არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 96:1—13

96  უმღერეთ იეჰოვას ახალი სიმღერა!+ უმღერეთ იეჰოვას, დედამიწის მკვიდრნო!+   უმღერეთ იეჰოვას, აკურთხეთ მისი სახელი.+ დღითი დღე ახარეთ მისგან ხსნა.+   აუწყეთ მისი დიდება ერებს+ და მისი საოცარი საქმეები — ხალხებს,+   რადგან დიდებულია იეჰოვა+ და დიდად საქები; ყველა ღმერთზე მეტად შიშის მომგვრელია იგი.+   ხალხთა ღმერთები არაფრის მაქნისი ღმერთებია,+ იეჰოვამ კი ზეცა შექმნა.+   ღირსება და ბრწყინვალებაა მის წინაშე,+ ძალა და მშვენიერებაა მის საწმინდარში.+   მიაგეთ იეჰოვას, ხალხთა ტომებო,+ მიაგეთ იეჰოვას დიდება და ძალა!+   მიაგეთ იეჰოვას მისი სახელის დიდება,+ წაიღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.+   მდაბლად თაყვანი ეცით იეჰოვას წმინდა სამოსლით შემოსილებმა;+ თრთოდეთ* მის წინაშე, დედამიწის მკვიდრნო!+ 10  უთხარით ერებს: „გამეფდა იეჰოვა.+ მიწაც დაფუძნდა და არ მოირყევა.+ სიმართლით გამოესარჩლება ის ხალხებს“.+ 11  გაიხაროს ზეცამ და იმხიარულოს დედამიწამ,+ იხმაუროს ზღვამ და ყველაფერმა, რაც მასშია,+ 12  გაიხაროს ტრიალმა მინდორმა და ყველაფერმა, რაც მასზეა.+ ტყის ყველა ხემაც იმხიარულოს+ 13  იეჰოვას წინაშე, რადგან მოვიდა იგი,+ მოვიდა დედამიწის გასასამართლებლად.+ ის სიმართლით გაასამართლებს ქვეყნიერებას+ და ერთგულებით+ — ხალხებს.

სქოლიოები

ან მწვავე ტკივილები გქონდეთ.