არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

აირჩიეთ ენა ქართული

ფს. 80:1—19

ხელმძღვანელს: შროშნები.+ შეხსენება. ასაფის ფსალმუნი.+ სიმღერა 80  ისრაელის მწყემსო, ყური მოგვაპყარი;+შენ, ვინც ისე მიუძღვები იოსებს, როგორც ფარას;+გამოანათე+ ქერუბიმებზე+ მჯდომარევ!   გამოავლინე შენი ძლევამოსილება ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე+და მოდი ჩვენ სახსნელად.+   ღმერთო, დაგვაბრუნე,+სახე გაინათე, რომ გადავრჩეთ.+   იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო, როდემდე უნდა განრისხებდეს შენი ხალხის ლოცვა?+   ცრემლიან პურს აჭმევ მათ+და ცრემლებს ცრემლებზე ასმევ.+   დავის მიზეზად გვაქციე მეზობლებს შორის,+და როგორც სურთ, ისე დაგვცინიან ჩვენი მტრები.+   ლაშქართა ღმერთო, დაგვაბრუნე,+სახე გაინათე, რომ გადავრჩეთ.+   შენ წამოიღე ვაზი ეგვიპტიდან+და შენ აძევებდი ხალხებს, რომ დაგერგა იგი.+   შენ მოუსუფთავე მას ადგილი,+ რათა ფესვი გაედგა და გაევსო ქვეყანა.+ 10  მთები დაფარა მისმა ჩრდილმა,ღვთის კედრები — მისმა ლერწებმა.+ 11  ზღვამდე გაშალა ლერწები+და მდინარემდე* — ყლორტები.+ 12  რატომ დაუნგრიე მას ქვის კედლები?+რატომ კრეფს მას ყოველი გზაზე გამვლელი?+ 13  ტყის ტახი ჭამს მას+და მინდვრის ცხოველები საზრდოობენ მისით.+ 14  გთხოვთ, დაბრუნდი, ლაშქართა ღმერთო,+გადმოიხედე ზეციდან, დაინახე, იზრუნე ამ ვაზზე+ 15  და მის ძირზე, რაც შენმა მარჯვენამ დარგო.+მოხედე ძეს, რომელიც შენთვის გააძლიერე.+ 16  მოჭრილია ის და ცეცხლშია დამწვარი.+შენი სახისგან გაკიცხულნი იღუპებიან.+ 17  შენი ხელი იყოს კაცზე, შენ მარჯვნივ რომ არის,+კაცის ძეზე, რომელიც შენთვის გააძლიერე.+ 18  ზურგს არ შეგაქცევთ.+შეგვინარჩუნე სიცოცხლე, რათა მოვუხმოთ შენს სახელს.+ 19  იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო, დაგვაბრუნე,+სახე გაინათე, რომ გადავრჩეთ.+

სქოლიოები

ანუ ევფრატამდე.