წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 78:1—72

მასქილი. ასაფის ფსალმუნი+ 78  ყური უგდე ჩემს კანონს, ჩემო ხალხო,+ ყური მოაპყარი ჩემი პირით ნათქვამ სიტყვებს.+   იგავით გავხსნი ბაგეს,+ წარმოვთქვამ ძველ გამოცანებს,+   მოსმენილსა და ნაცნობს,+ ჩვენი მამების მონაყოლს.+   არ დაგვიმალავს ისინი მათი ძეებისგან,+ ვუამბობდით მომავალ თაობას+ იეჰოვას ქება-დიდების, მისი ძალისა+ და იმ საოცრებების შესახებ, მან რომ მოიმოქმედა.+   შეხსენება მისცა მან იაკობს+ და კანონი დაადგინა ისრაელში;+ უბრძანა ჩვენს მამა-პაპას,+ ეუწყებინათ ის თავიანთი ძეებისთვის,+   რათა მომავალ თაობას, ძეებს, რომლებიც უნდა დაბადებულიყვნენ, სცოდნოდათ ეს,+ ამდგარიყვნენ და მათაც მოეყოლათ თავიანთი ძეებისთვის;+   იმედი დაემყარებინათ ღმერთზე,+ არ დაევიწყებინათ ღვთის საქმეები+ და დაეცვათ მისი მცნებები.+   ისინი არ უნდა დამსგავსებოდნენ თავიანთ მამა-პაპას,+ ჯიუტ და ურჩ თაობას,+ თაობას, რომელმაც გული არ მოიმზადა+ და არ იყო ღვთისადმი ერთგული.+   ეფრემის ძეებმა, შეიარაღებულმა მშვილდოსნებმა,+ უკან დაიხიეს ბრძოლის დღეს.+ 10  არ დაიცვეს ღვთის შეთანხმება+ და არ დადიოდნენ მისი კანონით.+ 11  მათ დაივიწყეს მისი ნამოქმედარი+ და მისი საოცარი საქმეები, მათ რომ აჩვენა.+ 12  მათი მამა-პაპის თვალწინ სასწაულები მოიმოქმედა+ ეგვიპტის მიწაზე,+ ცოანის+ ველზე. 13  ზღვა გაყო, რომ გაეტარებინა ისინი+ და წყლები კედლებად აღმართა.+ 14  დღისით ღრუბლით მიუძღოდა,+ ღამით კი — ცეცხლის შუქით.+ 15  კლდეები გაყო უდაბნოში,+ რომ დაერწყულებინა ისინი, თითქოს ღრმა წყლის წყაროებიდან.+ 16  კლდიდან გადმოაჩქეფა ნაკადები+ და მდინარეებად ადინა წყალი.+ 17  მაგრამ კიდევ უფრო მეტად სცოდავდნენ მას,+ ეურჩებოდნენ უზენაესს უწყლო მხარეში.+ 18  გამოსცადეს ღმერთი თავიანთ გულში,+ თავიანთი სულისთვის ითხოვდნენ საჭმელს.+ 19  ღვთის წინააღმდეგ ალაპარაკდნენ,+ ამბობდნენ: განა შეუძლია ღმერთს, სუფრა გაგვიშალოსო უდაბნოში?!+ 20  აი, დაჰკრა კლდეს,+ რომ წყალს გადმოეხეთქა და მდინარეებს ედინა.+ „განა შეუძლია მას, პური მოგვცეს+ ან საჭმელი მოუმზადოს თავის ხალხს?!“+ 21  ეს რომ მოისმინა, ძლიერ განრისხდა იეჰოვა.+ ცეცხლი აინთო იაკობის წინააღმდეგ+ და რისხვის ალი ავარდა ისრაელზე,+ 22  რადგან არ ირწმუნეს ღმერთი+ და არ ჰქონდათ მისგან ხსნის იმედი.+ 23  უბრძანა ღრუბლიან ცას და გახსნა ზეცის კარები.+ 24  მანანას აწვიმებდა საჭმელად,+ ციური მარცვალი მისცა მათ.+ 25  ძლიერთა პურს ჭამდა ხალხი;+ საჭმელს უგზავნიდა გასაძღომად.+ 26  აღმოსავლეთის ქარი აღძრა ცაში+ და სამხრეთის ქარი წარმართა თავისი ძალით.+ 27  აწვიმა საჭმელი მტვერივით ბევრი,+ ფრთოსნები — ზღვის ქვიშასავით.+ 28  მისი ბანაკის შუაგულში ეცემოდნენ,+ მისი კარვების გარშემო.+ 29  ძღომამდე ჭამდნენ+ და რასაც მოისურვებდნენ, იმას აძლევდა მათ.+ 30  კიდევ უფრო მეტი უნდოდათ და საჭმელი ჯერ კიდევ პირში ჰქონდათ,+ 31  როცა აინთო ღვთის რისხვა მათზე+ და შეუდგა მათ შორის ძლიერთა ხოცვას;+ დაამხო ისრაელის ჭაბუკები. 32  მაინც უფრო მეტად სცოდავდნენ ისინი,+ არ ირწმუნეს მისი საოცარი საქმეები.+ 33  ამონასუნთქივით გააქრო მან მათი დღეები+ და შფოთით დაასრულებინა წლები. 34  როცა ხოცავდა, მაშინ მიმართავდნენ მას,+ უბრუნდებოდნენ და ეძებდნენ ღმერთს.+ 35  ახსენდებოდათ, რომ ღმერთი იყო მათი კლდე+ და უზენაესი ღმერთი იყო შურისმაძიებელი მათთვის.+ 36  თავიანთი ბაგით ცდილობდნენ მის მოტყუებას+ და თავიანთი ენით — მისთვის სიცრუის თქმას.+ 37  მტკიცე არ იყო მათი გული+ და მის შეთანხმებას არ უერთგულეს.+ 38  ის კი გულმოწყალებას ავლენდა,+ ფარავდა მათ დანაშაულს+ და არ ანადგურებდა მათ;+ მრავალჯერ შეიკავა ბრაზი+ და არ გამოავლინა მთელი თავისი რისხვა. 39  ახსოვდა, რომ ხორციელნი იყვნენ,+ რომ გამოდის სული და უკან აღარ ბრუნდება.+ 40  რამდენჯერ ეურჩნენ უდაბნოში,+ გაანაწყენეს იგი უკაცრიელ ადგილზე!+ 41  კვლავ და კვლავ სცდიდნენ ღმერთს,+ ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას.+ 42  არ ახსოვდათ მისი ხელი,+ დღე, როცა მტრისგან გამოისყიდა ისინი;+ 43  როგორ მოახდინა ნიშნები ეგვიპტეში+ და სასწაულები — ცოანის ველზე;+ 44  როგორ აქცია სისხლად ნილოსის არხები,+ რომ ვეღარ დაელიათ მისი ნაკადებიდან.+ 45  ბუზანკალი შეუსია, რომ გადაეჭამათ ისინი,+ და ბაყაყები — რომ მოესპოთ ისინი.+ 46  ტარაკნებს მისცა მათი მოსავალი და კალიებს — მათი ნაშრომი.+ 47  სეტყვით გაუნადგურა ვაზი+ და სეტყვის მარცვლებით — სიკომოროს ხეები.+ 48  სეტყვას მისცა მათი სასაპალნე ცხოველები+ და მომაკვდინებელ სენს — მათი ცხვარ-ძროხა. 49  მიუვლინა თავისი რისხვის ალი,+ მძვინვარება, მრისხანება და გასაჭირი.+ უბედურების მომტანი ანგელოზების ლაშქარი წარგზავნა.+ 50  გზა გაუხსნა თავის რისხვას,+ არ დაიცვა სიკვდილისგან მათი სული და ჭირს მისცა მათი სიცოცხლე.+ 51  ბოლოს კი დასცა ყველა პირმშო ეგვიპტეში,+ პირველშობილნი* — ქამის კარვებში.+ 52  ცხვარივით გაიყვანა თავისი ხალხი+ და როგორც ფარას, ისე წაუძღვა უდაბნოში.+ 53  მიუძღოდა მათ და ისინიც უსაფრთხოდ იყვნენ, არაფრის ეშინოდათ.+ ზღვამ დაფარა მათი მტრები.+ 54  თავის წმინდა ადგილზე მიიყვანა ისინი,+ ამ მთიან მხარეში, საკუთარი მარჯვენით რომ მოიპოვა.+ 55  მათ გამო აძევებდა ხალხებს,+ ლარით დაუნაწილა მემკვიდრეობა;+ თავ-თავიანთ სახლებში დაასახლა ისრაელის ტომები.+ 56  ისინი კი სცდიდნენ და ეურჩებოდნენ უზენაეს ღმერთს,+ არ მიჰყვებოდნენ მის შეხსენებებს.+ 57  გზიდან უხვევდნენ და თავიანთი მამა-პაპასავით ვერაგულად იქცეოდნენ;+ სხვა მხარეს იხრებოდნენ მოშვებული მშვილდივით.+ 58  შეურაცხყოფდნენ თავიანთი მაღლობებით+ და ქანდაკებებით განარისხებდნენ.+ 59  მოისმინა ღმერთმა,+ დიდად განრისხდა+ და ძლიერ შეიძულა ისრაელი.+ 60  საბოლოოდ მიატოვა შილოს კარავი,+ სადაც მკვიდრობდა ადამიანთა შორის.+ 61  ტყვეობას მისცა თავისი ძალა+ და თავისი მშვენება მტერს ჩაუგდო ხელში;+ 62  მახვილს მისცა თავისი ხალხი,+ ძლიერ განურისხდა თავის მემკვიდრეობას.+ 63  მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა, არავის უქია მისი ქალწულები.+ 64  მახვილით დაეცნენ მისი მღვდლები+ და არ უტირიათ მათ ქვრივებს.+ 65  მაშინ გამოიღვიძა იეჰოვამ, თითქოს ძილისგან,+ როგორც ვაჟკაცი გამოფხიზლდება ხოლმე ღვინისგან.+ 66  უკნიდან დაჰკრა თავის მტრებს,+ სამუდამოდ შეურაცხყო ისინი.+ 67  უარყო იოსების კარავი+ და არ ამოირჩია ეფრემის ტომი.+ 68  იუდას ტომი ამოირჩია მან,+ სიონის მთა, რომელიც შეიყვარა.+ 69  მწვერვალებივით აიშენა საწმინდარი,+ დედამიწასავით, რომელიც სამუდამოდ დააფუძნა.+ 70  ამოირჩია თავისი მსახური დავითი,+ ცხვრის ფარეხებიდან გამოიყვანა.+ 71  თავი დაანებებინა მეწველი ცხვრების დევნას+ და დააყენა იაკობის, თავისი ხალხის, მწყემსად;+ ისრაელზე, თავის მემკვიდრეობაზე, დააყენა.+ 72  თავისი გულის უმწიკვლობით დამწყემსა ისინი+ და მარჯვე ხელით გაუძღვა.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — მათი წარმომქმნელი ძალის საწყისი.