წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მატიანე 20:1—8

20  წელიწადის შემობრუნებისას*,+ როცა მეფეები გამოდიოდნენ,+ ბრძოლაში წაუძღვა ჯარს იოაბი,+ გაანადგურა ამონის ძეთა მიწა და ალყაში მოაქცია რაბა;+ მაშინ დავითი იერუსალიმში ცხოვრობდა. შეუტია იოაბმა+ რაბას და დაამხო ის.  მოხსნა დავითმა მალქამს* ძვირფასი ქვებით მოჭედილი გვირგვინი,+ რომელიც ერთ ტალანტ ოქროს იწონიდა და რომელიც დავითს დაადგეს თავზე. დიდძალი ნადავლი წამოიღო მან ქალაქიდან.+  იქ მცხოვრები ხალხი კი წამოიყვანა+ ქვის მჭრელებად და რკინის ბასრი იარაღებითა და ცულებით სამუშაოს შესასრულებლად.+ ასე მოექცა დავითი ამონის ძეთა ყველა ქალაქს. ბოლოს დავითი მთელ ხალხთან ერთად იერუსალიმში დაბრუნდა.  ამის შემდეგ ომი გაჩაღდა ფილისტიმელებთან+ გეზერში.+ მაშინ ხუშელმა სიბექაიმ+ მოკლა სიფაი*, რეფაიმთა+ ნაშიერი, და ასე დაიმორჩილეს ისინი.  კვლავ დაიწყო ომი ფილისტიმელებთან. ელხანანმა,+ იაირის ვაჟმა, მოკლა ლახმი, გათელი გოლიათის+ ძმა, რომლის შუბის ტარი საქსოვი ლილვის სისხო იყო.+  კვლავ დაიწყო ომი გათში.+ იქ იყო ერთი ბუმბერაზი,+ რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ჰქონდა — სულ ოცდაოთხი.+ ისიც რეფაიმთა ნაშიერი იყო.+  დასცინოდა+ ის ისრაელს, ბოლოს კი იონათანმა, დავითის ძმის შიმეას+ ვაჟმა, მოკლა იგი.  ისინი გათში+ დაბადებულ რეფაიმთა+ ნაშიერნი იყვნენ, რომლებიც დავითისა და მისი მსახურების ხელით დაეცნენ.+

სქოლიოები

მომავალ გაზაფხულზე.
იხილეთ 2სმ. 12:30-ის სქოლიო.
იგივე საფი 2სმ. 21:18-ში.