წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ქებათა ქება 5:1—16

5  „ჩემს ბაღში შევედი,+ ჩემო დაო,+ ჩემო საცოლევ.+ დავკრიფე სმირნა+ სურნელოვან მცენარეებთან ერთად. შევჭამე ფიჭა ჩემს თაფლთან+ ერთად. დავლიე ღვინო ჩემს რძესთან ერთად“. „ჭამეთ, მეგობრებო! სვით და ალერსით+ დათვერით!“  „მძინავს, მაგრამ მღვიძარეა ჩემი გული.+ მესმის ჩემი სატრფოს ხმა, მისი კაკუნი!“+ „გამიღე,+ ჩემო დაო, ჩემო საყვარელო, ჩემო მტრედო, ჩემო უმანკო!+ თავი დაცვარული მაქვს, თმა — ღამის წვეთებით დასველებული“.+  „გავიხადე ჩემი გრძელი სამოსელი. როგორღა ჩავიცვა?! ფეხები დავიბანე. როგორღა დავისვარო?!  ჩემმა სატრფომ ხელი გაწია კარის ღრიჭოდან და შემეძრა შიგნეული.+  ავდექი, რომ კარი გამეღო ჩემი სატრფოსთვის. სმირნა მწვეთავდა ხელებიდან, ჩემი თითებიდან კარის საკეტის ხვრელებში ეწვეთებოდა.  გავუღე ჩემს სატრფოს, მაგრამ გაბრუნდა და წავიდა ჩემი სატრფო. სული დამელია მის ლაპარაკზე. ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე;+ დავუძახე, მაგრამ არ მიპასუხა.  შემომხვდნენ ქალაქის შემომვლელი გუშაგები.+ დამარტყეს და დამჭრეს. გალავნის გუშაგებმა+ მომაძრეს ჩემი განიერი მოსასხამი.  გაფიცებთ,+ იერუსალიმის ასულნო,+ თუ იპოვით ჩემს სატრფოს,+ უთხარით, რომ სიყვარულით დასნეულებული ვარ“.+  „რითი სჯობია შენი სატრფო სხვის სატრფოებს,+ ულამაზესო ქალთა შორის?+ რითი სჯობია შენი სატრფო სხვის სატრფოებს, ასე რომ დაგვაფიცე?“+ 10  „ჩემი სატრფო თვალწარმტაცია და წითური, ათი ათასში გამორჩეული.+ 11  მისი თავი ოქროა, ხალასი ოქრო; მისი კულულები ფინიკის მტევნებია; ყორანივით შავი თმა აქვს. 12  მისი თვალები თითქოს მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში რომ ბანაობენ და წყლის პირას სხედან. 13  მისი ლოყები სურნელოვანი მცენარეების კვლებსა ჰგავს,+ სურნელოვანი ბალახით სავსე კოშკებს; მისი ტუჩები შროშნებია და სმირნა+ წვეთავს მათგან. 14  მისი ხელები თლილი ოქროა, ქრიზოლითით ამოვსებული; მისი მუცელი სპილოს ძვალია, საფირონით მოოჭვილი. 15  მისი ფეხები მარმარილოს სვეტებია ხალასი ოქროს საყრდენზე მდგარი. შესახედაობით ლიბანს ჰგავს, კედარივით+ უბადლოა. 16  მისი სასა სიტკბოა; ის ყოველმხრივ სასურველია.+ ეს არის ჩემი სატრფო, ჩემი მეგობარი, იერუსალიმის ასულნო“.

სქოლიოები