთობებისთვის, რკინა+ — რკინის ნაკეთობებისთვის და ხე-ტყე+ — ხის ნაკეთობებისთვის; აგრეთვე ონიქსის+ ქვები, მაგარი დუღაბით მისადუღაბებელი ქვები, კენჭები მოზაიკისთვის, ძვირფასი ქვები და უამრავი ალებასტრი.  რაკი სასურველია+ ჩემთვის ჩემი ღვთის სახლი, კიდევ მაქვს ძვირფასი ქონება,+ ოქრო-ვერცხლი, რასაც ჩემი ღვთის სახლს ვწირავ იმის გარდა, რაც წმინდა სახლისთვის მომიმზადებია:+  სამი ათას ტალანტ ოქროს, ოფირის ოქროს,+ და შვიდი ათას ტალანტ ხალას ვერცხლს — ოთახების კედლების დასაფარავად;  ოქროს — ოქროს ნაკეთობებისთვის, ვერცხლს — ვერცხლის ნაკეთობებისთვისა და ხელოსნების გასაკეთებელი ყველა საქმისთვის. ვის სურს დღეს იეჰოვასთვის ნებაყოფლობით აივსოს ხელი ძღვნით?“+  საგვარეულოთა+ მთავრებმა,+ ისრაელის ტომების მთავრებმა,+ ათასისთავებმა,+ ასისთავებმა+ და მეფის სამუშაოების ზედამხედველებმა+ ნებაყოფლობით გაიღეს შესაწირავი.  ჭეშმარიტი ღვთის სახლის სამსახურისთვის მათ გაიღეს ხუთი ათასი ტალანტის ღირებულების ოქრო, ათი ათასი დარიკი*, ათი ათასი ტალანტის ღირებულების ვერცხლი, თვრამეტი ათასი ტალანტის ღირებულების სპილენძი და ასი ათასი ტალანტის ღირებულების რკინა.+  ვისაც ქვები აღმოაჩნდა, იეჰოვას სახლის საგანძურში მიიტანეს და გერშონელ+ იეხიელს+ ჩააბარეს.  გაახარა ხალხი შესაწირავის ნებაყოფლობით გაღებამ, რადგან მთელი გულით გაიღეს მათ იეჰოვასთვის ნებაყოფლობითი შესაწირავი;+ დიდად ხარობდა მეფე დავითიც.+ 10  აკურთხა დავითმა+ იეჰოვა მთელი კრებულის თვალწინ+ და თქვა: „კურთხეული იყავი,+ იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ ჩვენო მამა, მარადიულად*! 11  შენია, იეჰოვა, სიდიადე,+ ძლევამოსილება,+ მშვენება,+ აღმატებულობა+ და ღირსება,+ რადგან ყველაფერი შენია ცაში თუ დედამიწაზე!+ შენია სამეფო,+ იეჰოვა, შენ ყველაზე ამაღლებული ხარ, როგორც მთავარი!+ 12  შენგან მოდის სიმდიდრე+ და დიდება,+ შენ ბატონობ+ ყველაფერზე. შენს ხელთაა ძალა+ და ძლევამოსილება,+ შენს ხელთაა ყველას განდიდება+ და გაძლიერება.+ 13  ახლა, ჩვენო ღმერთო, გმადლობთ+ და ვაქებთ+ შენს მშვენიერ+ სახელს! 14  ვინა ვარ მე+ და ვინ არის ჩემი ხალხი, რომ ასეთი ნებაყოფლობითი შესაწირავის გაღება შეგვძლებოდა?!+ ყველაფერი შენგანაა+ და შენი ხელით მოცემული მოგეცით, 15  რადგან შენ წინაშე ხიზნები ვართ და გადმოსახლებულები+ ჩვენი მამა-პაპის მსგავსად. ჩრდილივით არის ჩვენი დღეები დედამიწაზე+ და არ არსებობს იმედი. 16  იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, მთელი ეს სიმდიდრე, რაც შენი წმინდა სახელისთვის სახლის ასაშენებლად შევაგროვეთ, შენი ხელიდან არის და ეს ყველაფერი შენ გეკუთვნის.+ 17  კარგად ვიცი, ჩემო ღმერთო, რომ გულების შემმოწმებელი+ ხარ და სიმართლე გგვრის სიამოვნებას.+ მე წრფელი გულით, ნებაყოფლობით შემოგწირე ეს ყველაფერი, ახლა კი სიამოვნებით შევყურებ აქ მყოფ შენს ხალხს, ნებაყოფლობით რომ გიძღვნის შესაწირავს. 18  იეჰოვა, ჩვენი მამა-პაპის+ — აბრაამის, ისაკისა და ისრაელის ღმერთო, მარადიულად შეუნახე შენს ხალხს გულის+ ეს განწყობა და შენკენ მომართე მათი გული!+ 19  ჩემს ვაჟსაც, სოლომონსაც, მიეცი წრფელი გული,+ რომ დაიცვას შენი მცნებები,+ შენი მოწმობანი+ და წესები,+ შეასრულოს ყველაფერი და ააშენოს დიდებული სახლი,+ რომლისთვისაც თადარიგი დავიჭირე“.+ 20  უთხრა დავითმა მთელ კრებულს:+ „ახლა აკურთხეთ+ იეჰოვა, თქვენი ღმერთი!“ და მთელმა კრებულმაც აკურთხა იეჰოვა, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, მუხლი მოიყარა+ და პირქვე დაემხო+ იეჰოვასა და მეფის წინაშე. 21  მეორე დღესაც მსხვერპლი+ შესწირეს იეჰოვას და დასაწვავი შესაწირავი+ აღუვლინეს იეჰოვას: ათასი მოზვერი, ათასი ვერძი, ათასი მამალი თოხლი თავიანთ დასაღვრელ შესაწირავთან+ ერთად და უამრავი მსხვერპლი მთელი ისრაელისთვის.+ 22  იმ დღესაც დიდი სიხარულით ჭამდნენ და სვამდნენ იეჰოვას წინაშე.+ მეორედ გაამეფეს სოლომონი, დავით მეფის ვაჟი,+ და წინამძღოლად სცხეს+ იეჰოვას წინაშე, ცადოკი+ კი მღვდლად სცხეს. 23  მეფედ დაჯდა სოლომონი იეჰოვას ტახტზე+ მამამისის, დავითის შემდეგ და წარმატებით მეფობდა,+ მთელი ისრაელი ემორჩილებოდა მას. 24  მთავრები,+ ძლიერი ვაჟკაცები+ და დავით მეფის ვაჟები+ დაემორჩილნენ სოლომონ მეფეს. 25  ძლიერ განადიდა იეჰოვამ სოლომონი+ მთელი ისრაელის თვალწინ და ისეთი სამეფო ღირსება მიანიჭა, მანამდე ისრაელის სხვა არც ერთ მეფეს რომ არ ჰქონია.+ 26  დავითი, იესეს ვაჟი, მეფობდა მთელ ისრაელზე.+ 27  ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე,+ შვიდ წელიწადს ხებრონიდან,+ ოცდაცამეტ წელიწადს — იერუსალიმიდან.+ 28  მოკვდა ის ტკბილ სიბერეში,+ დღეებით, სიმდიდრითა+ და დიდებით მაძღარი,+ და მის შემდეგ მისმა ვაჟმა, სოლომონმა დაიწყო მეფობა.+ 29  დავით მეფის საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე, ჩაწერილია წინასწარმხილველ სამუელის,+ წინასწარმეტყველ ნათანისა+ და წინასწარმხილველ გადის+ სიტყვებში, 30  ამასთან ერთად ჩაწერილია მისი მეფობისა და მისი ძლევამოსილების ამბავი+ და ყველაფერი, რაც მას, მთელ ისრაელსა და მიწის ყველა სამეფოს გადახდა.+

სქოლიოები

სპარსული ოქროს მონეტა. იხილეთ დანართი 6ა.
სიტყვასიტყვით — უსასრულობიდან უსასრულობამდე.