არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მატიანე 21:1—30

21  აღსდგა სატანა* ისრაელის წინააღმდეგ და ისრაელის აღსარიცხავად აღძრა+ დავითი.  უთხრა დავითმა იოაბს+ და ხალხის მთავრებს: „წადით, აღრიცხეთ+ ისრაელი ბეერ-შებიდან+ დანამდე+ და ამბავი მომიტანეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი“.+  მიუგო იოაბმა: „იეჰოვამ გააასმაგოს თავისი ხალხი!+ ჩემო ბატონო-მეფეო, განა ყველანი ჩემი ბატონის მსახურები არ არიან?! რად უნდა ჩემს ბატონს ეს?!+ რატომ უნდა გახდეს ის ისრაელის დანაშაულის მიზეზი?!“  იმძლავრა მეფის სიტყვამ+ იოაბზე, ამიტომ წავიდა იოაბი,+ მოიარა მთელი ისრაელი და იერუსალიმში დაბრუნდა.+  აცნობა იოაბმა დავითს აღრიცხული ხალხის რაოდენობა; მთელ ისრაელში მილიონ ასი ათასი მახვილის ამღები კაცი აღირიცხა,+ იუდაში კი — ოთხას სამოცდაათი ათასი.  ლევიანები+ და ბენიამინელები აღარ აღურიცხავს იოაბს მათთან ერთად,+ რადგან საძაგელი იყო მისთვის მეფის სიტყვა.  ეს ბოროტება იყო ჭეშმარიტი ღვთის თვალში+ და ამიტომაც დასცა მან ისრაელი.  მიმართა დავითმა ჭეშმარიტ ღმერთს: „დიდად შევცოდე,+ ეს რომ გავაკეთე. აპატიე შენს მსახურს დანაშაული,+ რადგან მეტისმეტად უგუნურად მოვიქეცი“.+  დაელაპარაკა იეჰოვა გადს,+ დავითის წინასწარმხილველს:+ 10  «წადი, დაელაპარაკე დავითს და უთხარი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „სამ რამეს შემოგთავაზებ+ და შენ თვითონ აირჩიე, რომლით დაგსაჯო“».+ 11  მივიდა გადი დავითთან+ და უთხრა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „აირჩიე, 12  რა გირჩევნია: სამ წელიწადს იყოს შიმშილობა,+ სამ თვეს განადგურებდეს მტერი+ და შენი მტრის მახვილი გეწიოს, თუ სამ დღეს იეჰოვას მახვილი+ — ჭირი+ იყოს ქვეყანაში, მუსვრა დაიწყოს იეჰოვას ანგელოზმა+ ისრაელის მიწაზე?“ ახლა კი გადაწყვიტე რა ვუპასუხო ჩემს გამომგზავნელს». 13  უთხრა დავითმა გადს: „ძალიან დამამწუხრა ამ ამბავმა. იეჰოვას ხელში ჩავარდნა მირჩევნია,+ რადგან დიდად მწყალობელია იგი,+ ოღონდ კაცის ხელში ნუ ჩამაგდებ!“+ 14  მაშინ იეჰოვამ ჭირი მოუვლინა+ ისრაელს და გაწყდა ისრაელში სამოცდაათი ათასი კაცი.+ 15  ჭეშმარიტმა ღმერთმა ანგელოზი გაგზავნა იერუსალიმის შესამუსრავად.+ როგორც კი მან მუსვრა დაიწყო, იეჰოვამ დაინახა ეს, გადაიფიქრა უბედურება+ და უთხრა შემმუსვრელ ანგელოზს: „კმარა!+ დაუშვი ხელი!“ იეჰოვას ანგელოზი იებუსელი+ ორნანის+ კალოსთან იყო გაჩერებული. 16  გაიხედა დავითმა და დაინახა ცასა და მიწას შორის გაჩერებული იეჰოვას ანგელოზი,+ რომელსაც გაშიშვლებული მახვილი+ ეჭირა ხელში და იერუსალიმისკენ ჰქონდა გაწვდილი. მაშინვე პირქვე დაემხვნენ+ ჯვალოთი შემოსილნი,+ დავითი და მასთან ერთად უხუცესები. 17  უთხრა დავითმა ჭეშმარიტ ღმერთს: „განა მე არ ვბრძანე ხალხის აღრიცხვა?! განა მე არ შევცოდე და ბოროტება მე არ ჩავიდინე?!+ ამ ცხვარმა რა დააშავა?!+ იეჰოვა, ჩემო ღმერთო, ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი, ოღონდ შენს ხალხს+ ნუ ეწევა უბედურება!“ 18  უთხრა გადს იეჰოვას ანგელოზმა,+ რომ ეთქვა დავითისთვის, წასულიყო და სამსხვერპლო აღემართა იეჰოვასთვის იებუსელი ორნანის კალოზე.+ 19  წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, იეჰოვას სახელით რომ ჰქონდა ნათქვამი.+ 20  მოტრიალდა ორნანი+ და დაინახა ანგელოზი. მასთან მყოფი მისი ოთხივე ვაჟი დაიმალა. იმ დროს ხორბალს ლეწავდა ორნანი. 21  მივიდა დავითი ორნანთან. როცა ორნანმა დავითი დაინახა,+ მაშინვე გამოეგება კალოდან და პირქვე დაემხო დავითის წინაშე. 22  სთხოვა დავითმა ორნანს: „მომეცი შენი კალო, რომ იქ ავაშენო სამსხვერპლო იეჰოვასთვის. სრულ საფასურად+ მომეცი,+ რომ შეწყდეს ხალხში ეს უბედურება“.+ 23  მიუგო ორნანმა დავითს: „შენი იყოს,+ და რასაც მოისურვებს, ის გააკეთოს ჩემმა მეფე-ბატონმა. აი საქონელი+ დასაწვავ შესაწირავად,+ კევრი შეშად+ და ხორბალი — მარცვლეულ შესაწირავად. ყველაფერს მოგცემ“.+ 24  უთხრა მეფე დავითმა ორნანს: „არა, სრულ საფასურად+ უნდა შევიძინო ის, რადგან შენი საკუთრებიდან მუქთად არაფერს ავიღებ იეჰოვასთვის დასაწვავ მსხვერპლად“. 25  და იმ ადგილისთვის ექვსასი შეკელი ოქრო მისცა დავითმა ორნანს.+ 26  აუგო იქ დავითმა იეჰოვას სამსხვერპლო+ და შესწირა დასაწვავი მსხვერპლი და მშვიდობის მსხვერპლი*. მოუხმო იეჰოვას+ და მანაც უპასუხა ზეციდან დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე ჩამოსული ცეცხლით.+ 27  უბრძანა იეჰოვამ ანგელოზს+ და მანაც ქარქაშში ჩააგო მახვილი. 28  როცა დავითმა დაინახა, რომ უპასუხა იეჰოვამ იებუსელი ორნანის კალოზე, განაგრძო იქ მსხვერპლის შეწირვა.+ 29  იმ დროს იეჰოვას კარავი, რომელიც მოსემ უდაბნოში გააკეთა, და დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო გაბაონის+ მაღლობზე იდგა. 30  ვერ მიდიოდა დავითი იქ ღვთისთვის რჩევის საკითხავად, რადგან იეჰოვას ანგელოზის მახვილის ეშინოდა.+

სქოლიოები

ანუ მოწინააღმდეგე.
ან საზიარო მსხვერპლი.