წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მატიანე 11:1—47

11  გავიდა დრო, შეიკრიბნენ ისრაელები+ დავითთან ხებრონში+ და უთხრეს მას: „აი, შენი ძვალი და ხორცი ვართ.+  გუშინაც და იმის წინაც, როცა ჯერ კიდევ საული მეფობდა, შენ მიგყავდა და მოგყავდა ისრაელი.+ იეჰოვამ, შენმა ღმერთმა გითხრა: შენ დამწყემსავო+ ჩემს ხალხს, ისრაელს, და შენ გახდებიო ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლი“.+  მივიდნენ ისრაელის უხუცესები მეფესთან ხებრონში და იქ დაუდო მათ შეთანხმება დავითმა იეჰოვას წინაშე, რის შემდეგაც ისრაელის მეფედ სცხეს+ დავითი იეჰოვას სიტყვისამებრ,+ სამუელმა რომ წარმოთქვა.+  გავიდა დრო და დავითი მთელ ისრაელთან ერთად გაემართა იერუსალიმისკენ,+ ანუ იებუსისკენ,+ იებუსელთა+ სამკვიდროსკენ.  უთხრეს იებუსელებმა დავითს: „აქ ვერ შემოხვალ!“+ თუმცა დავითმა მაინც დაიპყრო სიონის ციხესიმაგრე,+ ანუ დავითის ქალაქი.+  თქვა დავითმა: „ვინც პირველი დასცემს+ იებუსელებს, ის გახდება მეთაური და მთავარი!“ პირველი ავიდა იოაბი,+ ცერუიას ვაჟი, და ის გახდა მეთაური.  მიუვალ ადგილზე დასახლდა დავითი.+ ამიტომ, იქაურობას დავითის ქალაქი+ უწოდეს.  მან მთელ ქალაქში მშენებლობა დაიწყო, მილოდან* მის კიდეებამდე, იოაბმა კი ქალაქის დანარჩენი ნაწილი აღადგინა.+  უფრო და უფრო განდიდდა დავითი,+ რადგან ლაშქართა* ღმერთი იეჰოვა იყო მასთან.+ 10  აი დავითის ვაჟკაცთა მეთაურები,+ რომლებიც მხარს უჭერდნენ მის მეფობას მთელ ისრაელთან ერთად, რათა გაემეფებინათ ის იეჰოვას სიტყვისამებრ,+ ისრაელზე რომ ჰქონდა ნათქვამი, 11  ეს არის დავითის ძლიერ ვაჟკაცთა სია: იაშობამი,+ ხაქმონელი კაცის ძე, სამეულის მეთაური, რომელმაც სამას კაცს მოუქნია შუბი და ერთ ჯერზე დახოცა;+ 12  შემდეგი იყო ელეაზარი,+ ახოხელი+ დოდოს ძე, სამი ვაჟკაციდან ერთ-ერთი;+ 13  ის დავითთან ერთად იყო ფას-დამიმში,+ სადაც ფილისტიმელები შეკრებილიყვნენ საბრძოლველად. იქ იყო ქერით სავსე მიწის ნაკვეთი, ხალხი კი ფილისტიმელთა+ გამო გაქცეულიყო. 14  დადგა იგი შუა ნაკვეთში, დაიცვა ის და დასცა ფილისტიმელები. ასე მოიტანა იეჰოვამ+ დიდი ხსნა.+ 15  ოცდაათი მეთაურიდან სამი+ ჩავიდა კლდესთან, ადულამის+ გამოქვაბულთან, სადაც დავითი იყო; იმ დროს ფილისტიმელები რეფაიმის ველზე+ იყვნენ დაბანაკებულნი. 16  დავითი მიუვალ ადგილზე იყო,+ ფილისტიმელთა+ ჯარი კი ბეთლემში იდგა. 17  ინატრა დავითმა: „ნეტავ დამალევინა+ წყალი ბეთლემის+ ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის!“ 18  მაშინ გაარღვია იმ სამმა ფილისტიმელთა ბანაკი და ამოიღო წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის. წამოიღეს და მიუტანეს დავითს,+ მაგრამ დავითმა უარი თქვა წყლის დალევაზე და იეჰოვას დაუღვარა.+ 19  მან თქვა: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი რამ გავაკეთო! განა ამ ვაჟკაცების სულების ფასად მოტანილი სისხლს+ დავლევ?! მათ ხომ საფრთხეში ჩაიგდეს სულები წყლის მოსატანად!“ არ ისურვა მან წყლის დალევა.+ ეს ყველაფერი იმ სამმა ვაჟკაცმა მოიმოქმედა. 20  აბიშაი,+ იოაბის ძმა,+ სამეულის მეთაური გახდა. მან სამას კაცს მოუქნია შუბი და დახოცა ისინი. მას ისეთივე სახელი ჰქონდა, როგორც იმ სამს. 21  სამეულში ის დანარჩენი ორისგან გამოირჩეოდა და მათ მეთაურობდა, თუმცა პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.+ 22  ბენაიამ,+ მამაცი ვაჟკაცის, იეჰოიადას ვაჟმა,+ რომელმაც მრავალი საქმე მოიმოქმედა კაბცეელში,+ მოკლა მოაბელი არიელის ორი ვაჟი. ის თოვლიან დღეს ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი.+ 23  მოკლა ხუთი წყრთა სიმაღლის ეგვიპტელი ბუმბერაზიც.+ ეგვიპტელს ხელში საქსოვი ლილვის სისხო შუბი+ ეჭირა. ის კეტით მივიდა მასთან, შუბი ხელიდან გამოსტაცა ეგვიპტელს და მისივე შუბით მოკლა.+ 24  ეს მოიმოქმედა ბენაიამ, იეჰოიადას ძემ. მას ისეთივე სახელი ჰქონდა, როგორც იმ სამ ვაჟკაცს. 25  გამოირჩეოდა ის ოცდაათში, თუმცა პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.+ დავითმა ის თავისი მცველების ზედამხედველად დააყენა.+ 26  ძლიერი მეომრები იყვნენ: ასაჰელი,+ იოაბის ძმა, ელხანანი,+ ბეთლემელი დოდოს ძე, 27  ჰარორელი შამოთი,+ ფელონელი+ ხელეცი, 28  ირა,+ თეკოელი იკეშის ძე, ანათოთელი აბი-ეზერი,+ 29  ხუშელი სიბექაი,+ ახოხელი+ ილაი, 30  ნეტოფათელი+ მაჰრაი,+ ხელედი,+ ნეტოფათელი ბაანას ვაჟი, 31  ითაი, გიბელი+ რიბაის ვაჟი,+ ბენიამინელი,+ ფირათონელი ბენაია,+ 32  გააშისხეველი+ ხურაი, არბათელი აბიელი, 33  ბახარუმელი აზმავეთი,+ შაალბონელი ელიახბა, 34  გიზონელი ჰაშემის ძეები, იონათანი,+ ჰარარელი შაგეს ძე, 35  ახიამი, ჰარარელი საქარის+ ძე, ელიფალი,+ ურის ძე, 36  მექერათელი ხეფერი, ფელონელი ახია, 37  ქარმელელი ხეცრო,+ ნაარაი, ეზბაის ძე, 38  იოელი, ნათანის+ ძმა, მიბხარი, ჰაგრის ძე, 39  ამონელი ცელეკი, ბეეროთელი ნახარაი, ცერუიას ვაჟის, იოაბის საჭურველთმტვირთველი, 40  ითრელი ირა, ითრელი გარები,+ 41  ხეთელი+ ურია,+ ზაბადი, ახლაის ძე, 42  ადინა, რეუბენელი შიზას ძე, რეუბენელთა თავკაცი და ოცდაათი კაცი მასთან ერთად, 43  ხანანი, მააქას ძე, მითნელი იოშაფატი, 44  აშთაროთელი უზია, შამა და იეიელი, აროერელი ხოთამის ვაჟები, 45  იედიაელი, შიმრის ძე, და თიცელი იოხა, მისი ძმა, 46  მახაველი ელიელი, იერიბაი და იოშავია, ელნაამის ვაჟები, და მოაბელი ითმა, 47  ელიელი, ობედი და მეცობაელი იაასიელი.

სქოლიოები

ნიშნავს მიწაყრილს.
იგივე ცაბაოთი.