წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 89:1—52

მასქილი. ეზრახელი ეთანის+ ფსალმუნი 89  იეჰოვას მიერ გამოვლენილ სიკეთეზე* ვიმღერებ მარადიულად,+ თაობიდან თაობაში ვაუწყებ შენს ერთგულებას ჩემი ბაგით.+   ვთქვი: „მარადიულად გასტანს სიკეთე,+ ცაში გაქვს განმტკიცებული შენი ერთგულება“.+   «შეთანხმება დავუდე ჩემს რჩეულს,+ შევფიცე ჩემს მსახურს, დავითს:+   „სამარადისოდ განვამტკიცებ შენს შთამომავალს+ და თაობიდან თაობამდე დავადგენ შენს ტახტს“».+ სელა.   ზეცა შეასხამს ხოტბას შენს საოცარ საქმეს, იეჰოვა,+ და შენს ერთგულებას წმინდათა კრებულში.   ვინ შეედრება ზეცაში იეჰოვას?+ ვინ შეედრება იეჰოვას ღვთის ძეებს* შორის?+   ღვთის შიში უნდა ჰქონდეთ წმინდებს, ახლოს რომ არიან მასთან.+ დიდებული და შიშის მომგვრელია ის მის ირგვლივ მყოფთა შორის.+   იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო,+ ვინ არის შენსავით ძლიერი, იაჰ*?+ ყოველმხრივ ერთგული ხარ.+   შენ მართავ ზღვის აქოჩრილ ტალღებს+ და მის აღმართულ ტალღებს შენ ამშვიდებ.+ 10  შენ ისე შემუსრე რახაბი,+ რომ მოკლულს დაამსგავსე.+ ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები.+ 11  შენია ცა+ და შენია დედამიწა;+ შენ დააფუძნე მიწა და ყველაფერი,+ რაც მასზეა.+ 12  შენ შექმენი ჩრდილოეთი და სამხრეთი,+ თაბორი+ და ხერმონი+ სიხარულით ყიჟინებენ და აქებენ შენს სახელს.+ 13  შენი მკლავი ძლევამოსილია,+ ძლიერია შენი ხელი;+ ამაღლებულია შენი მარჯვენა.+ 14  სიმართლე და სამართლიანობაა შენი ტახტის საფუძველი;+ შენ წინაშე დგანან სიკეთე და ჭეშმარიტება.+ 15  ბედნიერია მხიარულად მოყიჟინე ხალხი.+ იეჰოვა, შენი სახის ნათელში დადიან ისინი.+ 16  შენი სახელით ხარობენ მთელი დღე+ და შენი სიმართლით არიან ამაღლებულნი.+ 17  შენა ხარ მათი ძალის მშვენება,+ შენი კეთილგანწყობის გამო გვაქვს რქა* ამაღლებული.+ 18  იეჰოვას ეკუთვნის ჩვენი ფარი+ და ჩვენი მეფე — ისრაელის წმინდას.+ 19  მაშინ შენ ხილვაში ელაპარაკე შენს ერთგულებს+ და უთხარი: «შველა ვუბოძე ძლიერს,+ ხალხში ავამაღლე რჩეული.+ 20  ვპოვე დავითი, ჩემი მსახური,+ ჩემი წმინდა ზეთით ვცხე იგი.+ 21  მასთან მტკიცედ იქნება ჩემი ხელი,+ მას გააძლიერებს ჩემი მკლავი.+ 22  მტერი ვერაფერს გამოსძალავს მას+ და ვერც უმართლობის ძე დაჩაგრავს.+ 23  მის წინაშე შევმუსრე მისი მტრები,+ დავარტყი მის მოძულეებს.+ 24  მასთანაა ჩემი ერთგულება და ჩემი სიკეთე,+ ჩემი სახელით არის მისი რქა ამაღლებული.+ 25  ზღვაზე გადავაწვდენინე ხელი+ და მდინარეზე — მარჯვენა.+ 26  ის შემომძახის: „შენ მამაჩემი ხარ,+ ჩემი ღმერთი+ და ჩემი ხსნის კლდე“.+ 27  დავაყენებ მას, როგორც პირმშოს,+ ყველაზე ამაღლებული მეყოლება დედამიწის მეფეთა შორის.+ 28  მარადიულად შევუნახავ ჩემს სიკეთეს+ და ჩემი შეთანხმება სანდო იქნება მისთვის.+ 29  სამუდამოდ დავაფუძნებ მის შთამომავალს,+ მანამ იდგება მისი ტახტი, ვიდრე ცა არსებობს.+ 30  თუ მისი ძეები მიატოვებენ ჩემს კანონს+ და არ ივლიან ჩემი სამართლით,+ 31  თუ შებღალავენ ჩემს წესებს და არ დაიცავენ ჩემს მცნებებს, 32  მაშინ ჯოხით მოვკითხავ პასუხს ცოდვებისთვის+ და დარტყმებით — დანაშაულისთვის.+ 33  მაგრამ არ მოვუშლი ჩემს სიკეთეს მას+ და არ ვუღალატებ ჩემს ერთგულებას;+ 34  არ შევბღალავ ჩემს შეთანხმებას+ და ჩემი პირით ნათქვამს არ შევცვლი.+ 35  ერთხელ დავიფიცე ჩემი სიწმინდით,+ ტყუილს არ ვეტყვი დავითს.+ 36  მარადიულად იარსებებს მისი შთამომავალი+ და მისი ტახტი — როგორც მზე ჩემ წინაშე.+ 37  მარადიულად იქნება დაფუძნებული მთვარესავით, ერთგული მოწმესავით, ზეცაში რომ არის». სელა. 38  მაგრამ შენ მიაგდე და შეიჯავრე,+ განრისხდი შენს ცხებულზე.+ 39  უგულებელყავი შენს მსახურთან დადებული შეთანხმება, მიწამდე დაამცირე მისი გვირგვინი.+ 40  შენ დაუნგრიე მას ქვით ნაშენი ფარეხები;+ ნანგრევებად უქციე სიმაგრეები.+ 41  ვინც გზად ჩაუარა, ყველამ გაძარცვა იგი;+ შეურაცხყოფილი გახდა მეზობლებისგან.+ 42  შენ აუმაღლე მის მტრებს მარჯვენა,+ გაახარე ყველა მისი მტერი.+ 43  კვლავ დაუპირისპირდი მის მახვილს+ და არ გაამარჯვებინე ბრძოლაში.+ 44  შენ დაუკარგე მას ბრწყინვალება+ და მიწას დაანარცხე მისი ტახტი.+ 45  შენ შეუმოკლე ახალგაზრდობის დღეები, შემოსე ის სირცხვილით.+ სელა. 46  იეჰოვა, როდემდე იქნები დამალული? სამარადისოდ?+ კვლავ ცეცხლივით იგიზგიზებს შენი რისხვა?+ 47  გაიხსენე ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა.+ ნუთუ ამაოებისთვის შექმენი ადამიანის ძეები?!+ 48  რომელი ცოცხალი კაცი არ იხილავს სიკვდილს?+ დაიხსნის თავის სულს* სამარის* ხელიდან?!+ სელა. 49  სად არის შენი უწინდელი სიკეთე, იეჰოვა, რომელზეც დავითს შეჰფიცე შენი ერთგულებით?+ 50  გაიხსენე, იეჰოვა, შენი მსახურის შეურაცხყოფა,+ როგორ ვატარებდი უბით შეურაცხყოფას ყველა ხალხისგან,+ 51  როგორ შეურაცხყოფენ შენი მტრები, იეჰოვა,+ როგორ შეურაცხყოფენ შენი ცხებულის ნაკვალევს.+ 52  მარადიულად კურთხეული იყოს იეჰოვა. ამინ*! ამინ!+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.
ანუ ანგელოზებს შორის.
ეს არის სახელი იეჰოვას შემოკლებული ფორმა, ტეტრაგრამატონი ჲჰვჰ-ს პირველი ორი ასო. იხილეთ დანართი 1ა.
იხილეთ 75:4-ის სქოლიო.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ 86:13-ის სქოლიო სამარესთან.
იხილეთ 72:19-ის სქოლიო.