არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 98:1—9

სიმღერა 98  უმღერეთ იეჰოვას ახალი სიმღერა,+ რადგან საოცარი საქმეები მოიმოქმედა.+ მან თავისი მარჯვენით, თავისი წმინდა მკლავით მოიპოვა ხსნა.+   იეჰოვამ ცნობილი გახადა თავისი ხსნა;+ ხალხების თვალწინ გამოავლინა თავისი სიმართლე.+   გაიხსენა, რომ სიკეთესა* და ერთგულებას დაჰპირდა ისრაელის სახლს.+ დედამიწის კიდეებმა იხილეს ხსნა ჩვენი ღვთისგან.+   სიხარულით შეჰყიჟინეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო,+ იმხიარულეთ, სიხარულით შესძახეთ და ქება უმღერეთ.+   ქება უმღერეთ იეჰოვას ქნარით,+ ქება უმღერეთ ქნარით და უგალობეთ.+   საყვირებითა და ბუკის ხმით+ სიხარულით იყიჟინეთ მეფის, იეჰოვას, წინაშე.   იხმაუროს ზღვამ და ყველაფერმა, რაც მასშია,+ მიწამ და მასზე მცხოვრებლებმა!+   ტაში შემოჰკრან მდინარეებმა და ყველა მთამ ერთად შესძახოს სიხარულით+   იეჰოვას წინაშე, რადგან მოვიდა ის დედამიწის გასასამართლებლად!+ ის სიმართლით გაასამართლებს ქვეყნიერებას+ და სამართლიანად — ხალხებს.+

სქოლიოები

იხილეთ 90:14-ის სქოლიო.