წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 მატიანე 10:1—14

10  შეებრძოლნენ ფილისტიმელები+ ისრაელს. უკუიქცნენ ისრაელები ფილისტიმელთაგან, დახოცილები გილბოას+ მთაზე ეცემოდნენ.  დაეწივნენ ფილისტიმელები საულსა და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა საულის ვაჟები:+ იონათანი,+ აბინადაბი+ და მალქი-შუა.+  სასტიკი ბრძოლა გაუმართეს საულს. ბოლოს იპოვეს იგი მშვილდოსნებმა+ და დაჭრეს.  უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს:+ „იშიშვლე მახვილი+ და გამიყარე, რომ არ მოვიდნენ ეს წინადაუცვეთელები+ და არ შეურაცხმყონ“.+ არ უნდოდა+ მის საჭურველთმტვირთველს ამის გაკეთება, რადგან ძალიან ეშინოდა, ამიტომ თვითონ აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო.+  როცა დაინახა მისმა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, თვითონაც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა.+  ასე დაიხოცნენ საული და მისი სამი ვაჟი;+ ერთად დაიხოცა ყველა, ვინც მასთან ერთად იყო მისი სახლეულიდან.  როცა დაინახეს ველზე მცხოვრებმა ისრაელებმა, რომ უკუიქცნენ მეომრები და დაიხოცნენ საული და მისი ვაჟები, თვითონაც დატოვეს ქალაქები და გაიქცნენ.+ მოვიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იმ ქალაქებში.  მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად+ და ნახეს გილბოას+ მთაზე დაცემული საული და მისი ვაჟები.  გაძარცვეს ის, თავი მოჰკვეთეს,+ წაიღეს მისი საჭურველი და ამცნეს+ ეს ამბავი თავიანთ კერპებსა+ და ხალხს ფილისტიმელთა მთელ მიწაზე. 10  მისი საჭურველი თავიანთი ღვთის სახლში+ დადეს და მისი თავის ქალა დაგონის+ სახლში მიაჭედეს. 11  გაიგეს გალაადის იაბეშის+ მკვიდრებმა ყველაფერი, რაც ფილისტიმელებმა საულს+ დამართეს. 12  ადგნენ მამაცი კაცები, წამოიღეს საულისა და მისი ვაჟების გვამები, მოიტანეს იაბეშში,+ იქვე, დიდი ხის ქვეშ დამარხეს+ მათი ძვლები და შვიდ დღეს იმარხულეს.+ 13  ასე მოკვდა საული თავისი ორგულობის გამო, რადგან ორგულობდა+ იეჰოვას და არ იცავდა იეჰოვას სიტყვას, და გამოსაკითხად სულების გამომძახებელს+ მიმართა. 14  იეჰოვას არ დაეკითხა ის.+ ამიტომაც მოკლა იგი ღმერთმა და მეფობა დავითს, იესეს ძეს გადასცა.+

სქოლიოები