წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 კორინთელები 12:1—31

12  ძმებო, რაც შეეხება სულიერ ძღვენს,+ არ მინდა, უცოდინარნი იყოთ.  თქვენ იცით, რომ, როცა უცხოტომელები+ იყავით, სხვადასხვაგვარად გიბიძგებდნენ და უტყვ+ კერპებს+ სცემდით თაყვანს.  ამიტომ გაუწყებთ, რომ კაცი, რომელიც ღვთის სულით ლაპარაკობს, არ იტყვის: „დაწყევლილია იესო!“+ და ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ „იესო უფალია!“ თუ არა წმინდა სულით.+  ძღვენი სხვადასხვაგვარია,+ სული კი იგივეა.+  მსახურებაც სხვადასხვაგვარია,+ მაგრამ უფალი იგივეა.+  მოქმედებაც სხვადასხვაგვარია,+ მაგრამ იგივეა ღმერთი,+ რომელიც ყველა ამ მოქმედებას ასრულებს ყველაში.+  სულის გამოვლინება კი თითოეულს სასიკეთოდ ეძლევა.+  მაგალითად, ერთს სიბრძნის სიტყვა ეძლევა სულით,+ მეორეს — ცოდნის სიტყვა+ იმავე სულით,  ზოგს — რწმენა+ იმავე სულით, ზოგსაც — განკურნების ძღვენი+ იმავე სულით, 10  ზოგს — სასწაულების მოხდენის ძღვენი,+ ზოგს — წინასწარმეტყველების ძღვენი,+ ზოგს — შთაგონებით წარმოთქმული სიტყვების+ გარჩევის ძღვენი,+ ზოგს — სხვადასხვა ენა,+ ზოგსაც — ენების განმარტების ძღვენი.+ 11  ამ ყველაფერს ერთი და იგივე სული აკეთებს+ და თითოეულს ისე უნაწილებს,+ როგორც ნებავს.+ 12  როგორც სხეულია ერთი, მაგრამ მრავალი ნაწილი აქვს, და სხეულის ყველა ნაწილი, თუმცა ბევრია, ერთი სხეულია,+ ასევეა ქრისტეც,+ 13  რადგან ყველანი — იუდეველები თუ ბერძნები, მონები თუ თავისუფლები — ერთი სულით მოვინათლეთ+ ერთ სხეულში და ყველამ ერთი სული ვსვით.+ 14  სხეული ერთი ნაწილისგან კი არ შედგება, არამედ მრავლისგან.+ 15  ფეხმა რომ თქვას, ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ასეა.+ 16  ან ყურმა რომ თქვას, თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ასეა.+ 17  მთელი სხეული თვალი რომ იყოს, სადღა იქნებოდა სმენა? ანდა სმენა რომ იყოს, სადღა იქნებოდა ყნოსვა? 18  მაგრამ ღმერთმა სხეულის თითოეული ნაწილი თავისი ნებისამებრ განალაგა.+ 19  ყველა რომ სხეულის ერთი ნაწილი ყოფილიყო,+ სხეული სადღა იქნებოდა? 20  ახლა კი სხეულის ნაწილი ბევრია,+ სხეული კი — ერთი. 21  თვალი ვერ ეტყვის ხელს, არ მჭირდებიო, ვერც თავი ეტყვის ფეხებს, არ მჭირდებითო. 22  პირიქით, სხეულის ის ნაწილები, რომლებიც შედარებით სუსტი+ ჩანს, უფრო საჭიროა, 23  და სხეულის იმ ნაწილებს, რომლებსაც ნაკლებად საპატიოდ მივიჩნევთ, უფრო მეტი პატივით ვეპყრობით+ და ჩვენი სასირცხო ნაწილები უფრო საპატიო ხდება, 24  საპატიო ნაწილებს კი არაფერი სჭირდება. ღმერთმა ისე შექმნა სხეული, რომ იმ ნაწილს, რომელსაც რაღაც აკლდა, უფრო მეტი პატივი მისცა, 25  რათა განხეთქილება არ იყოს სხეულში და მისი ნაწილები თანაბრად ზრუნავდნენ ერთმანეთზე.+ 26  თუ სხეულის ერთი ნაწილი იტანჯება,+ მასთან ერთად იტანჯება ყველა, და თუ სხეულის ერთი ნაწილი განდიდდება,+ მასთან ერთად ხარობს ყველა.+ 27  თქვენ ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი — სხეულის ნაწილები.+ 28  ღმერთმა კრებაში სხვადასხვა წევრი დანიშნა:+ ჯერ მოციქულები,+ შემდეგ — წინასწარმეტყველები,+ შემდეგ — მასწავლებლები,+ მერე მისცა სასწაულების მოხდენის უნარი,+ განკურნების ძღვენი,+ დააწესა დახმარების აღმოჩენა,+ მისცა მართვის უნარი+ და სხვადასხვა ენა.+ 29  განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? განა ყველა მასწავლებელია? განა ყველა ახდენს სასწაულებს? 30  განა ყველას აქვს განკურნების ძღვენი? განა ყველა ლაპარაკობს უცხო ენებზე?+ განა ყველა მთარგმნელია?+ 31  ესწრაფეთ უფრო დიდ ძღვენს+ და მე გაჩვენებთ აღმატებულ გზას.+

სქოლიოები