წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მატიანე 26:1—32

26  კარიბჭის მცველთა+ ჯგუფები: კორახელთაგან+ იყო მეშელემია,+ კორეს ვაჟი ასაფის ძეთაგან.  მეშელემიას ჰყავდა ვაჟები: პირმშო ზაქარია, მეორე — იედიაელი, მესამე — ზებადია, მეოთხე — იათნიელი,  მეხუთე — ელამი, მეექვსე — იეჰოხანანი და მეშვიდე — ელიეჰო-ენაი.  ობედ-ედომს+ ჰყავდა ვაჟები: პირმშო შემაია, მეორე — იეჰოზაბადი, მესამე — იოახი, მეოთხე — საქარი, მეხუთე — ნეთანელი,  მეექვსე — ამიელი, მეშვიდე — ისაქარი და მერვე — ფეულეთაი, რადგან ღმერთმა აკურთხა იგი.+  მის ვაჟს, შემაიას შეეძინა ვაჟები, რომლებიც თავიანთ საგვარეულოს განაგებდნენ, რადგან უნარიანი და ძლიერი კაცები იყვნენ.  შემაიას ვაჟები იყვნენ: ოთნი, რეფაელი, ობედი და ელზაბადი, რომლის ძმები, ელიჰუ და სემაქია, უნარიანი კაცები იყვნენ.  ისინი, მათი ვაჟები და მათი ძმები — ყველანი ობედ-ედომის ძეთაგან იყვნენ. ისინი უნარიანი კაცები იყვნენ და შეეძლოთ მსახურების შესრულება; ობედ-ედომს სამოცდაორი ასეთი კაცი ჰყავდა.  მეშელემიასაც+ ჰყავდა ვაჟები და ძმები, თვრამეტი უნარიანი კაცი. 10  ხოსას, რომელიც მერარის ძეთაგან იყო, ჰყავდა ვაჟები: თავკაცი იყო შიმრი, — ის არ ყოფილა პირმშო,+ მაგრამ მამამისმა თავკაცად დანიშნა,+ 11  მეორე იყო ხილკია, მესამე — ტებალია და მეოთხე — ზაქარია. ხოსას ვაჟები და ძმები სულ ცამეტნი იყვნენ. 12  კარიბჭის მცველთა ამ ჯგუფების თავკაცებსაც თავიანთი ძმების მსგავსად+ იეჰოვას სახლში მსახურება ევალებოდათ. 13  მათ წილისყრით დაუნაწილეს+ კარიბჭეები მცირესა თუ დიდს მათი საგვარეულოების მიხედვით:+ 14  აღმოსავლეთი მხარე წილად ხვდა შელემიას;+ მათ წილი უყარეს მის ვაჟს, ზაქარიას,+ გონიერ მრჩეველს,+ და მას ჩრდილოეთი+ მხარე ხვდა წილად; 15  სამხრეთი მხარე ობედ-ედომისა იყო, მის ვაჟებს+ საკუჭნაოები+ ებარათ; 16  შუფიმსა და ხოსას+ დასავლეთი მხარე შეხვდათ შალეხეთის კარიბჭესთან ახლოს, ზევით ამავალ გზასთან; დარაჯთა ჯგუფები ერთმანეთის პირისპირ იდგა.+ 17  აღმოსავლეთ მხარეს ექვსი ლევიანი იდგა, ჩრდილოეთ მხარეს დღის განმავლობაში+ ოთხი კაცი იდგა, სამხრეთითაც — ოთხი, საწყობებთან+ კი ორ-ორი, 18  გზაზე,+ დასავლეთის სვეტებიან დერეფანთან, ოთხნი იდგნენ, თვითონ სვეტებიან დერეფანთან კი — ორნი. 19  ეს იყო კარიბჭის მცველთა ჯგუფები კორახისა+ და მერარის+ ძეთაგან. 20  ლევიანთაგან ახია იყო ჭეშმარიტი ღვთის სახლის საგანძურისა+ და განწმენდილი ნივთების საგანძურის მეთვალყურე.+ 21  ლადანის+ ძეთაგან ანუ გერშონელთაგან ლადანის მხრიდან, იგივე გერშონელი ლადანის საგვარეულოთა თავკაცებიდან, იყო იეხიელი.+ 22  იეხიელის ვაჟები, ზეთამი და მისი ძმა იოელი,+ იეჰოვას სახლის საგანძურს+ მეთვალყურეობდნენ. 23  ამრამელთაგან, იცჰარელთაგან, ხებრონელთაგან, უზიელელთაგან+ 24  იყო შებუელი,+ მოსეს ვაჟის გერშომის ძე, რომელიც საწყობებს მეთვალყურეობდა. 25  მისი ძმისგან, ელიეზერისგან+ იყო მისი ვაჟი რეხაბია,+ მისი ვაჟი იეშაია, მისი ვაჟი იორამი, მისი ვაჟი ზიქრი და მისი ვაჟი შელომოთი. 26  შელომოთი და მისი ძმები მეთვალყურეობდნენ მთელი განწმენდილი ნივთების საგანძურს,+ რომლებიც დავით+ მეფემ, საგვარეულოთა თავკაცებმა,+ ათასისთავებმა, ასისთავებმა და ჯარის მეთაურებმა განწმინდეს. 27  ომების დროს+ ხელში ჩაგდებული ნადავლიდან+ გამორჩეული ნივთები მათ იეჰოვას სახლისთვის განწმინდეს. 28  ისინი იმ ნივთებსაც მეთვალყურეობდნენ, რომლებიც სამუელ წინასწარმხილველმა,+ საულმა, კიშის ვაჟმა, აბნერმა,+ ნერის ვაჟმა, და იოაბმა,+ ცერუიას+ ვაჟმა განწმინდეს. ყველაფერს, რაც განწმინდეს, შელომითი* და მისი ძმები მეთვალყურეობდნენ. 29  იცჰარელთაგან+ ქენანია და მისი ვაჟები მთავრებად და მსაჯულებად+ მსახურობდნენ ისრაელში ღვთის სახლის გარეთ.+ 30  ხებრონელთაგან+ ხაშაბია და მისი ძმები, ათას შვიდასი უნარიანი კაცი,+ განაგებდნენ ისრაელს იორდანის დასავლეთ მხარეში იეჰოვას საქმისა და მეფის სამსახურის შესასრულებლად. 31  ხებრონელთაგან იერიია+ იყო ხებრონელთა საგვარეულოებისა და ოჯახების თავკაცი. დავითის მეფობის მეორმოცე+ წელს გამოიკითხეს და მათ შორის იპოვეს მამაცი და ძლიერი ვაჟკაცები გალაადის+ იაზერში.+ 32  მისი ძმები, უნარიანი კაცები,+ საგვარეულოთა თავკაცები,+ ორი ათას შვიდასნი იყვნენ. მეფე დავითმა ისინი დაუნიშნა რეუბენელებს, გადელებსა და მენაშეს ტომის+ ნახევარს, რათა ჭეშმარიტი ღვთისა და მეფის საქმეებისთვის+ ეხელმძღვანელათ.

სქოლიოები

იგივე შელომოთი 26:25, 26-ში.