არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ქებათა ქება 6:1—13

6  „სად წავიდა შენი სატრფო, ულამაზესო ქალთა შორის?+ სად გადაუხვია შენმა სატრფომ, შენთან ერთად რომ ვეძებოთ?“  „ჩემი სატრფო თავის ბაღში წავიდა,+ სურნელოვანი მცენარეების კვლებში,+ რომ მწყემსოს+ ბაღებს შორის და დაკრიფოს შროშნები.  მე ჩემი სატრფოსი ვარ, ჩემი სატრფო კი — ჩემი.+ შროშანთა შორის მწყემსავს+ იგი“.  «რა ლამაზი ხარ, ჩემო საყვარელო,+ მშვენიერ ქალაქს ჰგავხარ,+ იერუსალიმივით მშვენიერი ხარ+ და დროშასთან+ შეკრებილი ჯარივით+ კრძალვის მომგვრელი!  თვალი+ მომაშორე, რადგან მან ამაფორიაქა. შენი თმა თხის ფარას ჰგავს, გალაადიდან+ კუნტრუშით რომ ეშვება.  კბილები დაბანილ ცხვრებს გიგავს; ყოველი მათგანი ტყუპს აჩენს, არც ერთს არ დაუკარგავს თავისი ნაშიერი.+  ბროწეულის ნახლეჩებივით გაქვს საფეთქლები პირბადის მიღმა.+  სამოც დედოფალს, ოთხმოც ხარჭასა და ურიცხვ ქალწულს შორის+  ერთია ჩემი მტრედი,+ ჩემი უმანკო.+ ის გამორჩეული ასულია დედამისისთვის. სპეტაკია თავისი მშობლისთვის. ნახეს იგი ასულებმა და ბედნიერს უწოდებდნენ; ნახეს დედოფლებმა და ხარჭებმა და აქებდნენ მას:+ 10  „ვინ არის ეს ქალი,+ განთიადივით+ მომზირალი, სავსე მთვარესავით+ ლამაზი, კაშკაშა მზესავით+ სუფთა და დროშასთან+ შეკრებილი ჯარივით კრძალვის მომგვრელი?“» 11  „კაკლის ხეების ბაღში+ ჩავედი, რომ მენახა კვირტები ხევში;+ მენახა, ყვაოდა თუ არა ვაზი და გაფურჩქნულიყო თუ არა ბროწეული+. 12  სანამ რამეს მივხვდებოდი, ჩემმა სულმა ჩემი კეთილშობილი ხალხის ეტლებთან მიმიყვანა“. 13  „დაბრუნდი, დაბრუნდი, შულამელო! დაბრუნდი, დაბრუნდი, რომ გიხილოთ!“+ „რა უნდა იხილოთ, ხალხო, შულამელში?“+ „რაღაც ორი ბანაკის ცეკვის მსგავსი!“

სქოლიოები