წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მატიანე 12:1—40

12  აი ისინი, ვინც მივიდნენ დავითთან ციკლაგში,+ როცა ის ჯერ კიდევ შევიწროებული იყო საულისგან,+ კიშის ძისგან; ისინიც ძლიერ ვაჟკაცთა+ შორის იყვნენ — ომში შემწეები,  მშვილდით შეიარაღებულნი, მარჯვენა თუ მარცხენა+ ხელით ქვებისა+ და ისრების+ მსროლელნი. ისინი საულის ძმები, ბენიამინელები იყვნენ.  მათ შორის იყვნენ მეთაური ახიეზერი და იოაში, გიბელი+ შემაას ვაჟები, იეზიელი და ფელეტი, აზმავეთის+ ვაჟები, ბერაქა და ანათოთელი+ იეჰუ,  გაბაონელი+ იშმაია, ერთ-ერთი ძლიერი ვაჟკაცი ოცდაათში+ და ოცდაათის მეთაური, იერემია, იახაზიელი, იოხანანი და გედერათელი+ იოზაბადი,  ელუზაი, იერიმოთი, ბეალია, შემარია და ხარიფელი შეფატია,  ელკანა, იშია, აზარელი, იოეზერი და იაშობამი — კორახელები,+  იოელა და ზებადია, გედორელი იეროხამის ვაჟები.  გადიდან ზოგიერთი დავითს მიემხრო და უდაბნოში მიუვალ ადგილზე+ შეუერთდა მას; ისინი მამაცი, ძლიერი ვაჟკაცები იყვნენ, საბრძოლველად გამზადებული მეომრები, რომლებსაც მომარჯვებული ჰქონდათ დიდი ფარი და შუბი,+ სახით ლომებს+ ჰგავდნენ და სისწრაფით — მთებში მორბენალ ქურციკებს.+  ეცერი მეთაური იყო, მეორე — ობადია, მესამე — ელიაბი, 10  მეოთხე — მიშმანა, მეხუთე — იერემია, 11  მეექვსე — ათაი, მეშვიდე — ელიელი, 12  მერვე — იოხანანი, მეცხრე — ელზაბადი, 13  მეათე — იერემია და მეთერთმეტე — მაქბანაი. 14  ესენი ჯარის მეთაურები იყვნენ, გადის+ ძეები. მათგან უმცირესი ას კაცს უტოლდებოდა, უდიდესი კი — ათასს.+ 15  მათ პირველ თვეს გადაკვეთეს იორდანე,+ როცა ის ნაპირებიდან გადმოდიოდა,+ და აღმოსავლეთითა და დასავლეთით განდევნეს ველთა მკვიდრნი. 16  ბენიამინისა და იუდას ძეთაგან ზოგიერთი მივიდა დავითთან მიუვალ ადგილზე.+ 17  გამოეგება მათ დავითი და უთხრა: „თუ სამშვიდობოდ+ ხართ მოსული ჩემ დასახმარებლად, ჩემი გული თქვენსას შეუერთდება.+ მაგრამ, თუ იმისთვის მოხვედით, რომ ჩემს მოწინააღმდეგეებს გადამცეთ, როცა ხელები სუფთა მაქვს დანაშაულისგან,+ დაინახოს ეს ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა+ და განსაჯოს!“+ 18  მაშინ სულმა+ მოიცვა ამასაი, ოცდაათის მეთაური: „შენი ვართ, დავით, და შენთან ვართ,+ იესეს ძეო! მშვიდობა, მშვიდობა შენდა და მშვიდობა შენს შემწეს, რადგან შენი ღმერთია შენი შემწე!“+ მიიღო ისინი დავითმა და რაზმების სხვა მეთაურებთან ერთად დააყენა.+ 19  მენაშედანაც ზოგიერთები გადავიდნენ დავითთან, როდესაც ის ფილისტიმელებთან+ ერთად საულის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდიოდა; მაგრამ ის არ დახმარებია მათ, ვინაიდან ფილისტიმელთა მთავრებმა+ მოითათბირეს და უკან გააბრუნეს ის, ამბობდნენ: თავის ბატონს, საულს მიემხრობა და ჩვენ საფრთხეში ჩაგვაგდებსო.+ 20  როცა ის ციკლაგში+ მივიდა, მენაშელთაგან მის მხარეს გადავიდნენ ადნახი, იოზაბადი, იედიაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიჰუ და ცილეთაი — მენაშეს ათასეულთა მეთაურები.+ 21  ისინი ეხმარებოდნენ დავითს მოთარეშე რაზმთან ბრძოლაში,+ რადგან ყველანი ძლიერი და მამაცი ვაჟკაცები+ იყვნენ; მოგვიანებით კი ჯარის მეთაურები გახდნენ. 22  დღითი დღე მიდიოდა დავითთან ხალხი+ დასახმარებლად, ვიდრე ღვთის ბანაკივით+ დიდი არ გახდა+ მისი ბანაკი. 23  აი საომრად აღჭურვილ მეთაურთა რაოდენობა, რომლებიც მივიდნენ დავითთან ხებრონში,+ რათა საულის ნაცვლად მეფობა+ მისთვის გადაეცათ იეჰოვას ბრძანებისამებრ:+ 24  იუდას ძეები, დიდი ფარითა და შუბით შეიარაღებულნი, საომრად აღჭურვილნი — ექვსი ათას რვაასი კაცი; 25  სიმონის ძეთაგან ძლიერი და მამაცი მეომრები — შვიდი ათას ასი კაცი. 26  ლევის ძეთაგან — ოთხი ათას ექვსასი კაცი. 27  აარონის+ ძეთა წინამძღოლი იყო იეჰოიადა+ და მასთან ერთად — სამი ათას შვიდასი კაცი; 28  ასევე ცადოკი,+ ახალგაზრდა მამაცი ვაჟკაცი თავის საგვარეულოსთან ერთად — სულ ოცდაორი მთავარი. 29  ბენიამინის ძეთაგან,+ საულის+ ძმათაგან იყო სამი ათასი კაცი, რომელთა უმეტესობაც მანამდე გულმოდგინედ დარაჯობდა საულის სახლს; 30  ეფრემის ძეთაგან იყო ოცი ათას რვაასი ძლიერი, მამაცი და სახელგანთქმული ვაჟკაცი+ თავ-თავიანთ საგვარეულოებში. 31  მენაშეს+ ტომის ნახევრიდან იყო თვრამეტი ათასი კაცი, რომლებსაც სახელებით მოუხმეს დავითის გასამეფებლად; 32  ისაქარის+ ძეთაგან იყო ორასი კაცი, მეთაურები, რომლებმაც იცოდნენ დროის ამოცნობა,+ რა დროს რა უნდა გაეკეთებინა ისრაელს.+ მათი ძმები მათი მითითებისამებრ იქცეოდნენ. 33  ზებულონიდან+ იყო საბრძოლველად გამსვლელი, ყველანაირი საბრძოლო იარაღით საომრად დარაზმული ორმოცდაათი ათასი კაცი. ისინი დავითთან იყრიდნენ თავს თავიანთი ერთგულების* დასამტკიცებლად. 34  ნაფთალიდან+ იყო ათასი მთავარი და მათთან ერთად დიდი ფარითა და შუბით შეიარაღებული ოცდაჩვიდმეტი ათასი კაცი; 35  დანიდან იყო საომრად დარაზმული ოცდარვა ათას ექვსასი კაცი; 36  აშერიდან+ იყო საბრძოლველად გამსვლელი და საომრად დარაზმული ორმოცი ათასი კაცი. 37  იორდანის+ გაღმიდან, რეუბენელთაგან, გადელთაგან და მენაშეს ტომის ნახევრიდან იყო ყველანაირი საბრძოლო იარაღით აღჭურვილი ას ოცი ათასი კაცი. 38  ყველანი მეომრები იყვნენ და საომრად გამსვლელები; ისინი წრფელი გულით+ მივიდნენ ხებრონში, რათა დავითი მთელ ისრაელზე გაემეფებინათ; დანარჩენ ისრაელებსაც ერთსულოვნად ეწადათ დავითის გამეფება.+ 39  სამ დღეს დარჩნენ ისინი დავითთან, ჭამდნენ და სვამდნენ,+ რადგან მათ ძმებს ყველაფერი მოემზადებინათ მათთვის. 40  მათ მეზობლებს, ასევე ისაქარის,+ ზებულონის+ და ნაფთალის+ ტომებს ვირებით,+ აქლემებით, ჯორებითა და საქონლით მოჰქონდათ საკვები: ფქვილეული,+ ლეღვის კვერები,+ ქიშმიშის კვერები,+ ღვინო,+ ზეთი+ და ცხვარ-ძროხა+ დიდი რაოდენობით, რადგან სიხარული+ იყო ისრაელში.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — არაორგულობის.