წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ქებათა ქება 4:1—16

4  „რა ლამაზი ხარ,+ ჩემო საყვარელო! რა ლამაზი ხარ! თვალები მტრედისას+ მიგიგავს პირბადის+ მიღმა. შენი თმა თხის ფარას+ ჰგავს, გალაადის მთებიდან+ კუნტრუშით რომ ეშვება.  კბილები ახლად გაპარსულ,+ დაბანილ ცხვრებს გიგავს; ყოველი მათგანი ტყუპს აჩენს, არც ერთს არ დაუკარგავს თავისი ნაშიერი.  შენი ტუჩები ალისფერი ძაფივითაა და სასიამოვნოა შენი საუბარი.+ ბროწეულის ნახლეჩებივით გაქვს საფეთქლები პირბადის მიღმა.+  შენი კისერი+ დავითის კოშკს+ ჰგავს, ჩამწკრივებული ქვებით ნაშენს; ათასი ფარი+ ჰკიდია მასზე, ვაჟკაცთა მრგვალი ფარები.  შენი ორი ძუძუ+ ორი თიკანია, ქურციკის ნაშობი ტყუპი, შროშნებს+ შორის რომ ძოვენ“.  „სანამ სუნთქავს დღე+ და ქრებიან ჩრდილები, ავალ სმირნას მთაზე და გუნდრუკის გორაზე“.+  „ყოველმხრივ ლამაზი ხარ,+ ჩემო საყვარელო, და უნაკლო.+  ერთად წავიდეთ ლიბანიდან, ჩემო საცოლევ,+ ერთად წავიდეთ ლიბანიდან.+ ჩამოდი ანტილიბანის მწვერვალიდან, სენირის,+ თვით ხერმონის+ მწვერვალიდან, ლომთა ბუნაგებიდან და ჯიქთა მთებიდან.  შენ ამიძგერე გული, ჩემო დაო,+ ჩემო საცოლევ,+ შენ ამიძგერე გული ერთი გამოხედვით+ და შენი მძივის ერთი მარცვლით. 10  რა სასიამოვნოა შენი ალერსი,+ ჩემო დაო, ჩემო საცოლევ! რამდენად სჯობია შენი ალერსი ღვინოს და შენი ზეთების სურნელი — ყველანაირ სურნელებას!+ 11  ბაგეებიდან ფიჭის თაფლი გდის,+ ჩემო საცოლევ! რძე და თაფლი+ გაქვს ენის ქვეშ და შენი ტანსაცმელი ლიბანის სურნელებას+ აფრქვევს. 12  ჩაკეტილი ბაღია ჩემი და,+ ჩემი საცოლე, ჩაკეტილი ბაღია და დალუქული წყარო. 13  შენი კანი ბროწეულების სამოთხეა; იქ არის საუკეთესო ხილი,+ ინა და ნარდი;+ 14  ნარდი+ და ზაფრანა,+ ლერწამი+ და დარიჩინი,+ ყოველგვარი გუნდრუკის ხე, სმირნა და ალოე,+ ყოველგვარი საუკეთესო სურნელება;+ 15  ბაღების წყარო და სუფთა წყლის ჭა,+ ლიბანიდან მოჩუხჩუხე ნაკადულები.+ 16  გაიღვიძე, ჩრდილოეთის ქარო, მოდი, სამხრეთის ქარო!+ დაუბერე ჩემს ბაღში.+ იფრქვეოდეს მისი სურნელება“. „მოვიდეს ჩემი სატრფო თავის ბაღში და ჭამოს საუკეთესო ხილი“.

სქოლიოები