წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

1 კორინთელები 11:1—34

11  მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს.+  გაქებთ, რადგან ყველაფერში გახსოვართ და მტკიცედ იცავთ ყველაფერს,+ რაც გადმოგეცით.  მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა,+ ქალის თავი კაცია,+ ქრისტეს თავი კი ღმერთია.+  ყოველი კაცი, რომელიც თავდახურული ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავის თავს არცხვენს+  და ყოველი ქალი, რომელიც თავდაუხურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს,+ თავის თავს არცხვენს,+ რადგან ეს იგივეა, რომ ქალი გადაპარსული* იყოს.+  თუ ის თავზე არ იფარებს, მაშინ თავი გაიკრიჭოს, მაგრამ თუ ქალისთვის სამარცხვინოა თავის გაკრეჭა ან გადაპარსვა,+ მაშინ თავზე დაიფაროს.+  კაცმა არ უნდა დაიფაროს თავზე, რადგან ღვთის ანარეკლი+ და დიდებაა+ იგი, ქალი კი კაცის დიდებაა.+  კაცი კი არ არის ქალისგან, არამედ ქალი — კაცისგან+  და კაცი კი არ შექმნილა ქალისთვის, არამედ ქალი — კაცისთვის.+ 10  ამიტომ ქალს ძალაუფლების ნიშანი უნდა ჰქონდეს თავზე+ ანგელოზებისთვის.+ 11  უფალში არც ქალია კაცის გარეშე და არც კაცი — ქალის გარეშე.+ 12  როგორც ქალია კაცისგან,+ ასევეა კაციც ქალის მეშვეობით,+ ხოლო ყოველივე ღვთისგანაა.+ 13  თავად განსაჯეთ: შეშვენის ქალს თავდაუხურავად ლოცვა ღვთის წინაშე? 14  განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ მამაკაცისთვის გრძელთმიანობა სამარცხვინოა, 15  ქალისთვის კი დიდებაა?+ ქალს თმა თავსაფრის+ ნაცვლად აქვს მიცემული. 16  მაგრამ თუ ვინმე სხვა ჩვეულების+ მომხრეა და დავას აპირებს,+ არც ჩვენ და არც ღვთის კრებებს სხვა ჩვეულება არა გვაქვს. 17  ამ დარიგებას რომ გაძლევთ, არ გაქებთ, რადგან უკეთესისთვის კი არ იკრიბებით, არამედ უარესისთვის.+ 18  ჯერ ერთი, ჩემამდე ხმა მოდის, რომ როცა თქვენი კრება იკრიბება, თქვენ შორის განხეთქილებებია,+ რაც ნაწილობრივ მჯერა კიდეც. 19  თქვენ შორის სექტებიც+ უნდა იყოს, რათა მოსაწონნი გამოჩნდნენ.+ 20  ამიტომ, როცა ერთ ადგილას იკრიბებით, შეუძლებელი ხდება უფლის ვახშმის ჭამა,+ 21  რადგან თითოეული წინასწარ ჭამს თავის ვახშამს და ზოგი მშიერია და ზოგი — მთვრალი. 22  ნუთუ სახლები არა გაქვთ, რომ იქ ჭამოთ და სვათ?+ თუ ღვთის კრებას აღარაფრად აგდებთ და უქონელთ+ არცხვენთ? რა გითხრათ? შეგაქოთ? ამისთვის ვერ შეგაქებთ. 23  უფლისგან მივიღე და თქვენც გადმოგეცით, რომ იმ ღამეს,+ როცა უნდა გაეცათ, უფალმა იესომ აიღო პური, 24  ღმერთს მადლობა გადაუხადა, დაამტვრია+ და თქვა: „ეს ჩემს სხეულს+ ნიშნავს, რომელიც თქვენთვისაა. ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“.+ 25  ვახშმის შემდეგ სასმისი+ რომ აიღო, მსგავსად მოიქცა და თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას+ ჩემი სისხლის საფუძველზე.+ ამას აკეთებდეთ ჩემს გასახსენებლად+ ყოველთვის, როცა დალევთ“. 26  ყოველთვის,+ როცა ამ პურს შეჭამთ და ამ სასმისს შესვამთ, უფლის სიკვდილს+ აუწყებთ მის მოსვლამდე.+ 27  ამიტომ, თუ ვინმე უღირსად შეჭამს ამ პურს და უღირსად შესვამს უფლის სასმისს, დამნაშავე+ იქნება უფლის სხეულისა და სისხლის+ წინაშე. 28  მან ჯერ გულდასმით შეამოწმოს საკუთარი თავი+ და, როცა დარწმუნდება, რომ ღირსეულია, მაშინ შეჭამოს ეს პური და შესვას ეს სასმისი. 29  ვინც ისე ჭამს და სვამს, რომ სხეულის მნიშვნელობა არ ესმის, საკუთარი თავის გასასამართლებლად+ ჭამს და სვამს. 30  სწორედ ამიტომ არის თქვენში ბევრი სუსტი და ავადმყოფი, ბევრს კი სიკვდილის ძილით სძინავს.+ 31  მაგრამ ჩვენ თვითონვე რომ გამოგვერკვია, ვინ ვართ, არ გავსამართლდებოდით,+ 32  ხოლო როცა ვსამართლდებით,+ იეჰოვა გვსჯის,+ რათა ქვეყნიერებასთან ერთად+ არ დაგვედოს მსჯავრი.+ 33  ამიტომ, ჩემო ძმებო, როცა საჭმელად შეიკრიბებით,+ ერთმანეთს დაელოდეთ. 34  თუ ვინმე მშიერია, სახლში ჭამოს,+ რათა გასასამართლებლად არ შეიკრიბოთ.+ დანარჩენს მე მოვაგვარებ, როცა მოვალ.

სქოლიოები

გადაპარსვა იყო სასჯელი უზნეობის ჩადენისთვის.