არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 76:1—12

ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. ასაფის+ ფსალმუნი, სიმღერა 76  ღმერთი ცნობილია იუდაში,+ დიდებულია მისი სახელი ისრაელში.+   სალემშია მისი სამყოფელი+ და სიონშია მისი სამკვიდრო.+   იქ დაამტვრია ცეცხლმოკიდებული ისრები,+ ფარი, მახვილი და სხვა საბრძოლო იარაღი.+ სელა.   სინათლით ხარ მოცული, სანადირო მთებზე დიდებული ხარ.+   გულმაგრები გაიძარცვნენ,+ ჩათვლიმეს და ჩაეძინათ.+ არც ერთ მამაც კაცს არ შერჩა წინააღმდეგობის გაწევის ძალა.+   შენი გაკიცხვისგან, იაკობის ღმერთო, მეეტლესა და ცხენს ღრმად ჩაეძინათ.+   შიშის მომგვრელი ხარ.+ ვინ დაუდგება შენი რისხვის ძალას?+   ზეციდან გამოაცხადე განაჩენი.+ შეეშინდა დედამიწას და დადუმდა,+   როცა აღსდგა ღმერთი გასასამართლებლად,+ რათა დაეხსნა ყველა თვინიერი დედამიწაზე.+ სელა. 10  ადამიანის რისხვა ხოტბას შეგასხამს;+ დარჩენილ რისხვას შემოისარტყლავ. 11  თქვენ, ვინც მის გარშემო ხართ, აღთქმა დაუდეთ და შეუსრულეთ თქვენს ღმერთს, იეჰოვას.+ შიშით მიუტანონ მას ძღვენი.+ 12  ის დაამდაბლებს წინამძღოლთა სულებს;+ შიშის მომგვრელია იგი დედამიწის მეფეებისთვის.+

სქოლიოები