არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 95:1—11

95  მოდით, სიხარულით შევძახოთ იეჰოვას!+ სიხარულით შევყიჟინოთ ჩვენი ხსნის კლდეს!+   სამადლობლით წარვდგეთ მისი სახის წინაშე;+ ვუმღეროთ და სიხარულით შევყიჟინოთ მას!+   დიდებული ღმერთია იეჰოვა,+ დიდებული მეფეა, ყველა ღმერთზე აღმატებული.+   მის ხელშია დედამიწის სიღრმეები+ და მისია მთათა მწვერვალები;+   მისია ზღვა, რომელიც თვითონ შექმნა;+ მისმა ხელმა შექმნა ხმელეთი.+   შემოდით, თაყვანი ვცეთ მას და ქედი მოვიხაროთ მის წინაშე;+ მუხლი მოვიყაროთ+ იეჰოვას, ჩვენი შემოქმედის წინაშე!+   ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი საძოვრის ხალხი ვართ და ცხვარი მის ხელში.+ დღეს, თუ მის ხმას მოისმენთ,+   ნუ გაიჯიუტებთ გულებს, როგორც მერიბაში+ და მასაში, უდაბნოში,+   როცა თქვენმა მამა-პაპამ გამომცადა;+ მათ შემამოწმეს და იხილეს ჩემი საქმეები.+ 10  ორმოც წელს მძულდა ეს თაობა+ და ვთქვი: „გულით თვითნება ხალხია+ და არ შეუცვნიათ ჩემი გზა“.+ 11  ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას,+ ვერ შემოვლენ-მეთქი ისინი ჩემს დასვენებაში.+

სქოლიოები