წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მატიანე 24:1—31

24  აარონის ძეები ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი. აარონის ვაჟები იყვნენ: ნადაბი,+ აბიჰუ,+ ელეაზარი+ და ითამარი.+  ნადაბი და აბიჰუ+ თავიანთ მამაზე ადრე დაიხოცნენ ისე,+ რომ ვაჟები არ ჰყოლიათ, ელეაზარმა+ და ითამარმა კი განაგრძეს მღვდელმსახურება.  დავითმა, ელეაზარის ძეთაგან ცადოკმა+ და ითამარის ძეთაგან ახიმელექმა+ დანიშნულებისამებრ ჯგუფებად დაყვეს ისინი.+  ელეაზარის ძეებს შორის უფრო მეტი მთავარი აღმოჩნდა, ვიდრე ითამარის ძეებს შორის. ამიტომ, ისე გადაანაწილეს ისინი, რომ ელეაზარის ძეებს საგვარეულოთა თავკაცებად თექვსმეტი კაცი არგუნეს, ითამარის ძეებს კი — რვა.  წილისყრით გაანაწილეს+ ერთნიცა და მეორენიც, რადგან ელეაზარის ძეთაგან და ითამარის ძეთაგან უნდა ყოფილიყვნენ მთავრები, რომლებსაც წმინდა ადგილი+ ექნებოდათ ჩაბარებული და რომლებიც მოემსახურებოდნენ ჭეშმარიტ ღმერთს.  ლევიანთა მწერალმა+ შემაიამ, ნეთანელის ძემ, აღნუსხა ისინი მეფის, მთავრების, ცადოკ+ მღვდლის, ახიმელექ+ აბიათარის ძის,+ მღვდლებისა და ლევიანების+ საგვარეულოთა თავკაცების წინაშე. ერთ საგვარეულოს ელეაზარის+ ძეთაგან ირჩევდნენ და მეორეს ითამარის ძეთაგან.+  აი ასე ერგოთ წილი: პირველი — იეჰოიარიბს,+ მეორე — იედაიას,  მესამე — ხარიმს, მეოთხე — სეორიმს,  მეხუთე — მალქიას, მეექვსე — მიამინს, 10  მეშვიდე — ჰაკოცს, მერვე — აბიას,+ 11  მეცხრე — იეშუას, მეათე — შექანიას, 12  მეთერთმეტე — ელიაშიბს, მეთორმეტე — იაკიმს, 13  მეცამეტე — ხუფას, მეთოთხმეტე — იეშებაბს, 14  მეთხუთმეტე — ბილგას, მეთექვსმეტე — იმერს, 15  მეჩვიდმეტე — ხეზირს, მეთვრამეტე — ფიცეცს, 16  მეცხრამეტე — ფეთახიას, მეოცე — იეხეზკელს, 17  ოცდამეერთე — იაქინს, ოცდამეორე — გამულს, 18  ოცდამესამე — დელაიას და ოცდამეოთხე — მააციას. 19  ასე იყვნენ ისინი დაჯგუფებულნი,+ რათა შესულიყვნენ იეჰოვას სახლში თავიანთი მსახურების+ შესასრულებლად იმ უფლებამოსილებისამებრ,+ რომელიც მათმა წინაპარმა, აარონმა მისცა მათ, იეჰოვას, ისრაელის ღვთის ბრძანებისამებრ. 20  ლევის დანარჩენ ძეთაგან იყვნენ: ამრამის+ ძეთაგან — შუბაელი, შუბაელის+ ძეთაგან — იეხდეია; 21  რეხაბიასგან,+ მის ძეთაგან — თავკაცი იშია; 22  იცჰარელებისგან+ — შელომოთი,+ შელომოთის ძეთაგან — იახათი; 23  ხებრონის+ ძეთაგან — თავკაცი იერია,+ მეორე — ამარია, მესამე — იახაზიელი და მეოთხე — იეკამეამი. 24  უზიელის ვაჟი* იყო მიქა, მიქას+ ძეთაგან — შამირი. 25  მიქას ძმა იყო იშია, იშიას ძეთაგან — ზაქარია. 26  მერარის+ ვაჟები იყვნენ მახლი+ და მუში.+ იააზიას ვაჟი* იყო ბენო. 27  მერარის ვაჟები იყვნენ: იააზიასგან — ბენო, შოჰამი, ზაქური და იბრი; 28  მახლისგან — ელეაზარი, რომელსაც ვაჟი არ ჰყოლია;+ 29  კიშისგან — მისი ვაჟი* იერახმეელი. 30  მუშის ვაჟები იყვნენ: მახლი,+ ედერი და იერიმოთი.+ ისინი იყვნენ ლევიანთა ძეები თავიანთი საგვარეულოების+ მიხედვით. 31  მათაც ყარეს წილი+ ისევე, როგორც მათმა ძმებმა, აარონის ძეებმა ყარეს წილი დავით მეფის, ცადოკის, ახიმელექის, მღვდელთა და ლევიანთა საგვარეულოების თავკაცების წინაშე. უფროსი მთავრის საგვარეულო+ ისეთივე იყო, როგორიც მისი უმცროსი ძმისა.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ვაჟები.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.
სიტყვასიტყვით — ვაჟები.