წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 88:1—18

კორახის ძეების სიმღერა, ფსალმუნი. გუნდის ხელმძღვანელს: მახალათი, რიგ-რიგობით სამღერად. ეზრახელი ჰემანის+ მასქილი 88  იეჰოვა, ჩემი ხსნის ღმერთო,+ დღისით შემოგღაღადებ+ და ღამითაც შენ მოგიხმობ.+   შენ წინაშე მოვა ჩემი ლოცვა.+ ყური მოაპყარი ჩემს მუდარას.+   ეყო უბედურება ჩემს სულს,+ ჩემი სიცოცხლე სამარის* პირასაა.+   საფლავში* ჩამსვლელთა შორის შევირაცხე;+ დაუძლურებულ ვაჟკაცს დავემსგავსე,+   მკვდარივით გათავისუფლებულს,+ საფლავში მწოლიარე მოკლულს,+ რომელიც აღარ გახსოვს და რომელიც მოშორებულია შენს მშველელ ხელს.+   შენ ჩამაგდე ძალიან ღრმა ორმოში, ბნელ ადგილებში, დიდ უფსკრულში.+   ჩემზე გადმოანთხიე რისხვა+ და შენი ზვირთებით შემავიწროვე.+ სელა.   ნაცნობები ჩამომაშორე,+ მათთვის სისაძაგლედ მაქციე.+ შებოჭილი ვარ და ვეღარ ვინძრევი.+   თვალი დამისუსტდა გაჭირვებისგან.+ მთელი დღე შენ მოგიხმობ, იეჰოვა,+ შენკენ ვიწვდი ხელებს.+ 10  განა სასწაულს მოახდენ მკვდართათვის?!+ განა წამოდგებიან უსიცოცხლონი+ და ხოტბას შეგასხამენ?!+ სელა. 11  განა გააცხადებენ შენს სიკეთეს* საფლავში და შენს ერთგულებას — ხრწნის ადგილზე?!+ 12  განა გაიგებენ შენს სასწაულს სიბნელეში+ ან შენს სიმართლეს — დავიწყების ქვეყანაში?!+ 13  შენ გთხოვ შველას, იეჰოვა,+ და შენ გეგებება დილაობით ჩემი ლოცვა.+ 14  იეჰოვა, რატომ მიაგდე ჩემი სული?+ რატომ მიმალავ სახეს?+ 15  ბავშვობიდან მოყოლებული დაჩაგრული ვარ და არაერთხელ ვყოფილვარ სიკვდილის პირას;+ გადატანილი მაქვს შენგან მოვლენილი საშინელებები.+ 16  თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ,+ შენმა შიშის ზარმა დამადუმა.+ 17  მთელი დღე გარს მივლიან წყალივით,+ ერთბაშად შემომერტყნენ. 18  შენ განმაშორე ჩემი მეგობარი და ახლობელი;+ სიბნელეა ჩემი ნაცნობი.+

სქოლიოები

იხილეთ 86:13-ის სქოლიო სამარესთან.
სიტყვასიტყვით — ორმოში.
იხილეთ 86:5-ის სქოლიო.