წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 83:1—18

სიმღერა, ასაფის ფსალმუნი+ 83  ღმერთო, ნუ დადუმდები,+ ნუ გაჩუმდები და ნუ გაჩერდები, ღმერთო!+   აი, ყაყანებენ შენი მტრები+ და თავი წამოყვეს შენმა მოძულეებმა.+   შენი ხალხის წინააღმდეგ ცბიერულად თათბირობენ+ და შენთან შეფარებულთა წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ;+   ამბობენ: მოდით და აღვგავოთო ეს ერი,+ რათა აღარ იხსენიებოდეს ისრაელის სახელი.+   ერთსულოვნად თათბირობენ მთელი გულით;+ შენ წინააღმდეგ დებენ შეთანხმებას+   ედომის+ კარვები და ისმაელელები, მოაბი+ და აგრელები,+   გებალი, ამონი+ და ამალეკი, ფილისტიმი+ და ტვიროსის+ მკვიდრნი.   ასურეთიც შეუერთდა მათ,+ მხარს უჭერენ ლოტის ძეებს*.+ სელა.   ისე მოექეცი მათ, როგორც მიდიანს,+ როგორც სისერას,+ როგორც იაბინს+ კიშონის ხევში.+ 10  მოისპნენ ისინი ენ-დორში;+ ნაკელად იქცნენ მიწისათვის.+ 11  იგივე უყავი მათ წარჩინებულებს, რაც ორებსა და ზეებს,+ და მათ მთავრებს, რაც ზებახსა და ცალმუნას,+ 12  რომლებიც ამბობდნენ: დავეუფლოთო ღვთის საცხოვრებელს.+ 13  ჩემო ღმერთო, ქარისგან ატაცებულ ნარს დაამსგავსე ისინი+ და ნამჯას ქარში.+ 14  როგორც ცეცხლი წვავს ტყეს+ და ალი ბუგავს მთებს,+ 15  ისე დაედევნე მათ შენი ქარიშხლით+ და შეაძრწუნე შენი ქარტეხილით.+ 16  სახე სირცხვილით დაუფარე,+ რათა ხალხმა ეძებოს შენი სახელი, იეჰოვა.+ 17  შერცხვნენ და შეძრწუნდნენ სამარადისოდ,+ დამდაბლდნენ და განადგურდნენ,+ 18  რათა იცოდეს ხალხმა,+ რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა,+ მხოლოდ შენა ხარ უზენაესი+ მთელ დედამიწაზე!+

სქოლიოები

იგულისხმება 6-ე და 7-ე მუხლებში მოხსენიებული მოაბელები და ამონელები.