წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 85:1—13

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების ფსალმუნი. სიმღერა 85  იეჰოვა, შენ მოიწონე შენი ქვეყანა;+ დააბრუნე იაკობიდან წაყვანილი ტყვეები.+   შენ აპატიე შენს ხალხს დანაშაული;+ დაფარე ყველა მათი ცოდვა.+ სელა.   შენ შეაკავე მთელი შენი რისხვა;+ დააცხრე შენი რისხვის ალი.+   შეგვკრიბე და დაგვაბრუნე, ჩვენი ხსნის ღმერთო,+ და ნუღარ განგვირისხდები.+   ნუთუ მარადიულად იქნები განრისხებული ჩვენზე?!+ ნუთუ თაობიდან თაობაში გასტანს შენი რისხვა?!+   ნუთუ აღარ გამოგვაცოცხლებ,+ რათა შენით გაიხაროს შენმა ხალხმა?!+   გვიჩვენე შენი სიკეთე*, იეჰოვა,+ და გვიხსენი.+   მოვისმენ, რასაც ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა, ილაპარაკებს,+ რადგან მშვიდობას აუწყებს თავის ხალხს+ და თავის ერთგულებს. ნუღარ გახდებიან ისინი თავდაჯერებულები.+   მის მოშიშთათვის არ დააყოვნებს მისგან ხსნა,+ რათა დიდება დამკვიდრდეს ჩვენს ქვეყანაში.+ 10  სიკეთე და ჭეშმარიტება შეხვდნენ ერთმანეთს,+ სიმართლემ და მშვიდობამ ერთმანეთი გადაკოცნეს.+ 11  ჭეშმარიტება აღმოცენდება დედამიწიდან+ და სიმართლე გადმოიხედავს ზეციდან.+ 12  იეჰოვა მოგვცემს ყოველივე კარგს+ და ჩვენი მიწა მოგვცემს მოსავალს.+ 13  მის წინაშე ივლის სიმართლე+ და მის ნაკვალევზე გავლით გზას გაკვალავს.+

სქოლიოები

იხილეთ 77:8-ის სქოლიო.