წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მატიანე 16:1—43

16  შეიტანეს ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი+ და დადგეს კარავში, რომელიც დავითს მისთვის ჰქონდა გაშლილი.+ ჭეშმარიტი ღვთის წინაშე მიიტანეს დასაწვავი შესაწირავი და მშვიდობის მსხვერპლი*.+  როცა დაასრულა დავითმა დასაწვავი შესაწირავისა+ და მშვიდობის მსხვერპლის შეწირვა,+ იეჰოვას სახელით+ აკურთხა ხალხი.+  ჩამოურიგა+ ყველა ისრაელს, კაცსაც და ქალსაც, თითო მრგვალი პური, ფინიკის თითო კვერი და ქიშმიშის თითო კვერი.  ზოგიერთი ლევიანი+ მსახურად+ დააყენა იეჰოვას კიდობნის წინ იეჰოვას, ისრაელის ღვთის საქმეების შესახსენებლად,+ მის სამადლობლად+ და სადიდებლად:+  თავკაცი ასაფი,+ მერე ზაქარია, იეიელი, შემირამოთი, იეხიელი, მათითია, ელიაბი, ბენაია, ობედ-ედომი და იეიელი+ — ქნარებითა+ და სხვა სიმებიანი საკრავებით; ასაფი+ — წინწილებით, ხმამაღლა რომ დაეკრა;+  მღვდლები ბენაია და იახაზიელი — საყვირებით,+ ჭეშმარიტი ღვთის შეთანხმების კიდობნის წინ რომ მდგარიყვნენ მუდამ.  იმ დღეს დავითმა ასაფისა+ და მისი ძმების შესრულებით პირველად უძღვნა+ იეჰოვას სამადლობელი:+   «მადლობდეთ იეჰოვას,+ მოუხმეთ მის სახელს,+ გააგებინეთ ხალხებს მისი საქმეები!+   უმღერეთ+ მას, ქება უმღერეთ,+ იფიქრეთ მის საოცარ საქმეებზე.+ 10  იამაყეთ მისი წმინდა+ სახელით,+ გაიხარონ იეჰოვას მძებნელთა გულებმა!+ 11  ეძებეთ იეჰოვა და მისი ძალა,+ გამუდმებით ეძებეთ მისი სახე.+ 12  გახსოვდეთ საოცარი საქმეები, მან რომ მოიმოქმედა,+ მისი სასწაულები და მისი ბაგის სამართალი,+ 13  ისრაელის, მისი მსახურის, შთამომავლებო,+ იაკობის ძეებო, მისნო რჩეულნო!+ 14  ის არის იეჰოვა, ჩვენი ღმერთი.+ მთელ დედამიწაზე მოქმედებს მისი სამართალი.+ 15  მარადიულად გახსოვდეთ მისი შეთანხმება,+ ათასი თაობისთვის ნაბრძანები მისი სიტყვა,+ 16  აბრაამთან დადებული შეთანხმება+ და ისაკისთვის მიცემული ფიცი,+ 17  რომლის სიტყვებიც წესად ჰქონდა იაკობს,+ მარადიულ შეთანხმებად — ისრაელს:+ 18  „შენ მოგცემ ქანაანის მიწას,+ როგორც თქვენს სამემკვიდრო წილს“.+ 19  მაშინ მცირე იყო თქვენი რიცხვი,+ ძალიან მცირე, და ხიზნები იყავით იქ.+ 20  ერიდან ერში გადადიოდნენ,+ ერთი სამეფოდან სხვა ხალხთან მიდიოდნენ.+ 21  მან არავის დართო ნება, რამე გამოეძალათ მათთვის,+ მათი გულისთვის შეაგონებდა მეფეებს+ 22  და ეუბნებოდა: ჩემს ცხებულებს არ შეეხოთ და ცუდი არაფერი გაუკეთოთო ჩემს წინასწარმეტყველებს!+ 23  უმღერეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო!+ დღითი დღე ახარეთ მისგან ხსნა!+ 24  მოუთხრეთ მისი დიდების შესახებ ერებს და მის საოცარ საქმეებზე — ხალხებს, 25  რადგან დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები,+ ყველა ღმერთზე შიშის მომგვრელია იგი.+ 26  ხალხთა ღმერთები არაფრის მაქნისი ღმერთებია,+ იეჰოვამ კი ზეცა შექმნა.+ 27  ღირსება და ბრწყინვალებაა მის წინაშე,+ ძალა და სიხარულია იქ, სადაც ის არის.+ 28  მიაგეთ იეჰოვას, ხალხთა ტომებო, მიაგეთ იეჰოვას დიდება და ძალა!+ 29  მიაგეთ იეჰოვას მისი სახელის დიდება,+ წაიღეთ ძღვენი და მიდით მის წინაშე,+ მდაბლად თაყვანი ეცით იეჰოვას წმინდა სამოსლით შემოსილებმა.+ 30  თრთოდეთ* მის წინაშე, დედამიწის მკვიდრნო! მტკიცედ არის დაფუძნებული მიწა, არასდროს მოირყევა.+ 31  გაიხაროს ზეცამ და იმხიარულოს დედამიწამ!+ უთხრან მათ ერებს: გამეფდაო იეჰოვა!+ 32  იხმაუროს ზღვამ და ყველაფერმა, რაც მასშია,+ გაიხაროს მინდორმა და ყველაფერმა, რაც მასზეა!+ 33  ტყის ყველა ხემაც იმხიარულოს იეჰოვას გამო,+ რადგან მოსულა იგი დედამიწის გასასამართლებლად!+ 34  მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი;+ მარადიულია მისი სიკეთე*.+ 35  თქვით: „გვიხსენი, ჩვენი ხსნის ღმერთო,+ ერთად შეგვკრიბე და დაგვიხსენი ხალხებიდან,+ რათა ვმადლობდეთ შენს წმინდა სახელს+ და სიხარულით ვლაპარაკობდეთ შენ საქებრად.+ 36  კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, მარადიულად*!“»+ მთელმა ხალხმა თქვა: „ამინ*!“ და განადიდა იეჰოვა.+ 37  მან იეჰოვას შეთანხმების კიდობნის წინ დატოვა ასაფი+ და მისი ძმები, რათა მუდამ ემსახურათ+ კიდობნის წინ ყოველდღიური საჭიროებისამებრ,+ 38  და მათთან ერთად ობედ-ედომი და მისი ძმები, სულ სამოცდარვა კაცი, ობედ-ედომი, იედუთუნის ძე, და ხოსა — კარიბჭის მცველებად, 39  მღვდელი ცადოკი+ და მისი ძმები, მღვდლები — იეჰოვას კარვის წინ გაბაონის მაღლობზე,+ 40  რომ დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოზე მუდამ, დილა-საღამოს შეეწირათ იეჰოვასთვის დასაწვავი შესაწირავი და ეკეთებინათ ყველაფერი იეჰოვას კანონში ჩაწერილისამებრ, მან რომ ისრაელს უბრძანა;+ 41  მათთან ერთად დააყენა ჰემანი,+ იედუთუნი და სხვა რჩეული კაცები, სახელებით დანიშნულნი+ იეჰოვას სამადლობლად,+ რადგან „მარადიულია მისი სიკეთე“.+ 42  ჰემანსა+ და იედუთუნს+ უნდა აეხმიანებინათ საყვირები,+ წინწილები და სხვა საკრავები, რომელთა თანხლებითაც ჭეშმარიტ ღმერთს უმღეროდნენ, იედუთუნის ძეები+ კი კარიბჭესთან დააყენა. 43  მთელი ხალხი წავიდ-წამოვიდა სახლებში,+ და დავითიც შინ დაბრუნდა თავისი სახლის საკურთხებლად.

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლი.
ან მწვავე ტკივილები გქონდეთ.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
სიტყვასიტყვით — უსასრულობიდან უსასრულობამდე.
ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!