წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფსალმუნები 74:1—23

მასქილი. ასაფის ფსალმუნი+ 74  ო, ღმერთო, რატომ მიგვაგდე სამუდამოდ?+ რატომ აენთო შენი რისხვა შენი საძოვრის ფარის მიმართ?+   გაიხსენე შენი კრებული, დიდი ხნის წინათ შეძენილი,+ ტომი, რომელიც შენს მემკვიდრეობად გამოისყიდე,+ და სიონის მთა, სადაც მკვიდრობდი.+   წარმართე შენი ნაბიჯები დიდი ხნით გაპარტახებული ადგილებისკენ.+ ყველაფერი გაანადგურა მტერმა წმინდა ადგილზე.+   შენი მტრები შენთან შეხვედრის ადგილის შუაგულში ბრდღვინავენ.+ საკუთარი ნიშნები აღმართეს ნიშნებად.+   ისეთივე ცუდი სახელი აქვთ, როგორც ტევრზე ცულის აღმმართველებს.   ახლა საწმინდრის ყველა ჩუქურთმას ნაჯახსა და ძალაყინს ურტყამენ.+   შენი საწმინდარი ცეცხლს მისცეს;+ შებღალეს და მიწაზე დაამხვეს კარავი, შენი სახელით წოდებული.+   ისინი და მათი შთამომავლები თავიანთ გულში ამბობენ: ღმერთთან შეხვედრის ყველა ადგილი უნდა დაიწვასო ამ ქვეყანაში.+   ჩვენს ნიშნებს ვერ ვხედავთ; აღარა გვყავს წინასწარმეტყველი;+ და ჩვენ შორის არავინ იცის — როდემდე. 10  ღმერთო, როდემდე უნდა შეურაცხგყოფდეს მტერი?+ ნუთუ მუდამ უპატივცემულოდ უნდა ეპყრობოდეს მტერი შენს სახელს?!+ 11  რატომ არის უმოქმედოდ შენი მარჯვენა,+ უბიდან რომ ამოიღე? სადაცაა გავნადგურდებით! 12  ღმერთია ჩემი მეფე უხსოვარი დროიდან,+ მას მოაქვს დიდი ხსნა დედამიწაზე.+ 13  შენი ძალით ააბობოქრე ზღვა,+ შენ გაუტეხე თავები ზღვის ურჩხულებს წყალში,+ 14  შენ დაუჭეჭყე თავები ლევიათანს;+ შენ მიეცი ის საჭმელად უწყლო მხარეში მცხოვრებ ხალხს.+ 15  შენ გაყავი წყარო და მდინარე,+ შენ ამოაშრე უშრეტი მდინარეები.+ 16  შენია დღე და შენია ღამე.+ შენ შექმენი მნათობები, მათ შორის მზე.+ 17  შენ დაუდგინე საზღვრები დედამიწას,+ ზაფხული და ზამთარი შენ დააარსე.+ 18  გახსოვდეს: მტერი შეურაცხგყოფს, იეჰოვა,+ და უგუნური ხალხი უპატივცემულოდ ეპყრობა შენს სახელს.+ 19  ნუ მისცემ მხეცს შენი გვრიტის სულს.+ სამუდამოდ ნუ დაივიწყებ შენი დაჩაგრული ხალხის სიცოცხლეს.+ 20  გაიხსენე შეთანხმება,+ რადგან დედამიწის ბნელი ადგილები ძალადობის სამყოფლად იქცა.+ 21  ნუ დაბრუნდება დაჩაგრული კაცი დამცირებული.+ საწყალმა და ღარიბმა აქოს შენი სახელი.+ 22  აღსდექ, ღმერთო, წარმართე შენი სასამართლო საქმე.+ გაიხსენე, რომ მთელი დღე შეურაცხგყოფს უგუნური.+ 23  ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას.+ გამუდმებით მატულობს შენ წინააღმდეგ აღმდგართა ხმაური.+

სქოლიოები