წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 77:1—20

ხელმძღვანელს: იედუთუნი. ასაფის+ ფსალმუნი. სიმღერა 77  ხმამაღლა შევღაღადებ ღმერთს,+ ხმამაღლა შევღაღადებ ღმერთს და ის ყურს მომაპყრობს.+   გასაჭირის დღეს ვეძებ იეჰოვას.+ ღამით ხელს აღვაპყრობ და არ მიბუჟდება; არ სურს ჩემს სულს ნუგეში.+   მემახსოვრება ღმერთი და აფორიაქებული ვიქნები;+ ვიდარდებ და სული დამიუძლურდება.+ სელა.   შენ ჩასჭიდე ხელი ჩემს ქუთუთოებს,+ ავფორიაქდი და ვეღარ ვლაპარაკობ.+   ვფიქრობ ადრინდელ დღეებზე,+ შორეული წარსულის წლებზე.   ღამით გავიხსენებ სიმებიან საკრავზე შესრულებულ ჰანგებს;+ გულით გამოვთქვამ წუხილს+ და სულით გამოვიკვლევ ყოველივეს.   განა სამუდამოდ მიგვაგდებს იეჰოვა?!+ განა მეტად ვეღარ ვასიამოვნებთ მას?!+   განა სამუდამოდ შეწყდა მისი სიკეთე*?!+ განა გაუქმდა+ მისი სიტყვა თაობიდან თაობაში?!   განა დაივიწყა ღმერთმა მადლის მონიჭება?!+ განა წყალობას დაგვიკავებს თავისი რისხვით?!+ სელა. 10  განა უნდა ვამბობდე: „აი რა მგმირავს+ ის, რომ იცვლება უზენაესის მარჯვენა“?!+ 11  მემახსოვრება იაჰის* საქმეები,+ მემახსოვრება შენ მიერ დიდი ხნის წინათ მოხდენილი საოცრებები.+ 12  ყველა შენს ნამოქმედარზე ვიფიქრებ+ და შენს საქმეებს ჩავუკვირდები.+ 13  ღმერთო, შენი გზა წმინდა ადგილზეა.+ ღმერთო, რომელი ღმერთი შეგედრება დიდებით?+ 14  შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, საოცარი საქმეების გამკეთებელი.+ ხალხებს გააგებინე შენი ძალა.+ 15  შენი მკლავით გამოიხსენი შენი ხალხი,+ იაკობისა და იოსების ძეები. სელა. 16  დაგინახა წყალმა, ღმერთო, დაგინახა წყალმა და მწვავე ტკივილები დაეწყო;+ აღელდა ღრმა წყალი.+ 17  ჭექა-ქუხილით ჩამოღვარეს წყალი ღრუბლებმა;+ დაიგრგვინა ღრუბლიანმა ცამ. აქეთ-იქით დაქროდნენ შენი ისრები.+ 18  ეტლის ბორბლების ხმას ჰგავდა შენი გრგვინვის ხმა,+ ელვამ გაანათა მიწა;+ შეირყა და შეიძრა დედამიწა.+ 19  ზღვაზე გადიოდა შენი გზა+ და წყლებზე — შენი ბილიკები. უცნობია შენი ნაკვალევი. 20  როგორც ფარას, ისე წაუძეხი შენს ხალხს+ მოსესა და აარონის ხელით.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
იხილეთ 68:4-ის სქოლიო.