არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მატიანე 14:1—17

14  ტვიროსის+ მეფე ხირამმა+ მაცნეები გაუგზავნა დავითს, გაუგზავნა კედრის ხის მორები,+ კედლების მშენებლები და ხეზე მომუშავენი მისთვის სახლის ასაშენებლად.+  მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დაყენებული იეჰოვას იგი+ ისრაელის მეფედ, რადგან ძლიერ განდიდდა მისი მეფობა მისი ხალხის, ისრაელის გამო.+  კიდევ მოიყვანა დავითმა ცოლები+ იერუსალიმში და კიდევ შეეძინა დავითს ვაჟები და ასულები.+  აი იმ შვილების სახელები, რომლებიც მას იერუსალიმში შეეძინა: შამუა,+ შობაბი,+ ნათანი+ და სოლომონი,+  იბხარი,+ ელიშუა, ელფალეტი,+  ნოგა, ნეფეგი,+ იაფია,  ელიშამა,+ ბეელიადა და ელიფელეტი.+  გაიგეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ სცხეს დავითი+ და ძებნა დაუწყეს ფილისტიმელებმა დავითს.+ გაიგო ეს დავითმა და მათ წინააღმდეგ გავიდა.  მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე დაიწყეს თარეში.+ 10  დაეკითხა დავითი ღმერთს:+ „გავიდე ფილისტიმელების წინააღმდეგ? ჩამიგდებ ხელში?“ იეჰოვამ მიუგო: „გადი და ხელში ჩაგიგდებ მათ“. 11  ავიდა დავითი ბაალ-ფერაციმში+ და იქ გაანადგურა ისინი. თქვა დავითმა: „ჩემი ხელით გაარღვია ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩემი მტრის რიგები, თითქოს წყალმა გაარღვიაო“. ამიტომ იმ ადგილს+ ბაალ-ფერაციმი უწოდეს. 12  დატოვეს იქ ფილისტიმელებმა თავიანთი ღმერთები,+ დავითის ხალხმა კი მისი ბრძანებით ცეცხლს მისცა ისინი.+ 13  მოგვიანებით ფილისტიმელები კიდევ ერთხელ გავიდნენ სათარეშოდ იმავე ველზე.+ 14  კვლავ დაეკითხა დავითი+ ღმერთს, ჭეშმარიტმა ღმერთმა კი მიუგო: „პირდაპირ არ გახვიდე მათ წინააღმდეგ, შემოუარე და ბაქა-ბუჩქებთან* დაესხი თავს.+ 15  როცა ბაქა-ბუჩქების კენწეროებიდან ლაშქრის სვლის ხმას გაიგებ,+ მაშინ გადი საბრძოლველად,+ რადგან ჭეშმარიტი ღმერთი წაგიძღვება+ ფილისტიმელთა ბანაკის გასანადგურებლად“. 16  დავითიც ისე მოიქცა, როგორც ჭეშმარიტმა ღმერთმა უბრძანა,+ და გაანადგურეს მათ ფილისტიმელთა ბანაკი გაბაონიდან+ გეზერამდე.+ 17  სახელი გაუვარდა დავითს+ ყველა ქვეყანაში, მისი შიშით მოიცვა იეჰოვამ ყველა ხალხი.+

სქოლიოები

„ბაქა“ ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაციაა. მნიშვნელობა უცნობია.