წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მატიანე 28:1—21

28  შეკრიბა დავითმა იერუსალიმში ისრაელის ყველა მთავარი,+ ტომების მთავრები,+ მეფის სამსახურში მყოფი დანაყოფების მთავრები,+ ათასისთავები,+ ასისთავები,+ მეფისა და მისი ვაჟების+ ავლა-დიდებასა+ და საქონელზე+ პასუხისმგებლები, კარისკაცები,+ ძლიერი ვაჟკაცები+ და ყოველი მამაცი და ძლიერი ვაჟკაცი.  ფეხზე წამოდგა დავით მეფე და თქვა: «მისმინეთ, ჩემო ძმებო და ჩემო ხალხო! გულით მსურდა+ სახლის აშენება იეჰოვას შეთანხმების კიდობნის მოსასვენებლად და ჩვენი ღვთის ფეხსადგამად+ და მოვემზადე კიდეც მშენებლობისთვის,+  მაგრამ ჭეშმარიტმა ღმერთმა მითხრა: შენ არ ააშენებო სახლს ჩემს სახელზე,+ რადგან მეომარი ხარ და სისხლი გაქვსო დაღვრილი.+  იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა ამირჩია მამაჩემის სახლიდან,+ რომ სამარადისოდ გავმხდარიყავი ისრაელის მეფე.+ მან იუდა აირჩია წინამძღოლად,+ იუდას სახლიდან — მამაჩემის სახლი,+ მამაჩემის ვაჟებიდან+ მე მომიწონა+ ისრაელზე გასამეფებლად,  ჩემი ვაჟებიდან კი (რადგან მრავალი ვაჟი მომცა იეჰოვამ)+ ჩემი ვაჟი სოლომონი+ აირჩია, რათა დამჯდარიყო იეჰოვას სამეფო ტახტზე+ და ემეფა ისრაელზე.  მან მითხრა: „შენი ვაჟი სოლომონი ამიშენებს სახლს+ და ეზოებს, რადგან შვილად ამოვირჩიე+ ის, და მე ვიქნები მისი მამა.+  სამარადისოდ განვამტკიცებ მის მეფობას,+ თუ მტკიცედ ექნება გადაწყვეტილი დაიცვას ჩემი მცნებები+ და სამართალი,+ როგორც დღეს“.  ახლა მთელი ისრაელის, იეჰოვას კრებულის თვალწინ+ და ჩვენი ღვთის გასაგონად გეუბნებით:+ დაიცავით და ეძიეთ თქვენი ღვთის, იეჰოვას მცნებები, რათა დაიმკვიდროთ მადლიანი მიწა+ და თქვენ შემდეგ სამარადისო მემკვიდრეობად დაუტოვოთ ის თქვენს ვაჟებს.  შენ კი, ჩემო შვილო, სოლომონ, იცნობდე+ მამაშენის ღმერთს და მთელი გულითა+ და ხალისიანი სულით+ ემსახურე+ მას, რადგან იეჰოვა გულებს იკვლევს+ და არჩევს ყოველ ფიქრსა და ზრახვას.+ თუ ძებნას დაუწყებ მას, თავს გაპოვნინებს,+ მაგრამ თუ მიატოვებ,+ ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.+ 10  აი, იეჰოვამ აგირჩია სახლის, საწმინდრის ასაშენებლად. გამბედაობა მოიკრიბე და იმოქმედე!»+ 11  მისცა დავითმა თავის ვაჟს, სოლომონს წინკარის,+ ოთახების, საკუჭნაოების,+ ზემოთა ოთახების,+ შიდა ოთახებისა და იმ ოთახის სამშენებლო გეგმა,+ რომელშიც შერიგების საფარი+ ინახებოდა; 12  ასევე მისცა ის გეგმა, რაც მან შთაგონებით+ მიიღო: იეჰოვას სახლის ეზოების,+ ირგვლივ განლაგებული სასადილო ოთახების,+ ჭეშმარიტი ღვთის სახლის საგანძურისა და განწმენდილი ნივთების საგანძურის+ გეგმა. 13  აგრეთვე მისცა მითითებები მღვდელთა და ლევიანთა ჯგუფებისთვის,+ იეჰოვას სახლში შესასრულებელი სამუშაოებისთვის და იმ ნივთების გამოსაყენებლად, რომლებიც იეჰოვას სახლში მსახურებისთვის იყო განკუთვნილი. 14  მან დაადგინა ოქროს წონა, სხვადასხვა მსახურების შესასრულებლად გამოსაყენებელი ნივთების ოქროს წონა; ვერცხლის ნივთების წონა, სხვადასხვა მსახურების შესასრულებლად გამოსაყენებელი ნივთებისთვის;+ 15  სალამპრეებისა+ და ლამპრების ოქროს წონა სალამპრეებისა და ლამპრების წონის მიხედვით, აგრეთვე ვერცხლის სალამპრეების წონა, სალამპრისა და მისი ლამპრების წონა მათი დანიშნულების მიხედვით; 16  აგრეთვე წარსადგენი პურის+ მაგიდებისა და სხვა მაგიდების ოქროს წონა და ვერცხლის მაგიდების ვერცხლის წონა; 17  მისცა მითითებები სუფთა ოქროს სამკაპების, თასების,+ დოქებისა და ოქროს პატარა თასების+ გასაკეთებლად იმასთან ერთად, თუ რა წონისა უნდა ყოფილიყო თითოეული პატარა თასი; აგრეთვე ვერცხლის პატარა თასების გასაკეთებლად, თუ რა წონისა უნდა ყოფილიყო თითოეული პატარა თასი; 18  მან დაადგინა ხალასი ოქროს წონა საკმევლის სამსხვერპლოსთვის+ და მითითებები მისცა ეტლის+ ნიმუშის ანუ ოქროს ქერუბიმების+ გასაკეთებლად, რომლებსაც გაშლილი ფრთებით უნდა დაეფარათ იეჰოვას შეთანხმების კიდობანი. 19  „მან მომცა უნარი, ჩავწვდომოდი ყველაფერს, რაც დაიწერა+ და რაც მივიღე იეჰოვას ხელიდან, რომელიც ჩემზე იყო. აგრეთვე მომცა სამშენებლო გეგმის+ ყველა წვრილმანში წვდომის უნარი“. 20  უთხრა დავითმა თავის ვაჟს, სოლომონს: „გამბედაობა მოიკრიბე,+ გამაგრდი და იმოქმედე! ნუ შეშინდები+ და ნუ შეძრწუნდები,+ რადგან იეჰოვა ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთანაა!+ არ მოგშორდება+ და არ მიგატოვებს, სანამ ყველა სამუშაო არ დასრულდება იეჰოვას სახლში. 21  აი მღვდელთა+ და ლევიანთა+ ჯგუფები ჭეშმარიტი ღვთის სახლში მსახურების შესასრულებლად. მონდომებული+ და ყველანაირი მსახურების შემსრულებელი დახელოვნებული+ კაცები, მთავრები+ და მთელი ხალხი მხარში გიდგანან ყველა საქმეში, რომ შეასრულონ შენი სიტყვები“.

სქოლიოები