წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 8:1—9

გუნდის ხელმძღვანელს: გითითი*.+ დავითის სიმღერა 8  ო, იეჰოვა, ჩვენო უფალო, რა დიდებულია შენი სახელი მთელ დედამიწაზე!+ შენს ღირსებას აუწყებენ ცის ზემოთ!+   ბავშვებისა და ჩვილების პირით აჩვენე ძალა+ მათ, ვინც გმტრობს,+ რათა ბოლო მოუღო შენს მტერს და შურისმაძიებელს.+   როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს,+ მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი,+   ვფიქრობ: რა არის მოკვდავი კაცი,+ რომ გახსოვს,+ ანდა მისი ძე, რომ ზრუნავ მასზე?+   ღვთის მსგავსებზე* ოდნავ დაბლა დააყენე იგი,+ ხოლო შემდეგ დიდებისა+ და სიდიადის გვირგვინი დაადგი.+   შენს ნახელავზე გააბატონე+ და ყოველივე მის ფეხქვეშ მოაქციე:+   ყველა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი,+ ტრიალი მინდვრის მხეცები,+   ცის ფრინველები და ზღვის თევზები,+ ყველაფერი, რაც ზღვის ბილიკებს გადის.+   იეჰოვა, ჩვენო უფალო, რა დიდებულია შენი სახელი მთელ დედამიწაზე!+

სქოლიოები

ებრაული მუსიკალური ტერმინი, რომლის მნიშვნელობაც გაურკვეველია.
ანუ ანგელოზებზე.