წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 90:1—17

ჭეშმარიტი ღვთის მსახურის, მოსეს, ლოცვა+ 90  იეჰოვა, შენა ხარ ჩვენი თავშესაფარი+ თაობიდან თაობაში.+   სანამ მთები გაჩნდებოდნენ+ და სანამ დედამიწასა+ და ნაყოფიერ მიწას+ წარმოშობდი თითქოსდა მშობიარობის ტკივილებით, მარადიულად* შენა ხარ ღმერთი.+   კვლავ მტვრად აქცევ მოკვდავ ადამიანს+ და ეტყვი: „მტვერს დაუბრუნდით, ადამიანის ძეებო“.+   შენს თვალში ათასი წელი გუშინდელი, განვლილი დღესავით არის,+ და ღამის ერთ გუშაგობას ჰგავს.+   შენ აღგავე ისინი;+ ძილს დაემსგავსნენ;+ დილაობით მწვანე ბალახივით არიან, რომელიც იცვლება.+   დილით იფურჩქნება, შემდეგ კი იცვლება;+ საღამოს ჭკნება და ხმება.+   შენმა რისხვამ ბოლო მოგვიღო+ და შენმა მრისხანებამ შეგვაძრწუნა.+   შენ წინ დაიდე ჩვენი დანაშაული,+ ჩვენი ფარული საქმეები — შენი მბრწყინავი სახის წინაშე.+   ჩვენი დღეები იწურება შენი რისხვით;+ ამონასუნთქივით ვკარგავთ ჩვენს წლებს.+ 10  ჩვენი დღეების ხანგრძლივობა სამოცდაათი წელია;+ განსაკუთრებული ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცი წელი,+ მაგრამ ისინი გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე;+ სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ.+ 11  ვინ იცის შენი რისხვის ძალა+ და ვინ იცის შენი მრისხანება? ის ისეთივე დიდია, როგორც შიში, რომელსაც შენ მიმართ უნდა ავლენდნენ.+ 12  გვასწავლე, ისე დავითვალოთ ჩვენი დღეები,+ რომ ბრძენი გული შევიძინოთ.+ 13  დაბრუნდი, იეჰოვა!+ როდემდე?+ შეიბრალე შენი მსახურები!+ 14  შენი სიკეთით*+ გაგვაძღე დილაობით, რათა სიხარულით ვიყიჟინოთ და გავიხაროთ მთელი ჩვენი დღენი.+ 15  იმდენ ხანს გაგვახარე, რამდენ ხანსაც შეგვაჭირვე,+ რამდენი წელიც უბედურებას ვიტანდით.+ 16  იხილონ შენი საქმენი შენმა მსახურებმა+ და შენი სიდიადე — მათმა ძეებმა.+ 17  ჩვენთვის იყოს იეჰოვას, ჩვენი ღვთის, მშვენება;+ ჩვენი ნახელავი ჩვენთვის განამტკიცე;+ განამტკიცე ჩვენი ნახელავი.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — უსასრულობიდან უსასრულობამდე.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.