წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 კორინთელები 5:1—13

5  გავიგე, რომ სიძვაა+ თქვენ შორის, თანაც ისეთი სიძვა, რომლის მსგავსი უცხოტომელებშიც კი არ არის, რომ ვიღაცა მამამისის ცოლთან ცხოვრობს.+  ნუთუ ყოყოჩობთ,+ ნაცვლად იმისა, რომ იგლოვოთ,+ რათა ამ საქმეების ჩამდენი მოიკვეთოს თქვენგან?+  თუმცა სხეულით თქვენთან არ ვარ, სულით თქვენთან ვარ და უკვე გავასამართლე+ ასეთი საქმის ჩამდენი, თითქოს თქვენთან ვყოფილიყავი,  რათა, როცა შეიკრიბებით და ჩვენს უფალ იესოს ძალასთან ერთად ჩემი სულიც იქნება, ჩვენი უფლის იესოს სახელით+  სატანას გადასცეთ+ ასეთი კაცი ხორცის გასანადგურებლად, რათა სული+ გადარჩეს უფლის დღეს.+  არ არის კარგი, რომ ამით იკვეხნით.+ ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი+ მთელ ცომს აფუებს?+  მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა ახალი ცომი იყოთ,+ რადგან უფუარნი ხართ, ვინაიდან შეწირულ იქნა+ ქრისტე,+ ჩვენი პასექი.+  ამიტომ ნურც ძველი საფუვრით+ ვიდღესასწაულებთ+ და ნურც ბოროტებისა და უკეთურობის+ საფუვრით,+ არამედ გულწრფელობისა და ჭეშმარიტების უფუარი პურებით.+  წერილში გწერდით, რომ აღარ გქონოდათ ურთიერთობა მეძავებთან, 10  მაგრამ არ მიგულისხმია საერთოდ ამ ქვეყნიერების+ მეძავები,+ ხარბები, გამომძალველები და კერპთაყვანისმცემლები, რადგან მაშინ გასვლა მოგიწევდათ ამ ქვეყნიერებიდან.+ 11  ახლა კი გწერთ, რომ აღარ იქონიოთ ურთიერთობა იმასთან,+ ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მეძაობს, ხარბი,+ კერპთაყვანისმცემელი, მლანძღველი, ლოთი+ ან გამომძალველია. ასეთებთან ერთად არც კი ჭამოთ. 12  რატომ გავასამართლო გარეშეები?+ განა თქვენ შინაურებს არ ასამართლებთ,+ 13  ხოლო ღმერთი — გარეშეებს?+ „მოიშორეთ ბოროტი ადამიანები“.+

სქოლიოები