არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

აირჩიეთ ენა ქართული

ფს. 81:1—16

გუნდის ხელმძღვანელს: გითითი.+ ასაფის ფსალმუნი 81  სიხარულით შესძახეთ ღმერთს, ჩვენს ძალას,+სიხარულით შეჰყიჟინეთ იაკობის ღმერთს!+   სიმღერა შემოსძახეთ+ და აიღეთ დაირა+ტკბილხმოვან ქნართან და სხვა სიმებიან საკრავთან ერთად.+   ახალმთვარობისას ჩაჰბერეთ საყვირს;+ჩაჰბერეთ საყვირს სავსემთვარობის სადღესასწაულოდ,+   რადგან ეს არის წესი ისრაელისთვის,+იაკობის ღვთის დადგენილება.   შეხსენებად დაუდო ეს იოსებს,+როცა ის ეგვიპტიდან გამოვიდა.+მესმოდა ენა, რომელიც არ ვიცოდი.+   „მხრიდან ჩამოვხსენი ტვირთი,+კალათის ტარებისგანაც კი გავუთავისუფლე ხელი.+   გასაჭირში მომიხმე და გიხსენი;+ქუხილის სამალავიდან გიპასუხე;+მერიბას წყალთან გამოგცადე.+ სელა.   მომისმინე, ჩემო ხალხო, და შენ წინააღმდეგ დავამოწმებ,+ისრაელო, თუ მომისმენ.+   არ იქნება შენში უცხო ღმერთი+და არ იქნები უცხო ღვთის თაყვანისმცემელი.+ 10  მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი,+ეგვიპტიდან შენი გამომყვანი.+პირი გააღე და გაგივსებ მას.+ 11  მაგრამ არ მოუსმინა ჩემმა ხალხმა ჩემს ხმას,+არ მოინდომა ჩემი მორჩილება ისრაელმა.+ 12  მეც მივუშვი ისინი, რომ ევლოთ თავიანთი ჯიუტი გულით;+საკუთარი ზრახვებით დადიოდნენ.+ 13  ნეტავ ჩემთვის მოესმინა ჩემს ხალხს+და ჩემი გზით ევლო ისრაელს!+ 14  ადვილად დავიმორჩილებდი მათ მტრებს+და მათ მოწინააღმდეგეებზე აღვმართავდი ხელს.+ 15  იეჰოვას მოძულენი მას ფეხქვეშ გაეგებიან,+მარადიულად გაგრძელდება მათი დრო. 16  ის საუკეთესო ხორბლით გამოკვებავს მას+და კლდიდან ამოღებული თაფლით გააძღებს“.+

სქოლიოები