არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 კორინთელები 6:1—20

6  განა გაბედავს რომელიმე თქვენგანი, სასამართლოში უმართლო მოსამართლესთან+ უჩივლოს+ სხვას და არა წმინდებთან?+  განა არ იცით, რომ ქვეყნიერებას+ წმინდები გაასამართლებენ?+ და თუ ქვეყნიერება თქვენ უნდა გაასამართლოთ, უმნიშვნელო საქმეების განსჯა+ აღარ შეგიძლიათ?  განა არ იცით, რომ ანგელოზებს გავასამართლებთ?+ მაშ, ცხოვრებისეული საქმეები რატომ არ განვსაჯოთ?  და თუ ცხოვრებისეული საქმეები გაქვთ განსასჯელი,+ ნუთუ ისეთებს ირჩევთ მოსამართლეებად, რომლებიც კრებისთვის არაფერს წარმოადგენენ?+  თქვენ შესარცხვენად ვამბობ ამას.+ ნუთუ მართლა არავინ არის თქვენ შორის ბრძენი,+ რომელიც შეძლებს, გაარკვიოს, რომელი ძმაა მართალი,  ძმა რომ ძმას უჩივის სასამართლოში და თანაც ურწმუნოებთან?+  ერთმანეთს რომ ედავებით სასამართლოში, ეს თქვენი სრული დამარცხებაა.+ რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას?+ რატომ არ არჩევთ მოტყუებულად დარჩენას?+  პირიქით, თქვენივე ძმებს ექცევით უსამართლოდ და ცდილობთ, რამე გამოსტყუოთ.+  როგორ?! არ იცით, რომ უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ?+ თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები,+ ვერც კერპთაყვანისმცემლები,+ ვერც მრუშები,+ ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ,+ ვერც მამათმავლები,+ 10  ვერც ქურდები, ვერც ხარბები,+ ვერც ლოთები,+ ვერც მლანძღველები და ვერც გამომძალველები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.+ 11  ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი,+ მაგრამ განიბანეთ,+ განიწმინდეთ+ და მართლებად იქენით აღიარებული+ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით+ და ჩვენი ღვთის სულით.+ 12  ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია.+ ყველაფერი ნებადართულია+ ჩემთვის, მაგრამ არაფერს დავემონები.+ 13  საჭმელი მუცლისთვის არის, ხოლო მუცელი — საჭმლისთვის,+ მაგრამ ღმერთი ბოლოს მოუღებს ერთსაც და მეორესაც.+ სხეული სიძვისთვის კი არ არის, არამედ უფლისთვის,+ უფალი კი — სხეულისთვის.+ 14  ღმერთმა აღადგინა უფალი+ და ჩვენც აღგვადგენს მკვდრეთით+ თავისი ძალით.+ 15  განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს+ სხეულის ნაწილებია?+ განა შემიძლია ავიღო ქრისტეს სხეულის ნაწილები და მეძავის სხეულის ნაწილებად ვაქციო?+ არავითარ შემთხვევაში! 16  როგორ?! არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, მისი ერთხორცი ხდება? ვინაიდან „ორნი ერთი ხორცი იქნებიან“,+ — ამბობს ის. 17  მაგრამ, ვინც უფალს უერთდება, ერთი+ სულია+ მასთან ერთად. 18  გაექეცით სიძვას.+ ნებისმიერი სხვა ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა. ის კი, ვინც მეძაობს, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.+ 19  როგორ?! არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია+ თქვენში მყოფი წმინდა სულისა,+ რომელიც ღვთისგან მიიღეთ? და თქვენ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნით,+ 20  რადგან ფასით ხართ ნაყიდნი.+ ამიტომ განადიდეთ ღმერთი+ თქვენი სხეულებით.+

სქოლიოები