წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 კორინთელები 13:1—13

13  ადამიანთა და ანგელოზთა ენებზეც+ რომ ვილაპარაკო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ჟღარუნა თითბერი ვიქნები ან მჭექარე წინწილა.+  წინასწარმეტყველების ძღვენიც რომ მქონდეს,+ ყველა წმინდა საიდუმლო რომ ვიცოდე,+ ყოველგვარ ცოდნას რომ ვფლობდე+ და ისეთი რწმენა მქონდეს, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს,+ მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები.+  მთელი ჩემი ქონება რომ სხვების დასაპურებლად გავცე+ და ჩემი სხეული გავიღო,+ რათა დავიკვეხნო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს,+ ეს არაფერს მარგებს.  სიყვარული+ სულგრძელი+ და კეთილია.+ სიყვარულს არ შურს*,+ სიყვარული არ ტრაბახობს,+ არ ყოყოჩობს,+  უწესოდ არ იქცევა,+ თავისას არ ეძებს,+ არ ღიზიანდება+ და განაწყენებას არ ითვლის,+  უმართლობით არ ხარობს,+ არამედ ჭეშმარიტება ახარებს,+  ყველაფერს იტანს,+ ყველაფერი სწამს,+ ყველაფრის იმედი აქვს+ და ყველაფერს ითმენს.+  სიყვარული არასოდეს მთავრდება*.+ წინასწარმეტყველების ძღვენი გაუქმდება, ენები შეწყდება, ცოდნაც გაუქმდება.+  ნაწილობრივი ცოდნა გვაქვს+ და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ,+ 10  მაგრამ როცა სრულყოფილი მოვა,+ ნაწილობრივი გაუქმდება. 11  როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვივით ვლაპარაკობდი, ბავშვივით ვაზროვნებდი და ბავშვივით ვმსჯელობდი, მაგრამ ახლა, როცა კაცი ვარ,+ ყოველივე ბავშვური მოვიშორე. 12  ამჟამად ბუნდოვან მონახაზს ვხედავთ ლითონის სარკეში,+ მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ.+ ამჟამად ნაწილობრივ ვიცი, მაშინ კი კარგად მეცოდინება, როგორც მე მიცნობენ კარგად.+ 13  ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული, მაგრამ ამ სამიდან სიყვარული უდიდესია.+

სქოლიოები

ან არ ეჭვიანობს.
ანუ ყოველთვის იმარჯვებს.