წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 94:1—23

94  შურისმაძიებელო ღმერთო, იეჰოვა,+ შურისმაძიებელო ღმერთო, გამოანათე!+   აღსდექ, დედამიწის მოსამართლევ!+ საზღაური მიაგე ამპარტავნებს.+   როდემდე, იეჰოვა,+ როდემდე უნდა ხარობდნენ ბოროტები?+   სიტყვებს აფრქვევენ, თავშეუკავებლად ლაპარაკობენ;+ ყველა სიავის მქნელი საკუთარი თავით ტრაბახობს.+   შენს ხალხს მუსრავენ, იეჰოვა,+ შენს მემკვიდრეობას ჩაგრავენ.+   ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ,+ უმამო ბავშვებს ხოცავენ,+   ამბობენ: ვერ ხედავსო იაჰი*+ და იაკობის ღმერთი ვერ იგებსო ამას.+   გაიგეთ თქვენ, უგუნურებო.+ სულელებო, როდის გექნებათ წვდომის უნარი?+   განა ვერ მოისმენს ყურის შემქმნელი?!+ თვალის შემქმნელი განა ვერ დაინახავს?!+ 10  განა ვერ შეაგონებს ერების გამომასწორებელი,+ ადამიანებისთვის ცოდნის მიმცემი?!+ 11  იეჰოვამ იცის ადამიანთა ფიქრები, იცის, რომ ერთი ამონასუნთქივითაა ისინი.+ 12  იაჰ, ბედნიერია კაცი, რომელსაც შეცდომაზე მიუთითებ+ და რომელსაც შენს კანონს ასწავლი,+ 13  რათა მოასვენო უბედურების დღეებისგან,+ სანამ ორმო ითხრება ბოროტისთვის.+ 14  იეჰოვა არ მიატოვებს თავის ხალხს,+ არ დატოვებს თავის მემკვიდრეობას.+ 15  ისევ სიმართლეს დაუბრუნდება სამართალი+ და ყველა გულმართალი მას მიჰყვება. 16  ვინ აღუდგება წინ ბოროტმოქმედებს ჩემი გულისთვის?+ ვინ დადგება სიავის მქნელთა წინააღმდეგ ჩემთვის?+ 17  იეჰოვა რომ არ დამხმარებოდა,+ მალევე დამკვიდრდებოდა მდუმარებაში ჩემი სული*.+ 18  როცა ვთქვი, წავფორხილდები-მეთქი,+ იეჰოვა, შენმა სიკეთემ* გამამაგრა.+ 19  როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა,+ შენმა ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს.+ 20  განა შეკრავს შენთან კავშირს ტახტი, რომელიც უბედურებას იწვევს+ და სირთულეებს ქმნის დადგენილებით?+ 21  ისინი სასტიკად ესხმიან თავს მართლის სულს+ და უდანაშაულოს სისხლსაც კი დამნაშავედ აცხადებენ.+ 22  იეჰოვა იქნება ჩემი თავშესაფარი მაღლობზე,+ ჩემი ღმერთი იქნება ჩემი თავშესაფარი კლდე.+ 23  მათ დაუბრუნებს მათივე სიავეს+ და მათივე უბედურებით დაადუმებს.+ იეჰოვა, ჩვენი ღმერთი დაადუმებს მათ.+

სქოლიოები

ეს არის სახელი იეჰოვას შემოკლებული ფორმა, ტეტრაგრამატონი ჲჰვჰ-ს პირველი ორი ასო. იხილეთ დანართი 1ა.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ 90:14-ის სქოლიო.