წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მატიანე 19:1—19

19  ამის შემდეგ მოკვდა ნახაში,+ ამონის ძეთა მეფე, და მის შემდეგ მისი ვაჟი გამეფდა.+  თქვა დავითმა: „სიკეთეს*+ გამოვავლენ ნახაშის ვაჟის, ხანუნის მიმართ, რადგან მამამისმა გამოავლინა სიკეთე ჩემდამი“.+ გაუგზავნა დავითმა მას მაცნეები, რომ ნუგეში ეცათ მისთვის მამამისის სიკვდილის გამო და მივიდნენ დავითის მსახურები ამონის ძეთა+ მიწაზე ხანუნის სანუგეშებლად.  უთხრეს ამონის ძეთა მთავრებმა ხანუნს: „ნუთუ მამაშენის პატივისცემით გამოგიგზავნა დავითმა ნუგეშისმცემლები?! განა ქვეყნის დასათვალიერებლად,+ მის დასაზვერად და დასამხობად არ მოვიდნენ შენთან მისი მსახურები?!“+  წაიყვანა ხანუნმა დავითის მსახურები,+ გაპარსა ისინი,+ წელს ქვემოთ ტანსაცმელი შემოაჭრა+ და გაუშვა.+  მივიდნენ და შეატყობინეს დავითს ამ კაცების ამბავი. მან მაშინვე გაგზავნა ხალხი მათთან შესახვედრად, რადგან დიდად იყვნენ შეურაცხყოფილნი. მეფემ შეუთვალა: „იერიხონში+ დარჩით, სანამ წვერი არ მოგეზრდებათ, და მერე დაბრუნდით“.  დაინახეს ამონის ძეებმა, რომ თავი შეაძულეს+ დავითს. გაგზავნეს ხანუნმა+ და ამონის ძეებმა ათასი ვერცხლის ტალანტი+ შუამდინარეთიდან, არამ-მააქადან+ და ცობიდან+ ეტლებისა+ და მხედრების დასაქირავებლად.  დაიქირავეს მათ ოცდათორმეტი ათასი ეტლი+ და მააქის მეფე თავისი ხალხით.+ ისინიც მივიდნენ და მედებას+ წინ დაბანაკდნენ. შეიკრიბნენ თავიანთი ქალაქებიდან გამოსული ამონის ძეებიც და საომრად გაემართნენ.  გაიგო ეს დავითმა და მაშინვე გაგზავნა იოაბი,+ მთელი ლაშქარი და მათთან ერთად ძლიერი ვაჟკაცები.+  გავიდნენ ამონის ძეები და ქალაქის შესასვლელთან დაირაზმნენ, მეფეები+ კი ტრიალ მინდორზე იდგნენ. 10  როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი ორივე მხრიდან უტევდა, მაშინვე გამოარჩია ისრაელიდან რჩეული მამაკაცები და დარაზმა ისინი სირიელების წინააღმდეგ.+ 11  დანარჩენები აბიშაის,+ თავის ძმას ჩააბარა, რათა ამონის ძეთა წინააღმდეგ დარაზმულიყვნენ.+ 12  მან თქვა: „თუ სირიელები+ მძლევენ, შენ მიხსენი,+ და თუ ამონის ძეები გძლევენ, მე გიხსნი.+ 13  გამაგრდით+ და გამბედაობა მოიკრიბეთ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ღვთის ქალაქების გულისთვის,+ იეჰოვა კი იმას მოიმოქმედებს, რაც მის თვალშია სწორი!“+ 14  შეუტიეს იოაბმა და მისმა ხალხმა სირიელებს+ და უკუიქცნენ+ ისინი მისგან. 15  როცა დაინახეს ამონის ძეებმა, რომ უკუიქცნენ+ სირიელები, თვითონაც გაექცნენ აბიშაის, მის ძმას, და ქალაქში შევიდნენ.+ ამის შემდეგ იოაბი იერუსალიმში მივიდა. 16  როცა დაინახეს სირიელებმა, რომ დამარცხდნენ+ ისრაელთან, გაგზავნეს მაცნეები მდინარესთან*+ მცხოვრები სირიელების მოსაყვანად, რომლებსაც ჰადადეზერის მხედართმთავარი, შოფაქი მიუძღოდა წინ. 17  როცა ეს დავითს შეატყობინეს, მან მაშინვე შეკრიბა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე, მივიდა მათთან და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად დაირაზმა.+ დაირაზმა დავითი სირიელებთან საბრძოლველად და ისინიც შეებრძოლნენ მას. 18  უკუიქცნენ სირიელები+ ისრაელისგან. შვიდი ათასი მეეტლე და ორმოცი ათასი ქვეითი დაუხოცა დავითმა სირიელებს და მოკლა მათი მხედართმთავარი შოფაქიც.+ 19  როცა დაინახეს ჰადადეზერის მსახურებმა, რომ დამარცხდნენ ისრაელთან,+ მაშინვე დაუზავდნენ დავითს და მისი მორჩილები გახდნენ.+ მეტად აღარ უცდიათ სირიელებს ამონის ძეების ხსნა.+

სქოლიოები

იხილეთ 16:34-ის სქოლიო.
ანუ ევფრატთან.