არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 კორინთელები 14:1—40

14  ისწრაფეთ სიყვარულისკენ და ესწრაფეთ სულიერ ძღვენს,+ უფრო კი იმას, რომ იწინასწარმეტყველოთ.+  ვინც უცხო ენაზე ლაპარაკობს, ადამიანებს კი არ ელაპარაკება, არამედ ღმერთს, და არავის ესმის,+ ვინაიდან სულით ამბობს წმინდა საიდუმლოს;+  ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ადამიანებს ელაპარაკება აღსაშენებლად,+ გასამხნევებლად და ნუგეშსაცემად.  უცხო ენაზე მოლაპარაკე საკუთარ თავს აღაშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, კრებას აღაშენებს.  მინდა, რომ ყველა უცხო ენებზე ლაპარაკობდეთ,+ მაგრამ მირჩევნია, წინასწარმეტყველებდეთ.+ ვინც წინასწარმეტყველებს, დიდია მასზე, ვინც უცხო ენებზე+ ლაპარაკობს, მაგრამ არ თარგმნის კრების აღსაშენებლად.  ძმებო, რას გარგებთ, მე რომ ახლა თქვენთან მოვიდე და უცხო ენებზე დაგიწყოთ ლაპარაკი და არ მოვიდე გამოცხადებით,+ ცოდნით,+ წინასწარმეტყველებითა და სწავლებით?  უსულო საგნებიც, ქნარიც და სალამურიც, გამოსცემენ ხმას,+ მაგრამ თუ განსხვავებულ ბგერებს არ გამოსცემენ, როგორ გავიგებთ, რას უკრავენ სალამურზე ან ქნარზე?  და თუ საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად?+  ასევე, თუ ენით ადვილად გასაგებ სიტყვებს არ გამოთქვამთ,+ როგორ გაიგებენ, რას ამბობთ? ჰაერზე ილაპარაკებთ.+ 10  რამდენი განსხვავებული ბგერაა მსოფლიოში და ყველას რაღაც მნიშვნელობა აქვს. 11  ამიტომ, თუ ბგერის ძალა არ მესმის, უცხოელი+ ვიქნები მოლაპარაკისთვის, ხოლო მოლაპარაკე უცხოელი იქნება ჩემთვის. 12  ასევე თქვენც, რადგან ესწრაფვით სულის ძღვენს,+ ეცადეთ კრების აღსაშენებლად იუხვოთ მათში.+ 13  ამიტომ უცხო ენაზე მოლაპარაკემ ილოცოს, რომ თარგმნაც შეძლოს,+ 14  რადგან, თუ უცხო ენაზე ვლოცულობ, სულის ძღვენი ლოცულობს,+ ჩემი გონება კი უნაყოფოა. 15  მაშ, რა ვქნა? მხოლოდ სულის ძღვნით კი არ ვილოცებ, არამედ გონებითაც. მხოლოდ სულის ძღვნით კი არ ვიმღერებ ქებას,+ არამედ გონებითაც.+ 16  თუ სულის ძღვნით ასხამ ხოტბას, როგორ იტყვის ამინს+ შენს მადლიერების სიტყვებზე გაუთვითცნობიერებელი ადამიანი, თუკი არ იცის, რას ამბობ? 17  მადლობას კარგად იხდი, მაგრამ ამით სხვა არ შენდება.+ 18  ვმადლობ ღმერთს, რომ მე უფრო მეტ უცხო ენაზე ვლაპარაკობ, ვიდრე ყველა თქვენგანი.+ 19  კრებაში კი მირჩევნია ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო სიტყვიერად, ვიდრე ათი ათასი სიტყვა უცხო ენაზე.+ 20  ძმებო, ნუ გახდებით ბავშვები აზროვნებით,+ არამედ ბოროტებისთვის იყავით ჩვილები,+ აზროვნებით კი — ზრდადასრულებულები.+ 21  კანონში წერია: «„უცხოთა ენებითა და უცხოთა ბაგეებით+ დაველაპარაკები ამ ხალხს+ და მაშინაც არ გამიგონებენ“, — ამბობს იეჰოვა».+ 22  მაშასადამე, უცხო ენები ნიშანია+ ურწმუნოთათვის+ და არა მორწმუნეთათვის, წინასწარმეტყველება კი — მორწმუნეთათვის+ და არა ურწმუნოთათვის. 23  ამიტომ, თუ მთელი კრება ერთ ადგილას მოიყრის თავს და ყველა უცხო ენებზე ილაპარაკებს+ და შემოვლენ გაუთვითცნობიერებლები და ურწმუნოები, განა არ იტყვიან, შეშლილები არიანო? 24  მაგრამ, თუ ყველა წინასწარმეტყველებთ და ურწმუნო ან გაუთვითცნობიერებელი შემოვა, მას ყველა ამხელს+ და განსჯის, 25  ცხადი გახდება მისი გულის საიდუმლონი,+ ასე რომ, ის პირქვე დაემხობა, ღმერთს თაყვანს სცემს და იტყვის: „მართლა თქვენ შორის არის ღმერთი“.+ 26  მაშ, რა უნდა ქნათ, ძმებო? როცა იკრიბებით, ერთს ფსალმუნი აქვს, მეორეს — სწავლება, მესამეს — გამოცხადება, მეოთხეს — უცხო ენა, მეხუთეს — განმარტება.+ ყველაფერი აღსაშენებლად ხდებოდეს.+ 27  თუ ვინმე უცხო ენაზე ლაპარაკობს, ილაპარაკოს ორმა ან დიდი-დიდი სამმა, თანაც რიგ-რიგობით, სხვამ კი თარგმნოს,+ 28  ხოლო თუ მთარგმნელი არ არის, ჩუმად იყოს კრებაში და საკუთარ თავსა+ და ღმერთს ელაპარაკოს. 29  ილაპარაკოს ორმა ან სამმა წინასწარმეტყველმა,+ სხვები კი მნიშვნელობას ჩასწვდნენ,+ 30  მაგრამ თუ იქ მჯდომთაგან ვინმეს გამოცხადება+ აქვს, პირველი გაჩუმდეს, 31  რადგან ყველას შეგიძლიათ სათითაოდ იწინასწარმეტყველოთ,+ რათა ყველამ ისწავლოს და ყველა გამხნევდეს.+ 32  სულის ძღვენი, რომელიც წინასწარმეტყველებს აქვთ, წინასწარმეტყველებმა უნდა დაიმორჩილონ, 33  რადგან ღმერთი უწესრიგობის+ კი არა, მშვიდობის ღმერთია.+ როგორც წმინდათა ყველა კრებაშია, 34  ქალები კრებებში ჩუმად იყვნენ,+ რადგან მათ ლაპარაკის უფლება არა აქვთ. ამიტომ იყვნენ მორჩილად,+ რასაც კანონიც+ ამბობს. 35  თუ რამის სწავლა უნდათ, თავიანთ ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგან სამარცხვინოა+ ქალისთვის კრებაში ლაპარაკი. 36  როგორ? განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა+ და განა მხოლოდ თქვენამდე მოაღწია? 37  თუ ვინმე ფიქრობს, რომ წინასწარმეტყველია ან სული აქვს ბოძებული, აღიაროს, რასაც გწერთ, რადგან ეს უფლის მცნებებია,+ 38  ხოლო ვისაც არ ესმის, ნუ ესმის. 39  ამიტომ, ჩემო ძმებო, ესწრაფეთ წინასწარმეტყველებას,+ მაგრამ უცხო ენებზე ლაპარაკს ნუ აკრძალავთ,+ 40  ოღონდ ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად ხდებოდეს.+

სქოლიოები