არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 91:1—16

91  უზენაესის+ საფარში დამკვიდრებული+ ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ დაივანებს.+   ვეტყვი იეჰოვას: „ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ,+ ჩემი ღმერთი ხარ, შენ მოგენდობი“.+   ის დაგიხსნის მონადირის კაკანათისგან,+ უბედურების მომტანი ჭირისგან.+   ფრთებით ჩაკეტავს შენთან მოსასვლელს+ და მის ფრთებქვეშ პოვებ თავშესაფარს.+ მისი ჭეშმარიტება+ დიდი ფარი+ და სიმაგრე იქნება შენთვის.   ვერავითარი საშინელება ვერ შეგაშინებს ღამით,+ ვერც ისარი,+ დღისით რომ მიფრინავს,   ვერც წყვდიადში მოარული ჭირი+ და ვერც განადგურება, შუადღისას რომ ძარცვავს.+   შენ გვერდით დაეცემა ათასი და ათი ათასი — შენ მარჯვნივ, შენ კი არაფერი მოგეკარება.+   მხოლოდ თვალებით შეხედავ+ და დაინახავ ბოროტთა საზღაურს.+   შენ თქვი: იეჰოვააო ჩემი თავშესაფარი,+ და ამგვარად, შენს სამკვიდროდ აქციე უზენაესი;+ 10  უბედურება არ დაგატყდება თავს+ და წყლული ვერ გაეკარება შენს კარავს.+ 11  ის თავის ანგელოზებს უბრძანებს,+ რომ ყველა შენს გზაზე დაგიცვან.+ 12  ხელში აყვანილს გატარებენ,+ რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.+ 13  ლომსა და კობრას გათელავ,+ ფაფრიან ლომსა და დიდ გველს ფეხით შესდგები.+ 14  „რადგან შემიყვარა,+ მეც გადავარჩენ.+ დავიცავ, რადგან გაიგო ჩემი სახელი.+ 15  ის მომიხმობს და მეც ვუპასუხებ.+ მასთან ვიქნები გასაჭირში.+ ვიხსნი და განვადიდებ.+ 16  დღეგრძელობით გავაძღებ+ და ვუჩვენებ ჩემგან ხსნას“.+

სქოლიოები