წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 84:1—12

გუნდის ხელმძღვანელს: გითითი.+ კორახის ძეების ფსალმუნი. სიმღერა 84  როგორ მიყვარს შენი დიდებული კარავი,+ ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა!+   იეჰოვას ეზოებს ნატრობს და მათთვის ილევა ჩემი სული.+ ჩემი გული და სხეული სიხარულით შესძახებს ცოცხალ ღმერთს.+   ჩიტმაც კი იპოვა ბინა და მერცხალმა — ბუდე, სადაც თავის პატარებს სხამს, შენს დიდებულ სამსხვერპლოსთან, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, ჩემო მეფეო და ჩემო ღმერთო!   ბედნიერნი არიან შენს სახლში მცხოვრებნი!+ განუწყვეტლივ გაქებენ ისინი.+ სელა.   ბედნიერია ხალხი, რომელთა ძალაც შენშია,+ რომელთაც შენი სახლისკენ მიმავალი გზისკენ მიუწევთ გული.+   მიდიან ბაქა-ბუჩქებით* დაფარული ველების გავლით+ და წყაროდ აქცევენ მათ; კურთხევებით იმოსება მოძღვარი.+   ივლიან და მოემატებათ მაცოცხლებელი ძალა.+ თითოეული მიდის ღვთის წინაშე სიონში.+   იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო, შეისმინე ჩემი ლოცვა,+ ყური მომაპყარი, იაკობის ღმერთო.+ სელა.   დაინახე, ჩვენო ფარო, ღმერთო,+ და შეხედე შენი ცხებულის სახეს.+ 10  ერთი დღე შენს ეზოებში სხვაგან გატარებულ ათასს სჯობია.+ ჩემი ღვთის სახლის ზღურბლზე დგომა ვარჩიე+ ბოროტების კარვებში ყოფნას.+ 11  მზე+ და ფარია+ იეჰოვა ღმერთი, წყალობასა და დიდებას იძლევა იგი;+ იეჰოვა კარგს არ დაუკავებს უბიწოდ მავალთ.+ 12  ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, ბედნიერია კაცი, რომელიც შენზეა მონდობილი.+

სქოლიოები

„ბაქა“ ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაციაა. მნიშვნელობა უცნობია.