არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ფს. 73:1—28

ასაფის სიმღერა+ 73  ღმერთი კარგია ისრაელისთვის, მათთვის, ვინც სუფთაა გულით.+   მე კი კინაღამ გადავუხვიე ჩემი ნაბიჯებით,+ კინაღამ მომიცურდა ფეხი,+   რადგან შემშურდა მკვეხარა ხალხის,+ როცა დავინახე, რომ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ბოროტები.+   სასიკვდილო ტკივილები არ აწუხებთ+ და დიდი ღიპები აქვთ.+   არ უჭირთ ისე, როგორც მოკვდავ ადამიანებს,+ სხვებივით გაუბედურებულები არ არიან.+   ამპარტავნობის ყელსაბამი უკეთიათ+ და ძალადობით არიან შემოსილნი.+   სიმსუქნისგან თვალები აქვთ გადმოკარკლული;+ თავიანთი გულის ზრახვებს გადააჭარბეს.+   სხვებს დასცინიან და ბოროტებაზე ლაპარაკობენ,+ ქედმაღლურად საუბრობენ გამოძალვაზე.+   მათი პირი ციდან ლაპარაკობს,+ ენა კი დედამიწაზე დადის.+ 10  ის აბრუნებს ხალხს, და უხვი წყალი გადმოედინება მათთვის. 11  ამბობენ: „რას გაიგებს ღმერთი?+ განა აქვს ცოდნა უზენაესს?!“+ 12  აი, ბოროტები, მუდამ უდარდელად არიან.+ სულ უფრო და უფრო მეტ ქონებას იხვეჭენ.+ 13  ფუჭად განვიწმინდე გული+ და ფუჭად დავიბანე ხელები უდანაშაულობით.+ 14  მთელი დღე ვიტანჯები+ და ყოველ დილით გაკიცხვას ვიღებ.+ 15  რომ მეთქვა: ასეთ რამეს ვიტყვი-მეთქი, შენი ძეების თაობას ვერაგულად მოვექცეოდი.+ 16  ვფიქრობდი, რათა გამეგო ეს,+ მაგრამ ძნელი იყო ეს ჩემთვის, 17  სანამ არ მივედი ღვთის დიდებულ საწმინდარში.+ მინდოდა გამეგო მათი მომავალი.+ 18  მოლიპულ მიწაზე აყენებ მათ.+ შენ სპობ მათ.+ 19  რა უცბად გახდნენ გამაოგნებელნი!+ როგორ მოეღოთ ბოლო და როგორ განადგურდნენ უეცარი შიშით! 20  როგორც სიზმარი ქრება გამოღვიძების შემდეგ, იეჰოვა,+ ისე არაფრად ჩააგდებ მათ სახეს, როცა აღიმართები.+ 21  გული გამიმწარდა+ და თირკმელებში მწვავე ტკივილს ვგრძნობდი,+ 22  უგუნური ვიყავი და ვერ ვხვდებოდი,+ პირუტყვს დავემსგავსე შენ თვალში.+ 23  და მაინც მუდამ შენთან ვარ;+ შენ გიჭირავს ჩემი მარჯვენა ხელი.+ 24  შენი რჩევით წამიძღვები+ და დიდებამდეც კი მიმიყვან.+ 25  ვინა მყავს ცაში?+ შენს მეტი არავინ მახარებს დედამიწაზე.+ 26  სხეულმა და გულმა მიმტყუნა.+ ღმერთია ჩემი გულის კლდე და ჩემი წილი მარადიულად.+ 27  აი, დაიღუპება ყველა, ვინც შორს დგას შენგან.+ შენ დაადუმებ მას, ვინც გტოვებს და ამით უზნეობას სჩადის.+ 28  ჩემთვის კი კარგია ღმერთთან დაახლოება.+ უზენაესი უფალი იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი,+ რათა ვაუწყო ყველა მისი საქმე.+

სქოლიოები