არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 97:1—12

97  გამეფდა იეჰოვა!+ გაიხაროს დედამიწამ.+ იმხიარულონ კუნძულებმა.+   ღრუბლებითა და ბინდით არის გარემოცული ღმერთი;+ სიმართლე და სამართლიანობაა მისი ტახტის საფუძველი.+   მის წინ დადის ცეცხლი+ და ყოველ მხარეს შთანთქავს მის მოწინააღმდეგეებს.+   მისმა ელვამ გაანათა მიწა,+ დაინახა დედამიწამ და მწვავე ტკივილები დაეწყო.+   ცვილივით დადნა მთები იეჰოვას,+ მთელი დედამიწის უფლის გამო.+   ცა აცხადებს მის სიმართლეს+ და ყველა ხალხი ხედავს მის დიდებას.+   შერცხვეს ყველა, ვინც ქანდაკებებს ემსახურება,+ ვინც არაფრის მაქნისი ღმერთებით იკვეხნის.+ მდაბლად თაყვანი ეცით მას, ღმერთებო.+   მოისმინა სიონმა და გაიხარა,+ გამხიარულდნენ იუდას პატარა ქალაქები+ შენი სამართლის გამო, იეჰოვა.+   იეჰოვა, შენ უზენაესი ხარ მთელ დედამიწაზე,+ ყველა ღმერთზე მეტად ხარ ამაღლებული.+ 10  იეჰოვას მოყვარულნო,+ შეიძულეთ ბოროტება.+ ის იცავს თავის ერთგულთა სულებს,+ ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.+ 11  სინათლემ გამოანათა მართალთათვის+ და მხიარულებამ — გულმართალთათვის.+ 12  გაიხარეთ იეჰოვათი, მართლებო,+ და მადლობდეთ მის წმინდა სახსენებელს.+

სქოლიოები