არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 92:1—15

ფსალმუნი, სიმღერა შაბათისთვის 92  კარგია, ვმადლობდეთ იეჰოვას+ და ქებას ვუმღეროდეთ შენს სახელს, უზენაესო;+   დილით შენს სიკეთეზე* ვლაპარაკობდეთ+ და ღამით — შენს ერთგულებაზე+   ათსიმიანი საკრავისა და ლუტნის თანხლებით+ და ქნარზე აჟღერებული ჰანგით.+   შენ გამახარე, იეჰოვა, შენი საქმეებით; სიხარულით ვყიჟინებ შენი ნახელავის გამო.+   რა დიდებულია შენი საქმეები, იეჰოვა!+ ძალიან ღრმაა შენი აზრები.+   უგუნური ვერ ჩასწვდება მათ+ და სულელი ვერ გაიგებს ამას.+   როცა ბალახივით აღმოცენდებიან ბოროტნი+ და სიავის მქნელნი გაიფურჩქნებიან, სამუდამოდ მოისპობიან ისინი.+   შენ კი, იეჰოვა, ყველაზე აღმატებული ხარ მარადიულად!+   აი შენი მტრები, იეჰოვა,+ დაიღუპებიან შენი მტრები;+ სიავის მქნელნი გაიფანტებიან.+ 10  შენ ამიმაღლებ რქას*, როგორც გარეულ ხარს,+ ახალ ზეთს ვიცხებ.+ 11  თვალს მივადევნებ ჩემს მტრებს,+ ყურით მოვისმენ ჩემ წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედთა დამარცხების ამბავს. 12  პალმასავით გაიფურჩქნება მართალი,+ ლიბანის კედარივით დიდი გაიზრდება.+ 13  გაიფურჩქნებიან იეჰოვას სახლში,+ ღვთის ეზოებში+ დანერგილნი. 14  გაჭაღარავების დროსაც კი გაფურჩქნულნი იქნებიან,+ ძალით სავსენი და ქორფანი,+ 15  რათა აუწყონ, რომ მართალია იეჰოვა.+ ის არის ჩემი კლდე,+ არ არის მასში უმართლობა.+

სქოლიოები

იხილეთ 90:14-ის სქოლიო.
ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.