წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 75:1—10

გუნდის ხელმძღვანელს. „ნუ დააქცევ“. ასაფის+ ფსალმუნი, სიმღერა 75  მადლობას გიხდით, ღმერთო, მადლობას გიხდით,+ ახლოს არის შენი სახელი.+ აუწყონ ადამიანებმა შენი საოცარი საქმეები.+   „დადგენილ დროს ავმოქმედდი;+ დავიწყე სიმართლით გასამართლება.+   დადნა დედამიწა და ყველა მისი მცხოვრები,+ მე გავასწორე მისი სვეტები“.+ სელა.   უგუნურებს ვუთხარი: „ნუ იქნებით უგუნურნი“,+ ბოროტებს ვუთხარი: „ნუ აიმაღლებთ რქას*.+   ნუ აიმაღლებთ რქას. ნუ ილაპარაკებთ ქედმაღლურად.+   არც აღმოსავლეთიდან, არც დასავლეთიდან და არც სამხრეთიდან არ ხდება განდიდება.   ღმერთია მოსამართლე.+ ერთს ამცირებს, მეორეს კი განადიდებს.+   ხელში სასმისი უჭირავს იეჰოვას,+ აქაფებულია ღვინო, სავსეა ნაზავით. გადმოასხამს მისგან თხლეს, გადაწურავენ მას დედამიწის ბოროტები და დალევენ“.+   მე კი ამაზე ვილაპარაკებ მარადიულად, ქებას ვუმღერებ იაკობის ღმერთს.+ 10  „მოვტეხ ბოროტთა ყველა რქას“.+ მართლებს კი აუმაღლდებათ რქები.+

სქოლიოები

ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.