არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ქებათა ქება 3:1—11

3  „ღამ-ღამობით ჩემს საწოლში ვეძებდი ჩემი სულის შეყვარებულს.+ ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე.  გამიშვით, რომ ავდგე და მოვიარო ქალაქი;+ გამიშვით, რომ ქუჩებსა და მოედნებზე+ ვეძებო ჩემი სულის შეყვარებული. ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე.  შემომხვდნენ ქალაქის შემომვლელი გუშაგები;+ ჩემი სულის შეყვარებული ხომ არ გინახავთ-მეთქი?  როგორც კი გავცდი მათ, მაშინვე ვნახე ჩემი სულის შეყვარებული. ხელი წავავლე და არ ვუშვებდი, სანამ არ მივიყვანე დედაჩემის სახლში, მის შიდა ოთახში, ვინც ჩემზე ორსულად იყო.  იერუსალიმის ასულნო, ქურციკებსა და მინდვრის ფურირმებს+ გაფიცებთ,+ ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ სიყვარულს ჩემში, სანამ თავისით არ მოვა!“+  „რა არის ეს, უდაბნოდან რომ მოდის კვამლის სვეტებივით, სმირნის, გუნდრუკისა+ და ვაჭართა ყველანაირი სურნელოვანი ფხვნილის სუნს რომ აფრქვევს?“+  „ეს სოლომონის ტახტია! ისრაელის ვაჟკაცთაგან სამოცი ვაჟკაცი ახვევია გარს;+  ყველას მახვილი უპყრია, ბრძოლაში არიან გაწაფული, ღამის საფრთხის გამო გვერდზე თითოეულს მახვილი ჰკიდია“.+  „ეს მეფე სოლომონის ტახტრევანია, რომელიც ლიბანის ხეებით+ გაიკეთა. 10  სვეტები ვერცხლისა აქვს, საყრდენები — ოქროსი. მისი დასაჯდომი მოშინდისფრო შალისაა და შიგნიდან სიყვარულითაა მორთული იერუსალიმის ასულთა მიერ“. 11  „გადით და ნახეთ, სიონის ასულნო, მეფე სოლომონი თავისი გვირგვინით,+ დედამისმა+ რომ დაუწნა ქორწილის დღეს, მისი გულის სიხარულის დღეს“.+

სქოლიოები