წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 9:1—20

გუნდის ხელმძღვანელს: მუთ-ლაბენი*. დავითის სიმღერა א [ალეფ] 9  მთელი გულით შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,+ და ყველა შენს საოცარ საქმეს ვაუწყებ!+   შენით ვიხარებ და ვიმხიარულებ,+ ქებას ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო.+ ב [ბეთ]   როცა ჩემი მტრები მობრუნდებიან,+ წაბორძიკდებიან და დაიღუპებიან შენ წინაშე.+   შენ გამიჩინე სამართალი და განიხილე ჩემი საქმე,+ შენ ზიხარ ტახტზე და სიმართლით ასამართლებ.+ ג [გიმელ]   შენ კიცხავ ხალხებს+ და ანადგურებ ბოროტს;+ სამუდამოდ შლი მათ სახელს.+   დასასრულს მიუახლოვდა მტრის გაპარტახება,+ ასევე ქალაქებისა, შენ რომ ამოძირკვე;+ გაქრება მათი სახსენებელი.+ ה [ჰე]   იეჰოვა კი მარადიულად იმეფებს,+ თავისი ტახტი გასასამართლებლად ექნება განმტკიცებული.+   ის სიმართლით გაასამართლებს მთელ ქვეყნიერებას;+ სიმართლით გაასამართლებს ერებს.+ ו [ვავ]   იეჰოვა იქნება თავშესაფარი მაღლობზე ყოველი დაჩაგრულისთვის,+ მაღლობზე მდებარე თავშესაფარი გაჭირვების დროს.+ 10  შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი,+ რადგან შენ არ მიატოვებ შენს მაძიებლებს, იეჰოვა.+ ז [ზაინ] 11  ქება უმღერეთ იეჰოვას, რომელიც სიონში მკვიდრობს!+ აუწყეთ ხალხებს მისი საქმეები!+ 12  როცა ის სისხლისმღვრელებს+ ეძებს, ახსოვს დაჩაგრულები;+ ის არ დაივიწყებს მათ ღაღადს.+ ח [ხეთ] 13  წყალობა მიყავი, იეჰოვა! დაინახე, რა გაჭირვებაში ვარ ჩემს მოძულეთა გამო!+ შენ გამოგყავარ სიკვდილის კარიბჭეებიდან,+ 14  რათა ვაუწყო შენი სანაქებო საქმეები+ სიონის ასულის+ კარიბჭეებთან+ და გავიხარო შენგან ხსნით.+ ט [ტეთ] 15  თავიანთივე ამოთხრილ ორმოში ჩაცვივდნენ ხალხები,+ თავიანთივე დამალულ ბადეში+ გაებათ ფეხი.+ 16  იეჰოვა ცნობილია იმ განაჩენით, რომელიც აღასრულა.+ ბოროტი თავისივე ხელის ნამოქმედარმა გააბა მახეში.+ ჰიგაიონი*. სელა. י [ჲოდ] 17  სამარეში*+ ჩავა ბოროტი+ ხალხი, ყველა ერი, რომელმაც ღმერთი დაივიწყა.+ 18  ყოველთვის არ იქნება საწყალი დავიწყებული;+ არასოდეს გაქარწყლდება თვინიერთა იმედი.+ כ [ქაფ] 19  აღსდექ, იეჰოვა! ნუ იქნება მოკვდავი უფრო ძლიერი.+ გასამართლდნენ ხალხები შენ წინაშე.+ 20  შიში ჩაუნერგე მათ, იეჰოვა,+ რათა იცოდნენ ხალხებმა, რომ მოკვდავნი არიან.+ სელა.

სქოლიოები

უცნობი მნიშვნელობის ებრაული გამოთქმა, რომელსაც ზოგჯერ თარგმნიან, როგორც „ვაჟის სიკვდილზე“.
ებრაული მუსიკალური ტერმინი, რომლის მნიშვნელობაც გაურკვეველია.
იხილეთ 6:5-ის სქოლიო.